ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სიახლე

სტუდენტთა IX კონფერენცია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში

იხილეთ ფოტოგალერეა

2016 წლის 5 მაისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა რიგით IX სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სამხატვრო აკადემიისა და კონსერვატორიის სტუდენტებმაც. კონფრენცია გახსნა პოფესორმა ნატო გენგიურმა, რომელიც ამ კონფერენციის ორგანიზატორია და ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ხელისხის უზრუნველყოფს სამსახურის ხელმძღვანელი. სტუდენტებს მისასალმებლი სიტყვით მიმრთეს ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ცქიტიშვილმა, პროფესორმა თამარ ბოკუჩავამ, პედაგოგმა, ფილოლოგიის მცნიერებათა დოქტორმა ქეთევან ელაშვილმა. გახსნის შემდგომ კონფერენცია სამუშაო რეჟიმში გადავიდა და მომხსენებელი-სტუდენტები სექციებად განაწილდნენ. იმუშავეს თეატრმცოდნეობის და ქორეოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ტურიზმისა და მედიის სექციებმა. მოხსენებები შეეხებოდა თეატრს, კინოს, არქიტექტურას, ფერწერას, მედიასა და ტურიზმს. სექციებს უხელმძღვალიეს პროფესორებმა: თამარ ბოკუჩავამ, ეკატერინე კიკნაძემ, ნანა დოლიძემ, გიორგი ჩართოლანმა, იოსებ გობეჯიშვილმა. დასკვნით ნაწილში მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სიგელები.

უკან
სიახლეების არქივი
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2665048
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-04-11
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია