ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სასწავლო სტუდია

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასწავლო კინოსტუდიის დაფუძნება დაკავშირებულია კინოფაკულტეტის დაარსებასთან. 1972 წელს თეატრალურ ინსტიტუტში მიიღეს კინომცოდნეთა პირველი ჯგუფი, ორი წლის შემდეგ მათ კინორეჟისორების პირველი კურსი დაემატა.  1974 წელს ძველ კინოსტუდიაში შეიქმნა კინოლაბორატორია, 1976 წლის N493 დადგენილებით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ დააკანონა სასწავლო კინოსტუდიის შექმნა.

სასწავლო კინოსტუდიის შექმნამ კინოფაკულტეტის ფილმწარმოებას რეგულარული ხასიათი მისცა. ამას სასწავლო პროცესისათვის უდიდესი მნიშვნელობა ქონდა.

1977 წლიდან სასწავლო კინოსტუდიის ფილმები მონაწილეობენ კიევის საკავშირო კინოფესტივალში „მოლოდოსტ“. ხოლო 1978 – 1986 წლებში ასევე საკავშირო ფესტივალში „ამირანი“, რომელიც თბილისში ტარდებოდა და დიდი შემოქმედებითი თავისუფლებით გამოირჩეოდა. 

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
0950536
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-03-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია