ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო პროგრამების სამსახური

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო პროგრამების სამსახურის ძირითადი მიზანია მნიშვნელოვანი ინფორმაციის საჯაროობა, სათანადო ფორმითა და ინტენსივობით მიზნობრივი აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომობა, საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციისა და ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა არსებული შესაძლებლობების ოპტიმალური გამოყენებისა და ახალი რესურსების მოძიების გზით. აღნიშნული მოიცავს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების ამსახველი ინფორმაციის სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის მიწოდებას, სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების მობილობას, ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს, თანამშრომლობას კვლევითი და შემოქმედებითი პროექტების ფარგლებში, უნივერსიტეტის შესაძლებლობებისა და რესურსების სრულყოფილად წარმოჩენას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით სამსახურის ძირითადი ფუნქციები:

  • უნივერსიტეტის საქმიანობის პოპულარიზაცია;
  • საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;
  • სასწავლო-სამეცნიერო პროცესების, დაგეგმილი ან განხორციელებული ღონისძიებების საჯაროობა;
  • სახელისუფლებო სტრუქტურებთან, სასწავლო/სამეცნიერო დაწესებულებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
  • სამსახურის ვებ-გვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების მიმართულებით სამსახურის ძირითადი ფუნქციები:

  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე განათლების სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • პარტნიორ უნივერსიტეტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფონდებთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობა;
  • მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კავშირებში უნივერსიტეტის და/ან მისი ცალკეული ფაკულტეტის გაწევრიანება;
  • სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობა, მობილობის/გაცვლით პროგრამებში ჩართვა;
  • საერთაშორისო სასწავლო-სამეცნიერო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება-გავრცელება;
  • საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის მექანიზმების განვითარება, უნივერსიტეტის მიზნებიდან გამომდინარე საერთაშორისო ერთობლივი პროექტების განხორციელება;
  • უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე საერთაშორისო ფესტივალებში, კონფერენციებში, სემინარებსა და ვორქშოფებში სტუდენტების, პედაგოგების, ადმინისტრაციის წევრების ჩართვა და ხელშეწყობა.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი არის სრულუფლებიანი წევრი:

ევროპის ხელოვნებათა ინსტიტუტების ლიგა
The European League of Institutes of the Arts - ELIA

მსოფლიო კინო და ტელე სკოლების ასოციაცია
The International Association of Film and Television Schools - CILECT

ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო საბჭო
Internatioal Council for Traditional Music - ICTM

მსოფლიო თეატრალური განათლების ალიანსი
World Theatre Education Alliance - WTEA

2016 წლის 18 ოქტომბერს UNESCO-ს ეგიდით პეკინში დაფუძნდა მსოფლიო თეატრალური განათლების ალიანსი (World Theatre Education Alliance - WTEA) მსოფლიოს 12 წამყვანი თეატრალური სკოლების მიერ (Bulgaria – National Academy for Theatre and Film Arts, China – The Central Academy of Drama, Germany – Ernst Busch Academy of Dramatic Arts, Japan – Toho Gakuen College of Drama and Music, Korea – Department of Theatre, Chung Ang University, Norway – Nord University, Poland – The Aleksander Zelwerowicz National Academy of Dramatic Arts, Russia – Russian State Institute of Performing Arts, Spain – Institute Del Teatre, Ukraine – Kyiv National I.K. Karpenko-Kary University of Theatre, Cinema and Television, UK – Guildhall School of Music & Drama). დამფუძნებელთა შორის არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2311879
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-01-27
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია