ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ხელოვნების მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტთა საყურადღებოდ!

2020-2021 სასწავლო წლიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „მენეჯმენტი (ხელოვნების)“ ფუნქციონირებას გააგრძელებს მხოლოდ ავტორიზაციის რეჟიმში. პროგრამა იქნება მოლევადი და სტუდენტები ვერ ისარგებლებენ სახელმწიფო სასწავლო გრანტით.

პროგრამის რეაკრედიტაციაზე უარის გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა მიიღო ახალ ეროვნულ კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორში შესული ცვლილებების საფუძველზე (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის #69/ნ ბრძანება), რომელთა გათვალისწინებით უნივერსიტეტს ეზღუდება ხელოვნების მენეჯმენტის სპეციალობის არსებობა, ხოლო სწავლება დასაშვებია მხოლოდ ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, ამ პროგრამის სტუდენტებს გაქვთ შესაძლებლობა:

• სწავლა გააგრძელოთ და დაასრულოთ აღნიშნული პროგრამა კვალიფიკაციით ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში (ამასთან დაკავშირებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მიღებული ოფიციალური წერილის იხილეთ ბმულზე);

• გადახვიდეთ ჩვენი უნივერსიტეტის აკრედიტებულ პროგრამაზე, სხვა სპეციალობაზე, შეღავათიანი პირობებით;

• ისარგებლოთ გარე მობილობით და გადახვიდეთ სხვა უნივერსიტეტის აკრედიტებულ პროგრამაზე.

გისურვებთ წარმატებას!

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2658464
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-04-11
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია