ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

2021 წლის 18 მაისს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ონლაინ რეჟიმში გაიმართა საქართველოს სტუდენტთა მე-14 სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა /პროფესორი, ხელოვნების დოქტორი/. მონაწილეებს მიესალმნენ კონფერენციის ორგანიზატორი ნატო გენგიური /პროფესორი, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი/, ფაკულტეტის დეკანი ზვიად დოლიძე /კინოისტორიკოსი, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი/, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი (მ.შ.) ანა სამსონაძე /ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი/.

კონფერენციაზე მუშაობდა 10 სექცია:

თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, ქორეოლოგიისა და მუსიკოლოგიის, მედიის, ტურიზმისა და მენეჯმენტის. ერთი სექცია კი მიეძღვნა თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებლის, რეჟისორ სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 135 წლის იუბილეს (ასოც. პროფესორ მაია კიკნაძის სტუდენტები).

სტუდენტების მოხსენებების სამეცნიერო ხელმძღვანელები და მოდერატორები:

მაკა ვასაძე, მაია კიკნაძე, თამარ ცაგარელი, მაია ლევანიძე, დავით გუჯაბიძე, ნანა დოლიძე, ლაურა კუტუბიძე, ნატო გენგიური, ეკატერინე კიკნაძე, ნაირა გალახვარიძე, დოდო ჭუმბურიძე, ანანო სამსონაძე, ზვიად დოლიძე, მანანა ლეკბორაშვილი, მალხაზ ღვინჯილია, დავით ხოშტარია, მარინა ქავთარაძე, ლელა წიფურია, ანა დოლიძე.

იხილეთ კონფერენციის ამსახველი მასალა

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1923321
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2021-06-15
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია