ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ბრძანება N 35/2

2021 წლის 15 მარტი ქ. თბილისი

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-20 მუხლის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

იხ. მიბმული ფაილები:

აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი
განცხადება
დანართი
დანართი

1. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდეს კონკურსი შემდეგი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტისფაკულტეტი

 

ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით:

 

ასისტენტ-პროფესორის     - 1 ს. ე.

2.  სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის  ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის არჩევნების გამოცხადების კომისიის პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნოს საორგანიზაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამარ  ბასიაშვილი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 15 მარტიდან.

4. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 15 აპრილიდან და გაგრძელდეს 2021   წლის  25 აპრილის  ჩათვლით.

5. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

6. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ უნივერსიტეტის web.გვერდი:   http://tafu.edu.ge/ და http://jobs.ge/

7.  კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს კადრების და კანცელარიის სამსახურს.

8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. # 64.

 

                                               საფუძველი: აკადემიური საბჭოს სხდომის დადგენილება.

                                                                       12.03.2021 წ.

 

გიორგი შალუტაშვილი

რ ე ქ ტ ო რ ი

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2641976
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-03-28
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია