ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ახალგაზრდული იდეების კონკურსი - „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“

საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით აცხადებს ახალგაზრდული იდეების კონკურსს - „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის 26 წლამდე სტუდენტს.

საქართველოს პარლამენტის მიერ ღია პარლამენტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, 2018 წლის 26 თებერვალს, 12:00 საათზე, ფაბრიკას (ეგნატე ნინოშვილის ქ. # 8, თბილისი) საკონფერენციო დარბაზში კონკურსანტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა.

საკონკურსო იდეის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 23 თებერვალი, 2018 წ.

კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: http://bit.ly/2HwkM5k

 

 

 

 

 

 

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2658910
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-04-11
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია