ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ინფორმაცია აპელაციის შესახებ!

-  რექტორის ბრძანებით, კონკურსის პერიოდში უნივერსიტეტში იმუშავებს სააპელაციო კომისია.

-  უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კონკურსის შედეგების განთავსებას უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge  ყოველი ტურის ან გამოცდის დასრულებიდან 8 საათის განმავლობაში.

-  უნივერსიტეტში მისაღები შემოქმედებითი კონკურსის მიმდინარეობა გადაღებული იქნება ვიდეოკამერით. ვიდეომასალა შეინახება უნივერსიტეტის   არქივში და შეიძლება გამოყენებულ იქნას სააპელაციო კომისიის მიერ. აღნიშნული ვიდეომასალა წარმოადგენს უნივერსიტეტის დაცულ ინფორმაციას და აბიტურიენტებზე არ გაიცემა.

  • აბიტურიენტი უფლებამოსილია შეიტანოს სააპელაციო განცხადება სააპელაციო კომისიის სახელზე    შემოქმედებითი ტურის შედეგების გამოცხადებიდან 18 საათის განმავლობაში.
  • სააპელაციო კომისია განიხილავს აპელანტის განცხადებას და საჭიროების შემთხვევაში ნახულობს ტურის/გამოცდის ვიდეოჩანაწერს.
  • სააპელაციო განხილვას ესწრება მხოლოდ აბიტურიენტი.
  • სააპელაციო კომისია უფლებამოსილია აბიტურიენტს ნება დართოს ხელმეორედ გაიაროს შესაბამისი საკონკურსო ეტაპი.
  • სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით.
  • სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა.
  • აბიტურიენტის აპელაციის განხილვის საფასურია 40 (ორმოცი) ლარი.

 

თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე

      საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

      ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

      ბანკის კოდი: TRESGE22

      სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (აპელაცია): 708887519

      გადახდის  დანიშნულებაში უნდა  ჩაიწეროს  აბიტურიენტის გვარი,  სახელი,  11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არ არსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი).

 

სააპელაციო განცხადებები მიიღება დისტანციურად ელ-ფოსტის მისამართზე  registration@tafu.edu.ge

გთხოვთ,  შეავსოთ განაცხადის ფორმა და ქვითრის ასლთან ერთად გადმოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე (registration@tafu.edu.ge)  იმ  მეილიდან, რომელიც მითითებული გაქვთ ჩვენს ვებ-გვერდზე  რეგისტრაციის დროს.

ჩამოტვირთეთ სააპელაციო ფორმა

გისურვებთ წარმატებას!!!

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1955096
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2021-07-29
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია