ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
ვაკანსიები / კონკურსები / ქასთინგები

სტაჟირების პროგრამა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში

-----------------------------------------------------------------------------------------------

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი აცხადებს ვაკანსიას 27 წლამდე ახალგაზრდა მსახიობებისთვის.

------------------------------------------------------------------------------------------

სტაჟირება საქართველოს იკომოსში

იკომოს საქართველო·LUNEDÌ 10 SETTEMBRE 2018

საქართველოს იკომოსი იწვევს დაინტერესებულ ახალგაზრდა სპეციალისტებს ანაზღაურებად 4 თვიან სტაჟირებაზე.

სტაჟირება განკუთვნილია კულტურული მემკვიდრეობის, სახელოვნებო, არქიტექტურის სფეროს სამაგისტრო სტუდენტებისთვის ან ახლად კურსდამთავრებულებისთვის.

სტაჟიორს საშუალება ექნება მონაწილობა მიიღოს იკომოს საქართველოს საერთაშორისო პროექტში. მისი ძირითადი მოვალეობა იქნება პროექტის ასისტენტობა.

პროგრამის ასისტენტმა ძირითადად უნდა შეასრულოს სამდივნო საქმიანობა; საჭიროების შემთხვევაში: საკურიერო დახმარება, პროექტის მენეჯერის დახმარება, საველე სამუშაოებში საპროექტო ჯგუფის დახმარება;

სამართავი დოკუმენტაციის ნაწილი ინგლისურენოვანია. ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.

პირადი თვისებები: კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა 17 სექტემბრამდე უნდა გამოგზავნონ მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, საკონტაქტო მონაცემები შემდეგ მისამართზე - info@icomos.org.ge ;

შერჩევის შემთხვევაში კანდიდატებს მიიწვევენ გასაუბრებაზე.

-----------------------------------------------------------------------------------------------

თუ გაქვს სოციალურ ქსელში მუშაობის გამოცდილება, თუ ფლობ ინგლისურ ენას და გაინტერესებს სოციალური მედიის მართვა, გამოგვიგზავნე რეზიუმე 14 სექტემბრამდე giorgi@creativegeorgia.ge -ზე.

რას გთავაზობთ ჩვენ:

- საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

- პროფესიულ ზრდას;

- საინტერესო ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობას;

Adobe Photoshop, Illustrator ან InDesign-ის ცოდნა ჩაითვლება უპირეტესობად. 

----------------------------------------------------------------------------------------------------

კონკურსი: რეზიდენციები ახალგაზრდა ქართველი ხელოვანებისათვის

სტაჟირება საჯარო სამსახურში

British Council - Learn English Free Online

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიმდინარე კონკურსები

კონკურსი „ექსპერიმენტული პროექტების ხელშეწყობა“

Eka Cast

------------------------------------------------------------------------------------

საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-9 ნაკადს!

- აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2018 წლის 5 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, მიმართოს დეკანატს და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.

- ამასთან, შეგახსენებთ, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

 

 

 

 

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
1191766
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2018-09-20
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია