ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ბრძანება N 5/2

2021 წლის 16 იანვარი ქ. თბილისი

 

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე კონკურსის შედეგად აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 20-ე მუხლის საფუძველზე

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. დ ა ნ ი შ ნ უ ლ იქნან აკადემიურ თანამდებობაზე და გაუგრძელდეთ  შრომითი ხელშეკრულებები:

 

სათეატრო  კრიტიკისა  და  თეორიის  მიმართულებით

პროფესორის თანამდებობაზე  /6 წლით/

1. გიორგი ცქიტიშვილი


კინოკრიტიკისა  და  თეორიის  მიმართულებით

პროფესორის თანამდებობაზე  /6 წლით/

1. ლელა ოჩიაური

 

ხელოვნების  მენეჯმენტის  მიმართულებით

პროფესორის თანამდებობაზე  /6 წლით/

1. ნინო სანადირაძე

 

2. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის  შედეგები გამოცხადდეს საჯაროდ, უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე, http://tafu.edu.ge/

3. აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ  პროფესორებთან გაფორმდეს კონტრაქტები შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით.

4. შრომითი კონტრაქტების გაფორმებაზე პასუხისმგებლობა დაევალოს კარდების და კანცელარიის სამსახურს და უნივერსიტეტის იურისტს.

5. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.  # 64.

 

                                                       საფუძველი: 16.01.2021 წლის აკადემიური საბჭოს სხდომის

                                                                               დადგენილება. ოქმი # 1  

გიორგი შალუტაშვილი

რ ე ქ ტ ო რ ი

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1922245
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2021-06-14
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია