ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ბრძანება N 71/2

2021 წლის 19 მაისი ქ. თბილისი

 

დრამისა და კინო - ტელე ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  კონკურსის გამოცხადების შესახებ

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

მიბმული ფაილები:
განცხადება
საკონკურსო განაცხადი
დანართი 1
აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესი

 

1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

დრამის ფაკულტეტი

თეატრალური ხელოვნების მიმართულებით:

მსახიობის ოსტატობის განხრით

  • ასოცირებული პროფესორის         2 ს. ე 
  • ასისტენტ-პროფესორის                  1 ს. ე

 

მუსიკალური თეატრის მსახიობის განხრით  

  • ასოცირებული პროფესორის          1 ს. ე 

 

ვოკალის განხრით

  • ასოცირებული პროფესორის           1 ს. ე 

 

სასცენო მოძრაობის განხრით 

  • ასისტენტ-პროფესორის                   1 ს. ე

 

რეჟისურის განხრით

  • ასოცირებული პროფესორის           3 ს. ე 
  • ასისტენტ-პროფესორის                    1 ს. ე

 

ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულებით:

 

ქართული ცეკვის განხრით 

  • ასოცირებული პროფესორის           2 ს. ე 

 

სადადგმოს ხელოვნების განხრით 

  • ასოცირებული პროფესორის           1 ს. ე 

 

სამუსიკო ხელოვნების მიმართულებით:

 

ქართული ტრადიციული მუსიკის გუნდის დირიჟორის (ლოტბარის) განხრით

  • ასოცირებული პროფესორის           1 ს. ე 

 

ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის  განხრით

  • ასისტენტ-პროფესორის                    1 ს. ე

 

ვოკალურ-საგუნდო ტექნიკის  განხრით

  • ასისტენტ-პროფესორის                    1 ს. ე

 

საეკლესიო მუსიკოლოგიისა და ღვთისმსახურების პრაქტიკული სწავლების განხრით 

  • ასისტენტ-პროფესორის                    1 ს. ე

კინო-ტელე ფაკულტეტი

აუდიო-ვიზუალური ხელოვნების   მიმართულებით:

ტელერეჟისურის განხრით

  • პროფესორის                                   1 ს. ე
  • ასოცირებული პროფესორის               1 ს. ე

 

მხატვრული კინოს რეჟისურის განხრით

  • ასოცირებული პროფესორის                     1 ს. ე

 

ანიმაციური  კინოს  რეჟისურის განხრით 

  • ასოცირებული პროფესორის                     2 ს. ე

 

დოკუმენტური  კინოს  რეჟისურის განხრით

  • ასოცირებული პროფესორის                     1 ს. ე

 

კინო - ტელე  ოპერატორის  განხრით

  • ასოცირებული პროფესორის              2 ს. ე  
  • ასისტენტ-პროფესორის                    1 ს. ე 

 

2.  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს კადრების და კანცელარიის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამარ  ბასიაშვილი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 20 მაისიდან.

4. კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყოს 2021 წლის 21 ივნისს  და გაგრძელდეს 2021 წლის  2 ივლისის ჩათვლით.

5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

6. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი:   http://tafu.edu.ge/ და http://jobs.ge/

7.  კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს.

8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 64.

 

                                               საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის # 6 დადგენილება.

                                                                      19.05.2021 წწელი

 

გიორგი შალუტაშვილი

რ ე ქ ტ ო რ ი

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1923315
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2021-06-15
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია