შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ვიდეო ცენტრი არის თანამედროვე საშემსრულებლო და ვიზუალური ხელოვნების საინფორმაციო ბანკი-ვიდეოთეკა, რომელიც შედის საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ბიბლიოთეკის შემადგენლობაში. ის შეიქმნა უნივერსიტეტის სასწაულო პროცესის ხელშეწყობის მიზნით და სტუდენტთა პროფესიული განვითარებისთვის. არქივში დაცულია ქართული და უცხოური მხატვრული, დოკუმენტური ფილმები, დრამატული, საოპერო სპექტაკლები, თანამედროვე და კლასიკური ბალეტი, ეკრანიზაციები, ცნობილ შემოქმედთა ცხოვრების და მუშაობის ამსახველი ფილმები, ტელეგადაცემები, საფესტიველო სტუდენტური ფილმები და სხვა. ვიდეო ცენტრის კეთილმოწყობილი დარბაზი ჯგუფური და ინდივიდუალური ჩვენების შესაძლებლობას გვაძლევს. მასალები თემატურად არის დამუშავებული.
ვიდეოცენტრით სარგებლობის წესები:
• მასალის შერჩევა, დაკვეთა და ჩვენების დრო განისაზღვრება წინასწარი შეთანხმების შედეგად
• ვიდეოცენტრიდან მასალა არ გაიცემა
მისამართი:
აღმაშენებლის გამზირი 40
მობ: + 995 577 28 87 05; + 995 577 28 87 06
კატალოგები: