ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

ნოდარ გურაბანიძე - "სამყარო თეატრალის თვალით", ორტომად (2017) ა.წ. 13 ნოემბერს, 18 სთ-ზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში გაიმართება ნოდარ გურაბანიძის წიგნის - "სამყარო თეატრალის თვალით" ორტომეულის პრეზენტაცია. „სამყარო თეატრალის თვალით“ ხელოვნების ყველა სფეროს :თეატრს, ქორეოგრაფიას, მხატვრობას, არქიტექტურას, მუსიკას მოიცავს. ავტორმა შეკრიბა საკუთარი თვალით ნანახი, თავი მოუყარა წლების განმავლობაში დაგროვილ შთაბეჭდილებებს და მათ, ეტიუდების და ესეების ფორმა მისცა. ორტომეული რომანივით იკითხება და დააინტერესებს ხელოვნებით გატაცებულ ნებისმიერ ადამიანს. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია, ხელოვნების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. წიგნი გამოსცა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ „კენტავრი“.

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2656844
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-04-11
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია