ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

უსაფრთხოების წესები სტუდენტებისათვის

 

დრამის ფაკულტეტი

სცენის უსაფრთხოების წესები

 

  1. სცენაზე  რეპეტიციებზე  დაიშვება  მხოლოდ  ის სტუდენტი, რომელმაც იცის უსაფრთხოების წესების ყველა პუნქტი. 
  2. უსაფრთხოების წესების დაცვა სავალდებულოა ყველა სტუდენტისთვის.
  3. სტუდენტი სცენაზე შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულად დამთავრდება დეკორაციის მონტირება.
  4. დეკორაციის, მონტაჟისა და სინათლის დაყენებისას აკრძალულია სცენასა და კულისებში ყოფნა, სცენაზე შესვლის  ნებართვას იძლევა პედაგოგი,  ან ტექნიკური რეჟისორი.
  5. აკრძალულია სცენის დამხმარე  სათავსოებში შესვლა - განათებისა და გახმოვანების საამქროებში, სცენის ქვეშ, მაღალი ძაბვის წყაროების სიახლოვეს, ლუკებში ან ამწევ ძელურებში..
  6. ანტრაქტის დროს აკრძალულია სცენასა და კულისებში ყოფნა.
  7. აკრძალულია დეკორაციაზე დაყრდნობა, დაჯდომა და დგომა, თუ ის არ არის დამონტაჟებული წესების დაცვით.  ასევე აკრძალულია კულისებში განთავსებული რეკვიზიტისა და კოსტიუმების ხელის ხლება და გადაადგილება.
  8. აკრძალულია ყოველგვარი სახის ცეცხლგამჩენი ნივთის შემოტანა და გამოყენება (სანთებელა,სანთელი, მაშხალა,  პიროტექნიკური         საშუალებები)  სცენასა და კულისებში (სპექტაკლში გამოყენებისას მობილიზებული უნდა იყოს შესაბამისი სამსახურები).
  9. ყველა ლუკი სცენაზე და გასასვლელები კულისებში  უნდა იყოს მონიშნული ცარცით, ან მანათობელი ლენტით.
  10.   არ შეიძლება დადგენილი რეკვიზიტის და  კოსტიუმის სხვა ნივთით ჩანაცვლება.
  11.  სტუდენტს განსაკუთრებული სიფრთხილე  მართებს მბრუნავი სცენის გამოყენებისას. სტუდენტმა არ უნდა დააბიჯოს მბრუნავი  სცენის კიდეზე (ბრუნვისას) და უნდა დაიკავოს სხეულის მყარი პოზიცია მასზე გადასვლისას და გადმოსვლისას.
  12.  აკრძალულია სცენაზე მჩხვლეტავი და ბასრი საგნების, ადვილად აალებადი და მაღალი წნევის ქვეშ მყოფი საგნების შემოტანა.

 

უსაფრთხოების წესები

„სასცენო მოძრაობის“(პრაქტიკულ ლექციაზე)

  1. აუცილებელია რომ, სტუდენტმა ლექციის  დაწყების წინ გაახუროს  სხეულის თითოეული ნაწილი (გაათბოს კუნთი), რათა  ახალი მოძრაობის შესწავლის დროს არ დაუზიანდეს რაიმე.
  2. აუცილებელია, სტუდენტს ეცვას  ვარჯიშისთვის შესაფერისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (სპორტული), რათა ნებისმიერი სავარჯიშოს შესრულებისას იატაკზე ჰქონდეს კარგი მოჭიდება და დაზღვეული იყოს გასრიალებით გამოწვეული ნებისმიერი ტრავმისგან.

*დაუშვებელია ცეკვის ფეხსაცმლით ვარჯიში

  1. ყოველი ახალი მოძრაობის შესწავლის დროს, სტუდენტი ვალდებულია მოძრაობა შეასრულოს უშუალოდ პედაგოგის დახმარებით, რათა თავიდან ავიცილოთ მოძრაობის უცოდინრობით გამოწვეული ტრავმა.
  2. საჰაერო მოძრაობის შესრულებისას, სტუდენტს ეკრძალება ილეთის შესრულება პედაგოგის დაზღვევის გარეშე.
  3. ლექციის მსვლელობის დროს, ინდივიდუალური სავარჯიშოების შესრულებისას, აუცილებელია სტუდენტებმა იმუშაონ ერთმანეთისგან დისტანცირებულად, რათა თავიდან ავიცლოთ შეჯახებით გამოწვეული ტრავმები.
  4. აუცილებელია რომ, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე სტუდენტმა ლექტორი წინასწარ ჩააყენოს საქმის კურსში.
  5. უსაფრთხოების დაცვის მიზნით სტუდენტს ეკრძალება აკრობატული  ილეთის შესრულება პედაგოგის გარეშე
  6. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სტუდენტს ეკრძალება  დამოუკიდებლად ბაგირზე ასვლა .
  7. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სტუდენტს  ეკრძალება დამოუკიდებლად ბატუტის გამოყენება.
  8. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სტუდენტს ეკრძალება  დამოუკიდებლად საბრძოლო ჯოხების გამოყენება.

 

უსაფრთხოების წესები

„ სასცენო ფარიკაობის“ გაკვეთილზე (პრაქტიკულ ლექციაზე)

       

  1. კატეგორიულად  იკრძალება  საფარიკაო  ველზე  სიარული  ან  მისი  გადაკვეთა  წყვილთა  ან  ჯგუფის  წევრთა  ფარიკაობის  მომენტში.
  2. აკრძალულია  მოწინააღმდეგე  წყვილთა  შორის  გავლა.
  3. აკრძალულია  პარტნიორისაკენ   (მოწინააღმდეგე)  ზურგით  დგომა,  თუ  კი  ეს  წინასწარ  (მიზანსცენით)  არ  არის  გამიზნული.
  4. აკრძალულია  პარტნიორზე  სხეულით  განზრახ  გამიზნული  შეჯახება .
  5. აკრძალულია  სხეულის  დაცვა  შიშველი  ხელით,  თუ  კი  ეს  სიტუაციიდან  გამომდინარე  აუცილებლობით  არ  არის  გამოწვეული.
  6. საფარიკაო  მოქმედების  დროს,  რა  ხასიათისაც  არ უნდა  იუოს  იგი,  მახვილის  ყველაზე  ბასრი  ნაწილი,  მოწინააღმდეგის  სხეულის  ნაწილთან  შემსრულებლის  მიერ  სრული  კონტროლით   უნდა  იქნას  მიტანილი. ე.  ი.  შერბილებული  მოძრაობითა  და ნაკლები  ძალისხმევით.
  7. აკრძალულია  უხეში,  ძალისმიერი  დარტყმა - რამდენადაც  ეს არის  იმის  ნიშანი,  რომ  შემსრულებელი  ვერ  ფლობს  საკუთარ  სხეულს,  და  არ  შეუძლია  ენერგიის  საჭირო  რაოდენობით  ხარჯვის  კონტროლი.
  8. აკრძალულია  საფარიკაო  მომენტში  ლაპარაკი,  დისკუსია,  კამათი  პედაგოგთან  ან  პარტნიორთან.
  9. აკრძალულია  იარაღის  პარტნიორისაკენ  სროლა  (გადაგდება)  თუ  კი  ეს  წინასწარ  არ  არის  მომზადებული.
  10. აკრძალულია  საფარიკაო  მომენტში  მონაწილეთა  სახელის  დაძახება,  რადგანაც  ამ  დროს  შეიძლება  შეიქმნას  ე.  წ.  ავარიული  სიტუაცია.
  11. აუცილებელია  დამთავრდეს  საფარიკაო  მომენტები  წყვილებს  შორის შესაბამისი  ხასიათის  სალუტით. რაც  იმის  ნიშანია,  რომ  მოწინააღმდეგემ  დაამთავრა  ვარჯიში  (ბრძოლა).  პარტნიორიც  შესაბამისი  სალუტით  პასუხობს.

 

 

 

უსაფრთხოების წესები

ქორეოგრაფიულ გაკვეთილზე (პრაქტიკულ ლექციაზე)

უხლი 1. გამოყენებისსფერო

1.1.წინამდებარე ნორმები და წესები განსაზღვრავს უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნებს ქორეოგრაფიული  გაკვეთილის (პრაქტიკული ლექციის) ჩატარებისას, მხატვრულ-ტექნიკური საშუალებებისა და ელექტრო მოწყობილობების ექსპლუატაციის დროს.

1.2.ძირითადი უსაფრთხოების წესების დაცვასთან ერთად, ქვემოაღნიშნული ნორმების დაცვა, უზრუნველყოფს ქორეოგრაფიულ გაკვეთილზე დაკავებულ ადამიანთა უსაფრთხოებას!

 

მუხლი 2. ზოგადიდებულებები

2.1.        ქორეოგრაფიული გაკვეთილის (პრაქტიკული ლექციის) დაწყებამდე:

1)      პედაგოგის ასისტენტი (ან პედაგოგი) ამზადებს სარეპეტიციო დარბაზს: ანიავებს, ამოწმებს სისუფთავეს, აპარატურასა და განათებას;

2)      სტუდენტი იმოსება სარეპეტიციო სპეციალური ფორმით, რომელიც უნდა იყოს მსუბუქი, ელასტიური, ზედმეტი და მძიმე აქსესუარების გარეშე, სუფთა და მოწესრიგებული;

3)      სარეპეტიციო ფეხსაცმელი უნდა იყოს ქორეოგრაფიული გაკვეთილის შესაბამისი, ფეხზე მომჯდარი და მსუბუქი;

4)      სტუდენტის ვარცხნილობა უნდა იყოს მოწესრიგებული, თმა შეკრული.

5)      მოძრაობების დაწყებამდე სტუდენტმა უნდა მოიხსნას საათი, სამაჯური, ძეწკვი, ბეჭედი, დიდი საყურე და სხვა ხელისშემშლელი აქსესუარები;

6)      დაგვიანების ან ადრე მოსვლის შემთხვევაში, სტუდენტი დარბაზში შედის მხოლოდ პედაგოგის თანხმობით.

 

2.2.       უსაფრთხოება ქორეოგრაფიული გაკვეთილის (პრაქტიკული ლექციის) პროცესში:

1)      სარეპეტიციო დარბაზი უნდა იყოს ცარიელი სივრცით, სუფთა და ზედმეტი საგნების გარეშე;

2)      აპარატურა ჩაირთოს მხოლოდ პედაგოგის მითითებით;

3)       აპარატურის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ეცნობოს პედაგოგს;

4)      გაკვეთილის დაწყებისას აუცილებელია შესავალი ნაწილის (ეგზერსისი ძელთან) გავლა, რომელიც უზრუნველყოფს სხეულის „გახურებას“, რადგან თავიდან იქნას აცილებული სხვადასხვა ტრავმები;

5)      მოძრაობის ჯგუფურად შესრულებისას (ერთიმეორის უკან ან გვერდით), დაიცავით დისტანცია, რათა არ მოხდეს შეჯახება (მინიმუმ ერთი გაშლილი მკლავის სიგრძეზე);

6)      მოძრაობის შესრულებისას კიდურების ტკივილის ან შეწითლების შემთხვევაში ეცნობოს პედაგოგს;

7)      შეუძლოდ ყოფნის ან ტრავმის შემთხვევაში, ეცნობოს პედაგოგს და მიემართოს ექიმს;

8)      ლექციის მსვლელობისას სტუდენტმა უნდა დაიცვას ქცევის წესები, დისციპლინა, ჩამოყალიბებული სამუშაო რეჟიმისა და შესვენების წესები;

9)      სტუდენტის მხრიდან საუბარი უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. მსჯელობა ხდება მხოლოდ პედაგოგის თანხმობით;

10)  სტუდენტი ვალდებულია გაუფრთხილდეს სარეპეტიციო დარბაზს, მის სისუფთავეს. არ დააზიანოს და გააფუჭოს იქ არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (ინსტრუმენტები, ძელი, სარკე, მხატვრული გაფორმების აქსესუარები, რეკვიზიტები და სასცენო ბუტაფორიები);

11)  სტუდენტი ვალდებულია დაიცვას პირადი ჰიგიენა, გაუფრთხილდეს საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას, უნდა მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს. რეპეტიციის დასრულებისას სასურველია შხაპის მიღება და სარეპეტიციო სამოსის გამოცვლა;

12)  გაკვეთილის მსვლელობისას აღმოჩენილი ნებისმიერი პრობლემისას, ეცნობოს ხელმძღვანელობას!

2.3.       უსაფრთხოება ქორეოგრაფიული გაკვეთილის დასრულების შემდეგ

1)      განიავდეს დარბაზი;

2)      გამოირთოს ელექტრო მოწყობილობები;

3)      გამოირთოს ელექტროგანათება;

4)      დაიხუროს დარბაზი და ჩაიკეტოს გასაღებით.

2.4.       უსაფრთხოება ფორსმაჟორული სიტუაციის დროს

1)      ავარიული სიტუაციისას, უნდა ეცნობოს ხელმძღვანელობას და დაცული იქნას  ევაკუაციის წესები;

2)      ელ.ენერგიის გათიშვისას, ხანძრის ან წყლის შემოვარდნის შემთხვევაში, პედაგოგმა უნდა გათიშოს  აპარატურა დენიდან და ყველას დაატოვებინოს დარბაზი. ყველა მოქმედებს უსაფრთხოების ზოგადი წესების დაცვით;

3)      აპარატურის გადახურებისას, უნდა ეცნობოს პედაგოგს;

4)      ტრავმის შემთხვევაში, დაზარალებული ან თვითმხილვევლი აცნობებს პედაგოგსა და ექიმს;

5)      ყველა სხვა შემთხვევაში უნდა იმოქმედოთ უსაფრთხოების დაცვის ძირითადი წესების შესაბამისად!

2.5.       ქორეოგრაფიულ გაკვეთილზე იკრძალება:

1)      ტექნიკურად რთული მოძრაობებისა და  რეკვიზიტების გამოყენება პედაგოგის მეთვალყურეობის გარეშე;

2)      სარკესთან, ძელთან და ერთმანეთთან ახლოს დგომა მოძრაობის შესრულებისას;

3)      სატრენაჟო ძელზე შემოჯდომა, დადგომა ან ზედ დაკიდება;

4)      აპარატურის ჩართვა პედაგოგის თანხმობის გარეშე ან დაზიანებული აპარატურის თვითნებურად შეკეთება;

5)      მუსიკალურ ინსტრუმენტებზე თვითნებურად შეხება და გამოყენება;

6)      ლექციაზე შემოსვლა არასარეპეტიციო ფორმითა და ფეხსაცმელებით;

7)      ლექციაზე შემოსვლა არასარეპეტიციო აქსესუარებით;

8)      სკამზე ჯდომა პედაგოგის თანხმობის გარეშე;

9)      ერთი ადგილიდან მეორეზე გადარბენა დარბაზის შუა ნაწილის გადაკვეთით;

10)  მძაფრი სუნის მქონე სუნამოებისა და არაწყალგამძლე კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება;

11)  დარბაზში ჭამა და საღეჭი რეზინის ღეჭვა;

12)  მობილურ ტელეფონზე საუბარი;

13)  ყვირილი, ხმამაღალი საუბარი, ყურადღების გაფანტვა და სხვისთვის ხელისშეშლა.


 

კინო-ტელე ფაკულტეტი

 

სასწავლო სტუდიის უსაფრთხოების წესები

 

  1.  სახანძრო უსაფრთხოება

1.1.  სასწავლო სტუდიის პავილიონებში  და აუდიტორიებში  იატაკი,  შავი ფარდები  და „ფონები”  დამუშავებულია და  გაჟღენთილია  ცეცხლსაწინააღმდეგო  სითხით;

1.2. სასწავლო სტუდია უზრუნველყოფილია ცეცხლმაქრი  ბალონებით;

1.3. თვალსაჩინო ადგილებში  განთავსებულია  საევაკუაციო გეგმა.

 

  1. 2.     ელექტრო  უსაფრთხოება

    2.1. ელექტრო უსაფრთხოების  უზრუნველყოფა ხდება  მცველი ავტომატების საშუალებით ( სამ კასკადად:   მთავარი ფარი, სართულის გამანაწილებელი ფარი  და  აუდიტორიების ელ.  ფარები).    მცველები მუშაობს როგორც მოკლე ჩართვაზე, ასევe  გაცხელებაზე  და  გადატვირთვაზე;

2.2. ელ. ქსელი  გაყვანილია ორმაგად იზოლირებული მრავალწვერა  კაბელებით. 

2.2.

  1. 3.     ტექნიკის  უსაფრთხოება

3.1.ტექნიკით სარგებლობის  წესებს, მოვლას და  უსაფრთხოებას  სტუდენტები ეცნობიან სპეციალობის კურსის დაწყებისთანავე.  ეს საკითხები გაწერილია შესაბამისი სასწვლო კურსების სილაბუსებში:

ü  გადასაღები მოედნის მოწყობის  წესი  და  თანამიმდევრობა;

ü  გადამღები ტექნიკის  განლაგება და  მონტაჟი;

ü  გადამღები ტექნიკის  მექანიკური  ნაწილის მოხმარების  უსაფრთხოება;

ü  განათების  ტექნიკის  სწორად  ექსპლუატაცია  და  ელექტრო  უსაფრთხოების დაცვა; 

ü  აუდიო და  ვიდეო  აპარატურის  სათანადო ექსპლუატაცია;

ü   აუდიო და  ვიდეო  აპარატურის   შენახვა-კომპლექტაციის  და  ტრანსპორტირების წესების  დაცვა.

3.2.   ტექნიკის  სიმრავლიდან  გამომდინარე  გადაღებას  ესწრება  და  პროცესს  ზედამხედველობს  ასისტენტი.

 

 

 

 

 

 

 

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
1237106
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2018-11-15
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია