ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სასწავლო ცენტრი 

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრი შეიქმნა 2007 წელს (48/2 28.03.2007) და წარმოადგენს უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს. საქმიანობას ეწევა საქართველოს კანონის -  “უმაღლესი განათლების შესახებ” - შესაბამისად.

სასწავლო ცენტრის მიზანია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პროცესის ხელშეწყობა, თეატრისა და კინოს პროფესიების პოპულარიზაცია.

ცენტრის სასწავლო–საგანმანათლებლო პროგრამები და პროექტები ეხმარება დაინტერესებულ პირებს პროფესიული უნარების განვითარებაში.

სასწავლო ცენტრის საქმიანობის მთავარი მიმართულებებია:

  • ფასიანი საკონსულტაციო შეხვედრები აბიტურიენტებისთვის;
  • სასერტიფიკატო პროგრამები;
  • არასასერთიფიკატო პროგრამები;
  • ახალი  პროგრამები.

  

სასწავლო ცენტრი რეგულარულად მუშაობს ახალ, ინოვაციურ პროგრამებზე, რომლებიც დაინტერესებულ პირებს ხელს უწყობს პროფესიის უფრო სრულყოფილად დაუფლებაში. ცენტრში მუშავდება ექსტრა-კურიკულუმ პროგრამები: საზაფხულო არტ ბანაკი, ფოტო-კონკურსები და სხვა.

ხელოვნების იმ სპეციალობების პოპულარიზაციისთვის, რომლებიც ისწავლება შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ცენტრი გეგმავს განცხადებების მიღებას შემდეგ პროგრამებზე:

================================================================================================

აბიტურიენტების საყურადღებოდ!

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრი აცხადებს საბუთების მიღებას ფასიან საკონსულტაციო შეხვედრებზე აბიტურიენტებისთვის:

  • დრამისა და კინოს მსახიობისთვის - ხანგრძლივობა 7 თვე;
  • დრამის რეჟისორისთვის - ხანგრძლივობა 6 თვე;
  • კინო-ტელე რეჟისორისთვის - ხანგრძლივობა 7 თვე;
  • კინო-ტელე ოპერატორისთვის - ხანგრძლივობა 7 თვე;

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • განცხადება შეივსება ადგილზე.

საბუთები მიიღება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში (დავით აღმაშენებლის გამზირი №40, ოთახი-207, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

ტელ.: 032 299 94 11 # 222; 577 28 87 16; 593 67 22 52; 551 17 05 65

ელ-ფოსტა: gpkhakadze@gmail.com

 

================================================================================================== 

პირველად საქართველოში!

თეატრალური კოსტუმებისა და აქსესუარების პროფესიული სკოლა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, აცხადებს განცხადებების მიღებას ფასიან სასწავლო კურსებზე:

  • „თეატრალური კოსტუმის მკერავი“ - ხანგძლივობა 7 თვე
  • „თეატრალური კოსტუმის აქსესუარების ოსტატის ასისტენტი“ - ხანგძლივობა 7 თვე
  • „თეატრალური კოსტუმის ტექსტილის შექმნა“ - ხანგძლივობა 3 თვე

კურსის მიზანია: თეატრალური კოსტუმებისა და აქსესუარების შექმნის ხელობის დაუფლება.

კურსზე შერჩეული მსმენელი შეისწავლის კოსტუმისდააქსესუარებისკონსტრუირებას, შეკერვას, გაფორმებას, გადაკეთებას, წმენდას, მოვლა-შენახვასა და საქმიანობისათვის საჭირო ტექნიკის უსაფრთხოების წესებს. გაეცნობა კოსტუმისა და ხელოვნების ისტორიას.

საპილოტე პროექტის მონაწილეები სრული კურსის გავლის შემდეგ მიიღებენ სერტიფიკატს.

აღნიშნული პროექტის მხარდამჭერები არიან:

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
  • ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“;
  • პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი;
  • დავით სარაჯიშვილის საქველმოქმედო ფონდი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

შოთა რუსთაველის გამზირი №19, ოთახი D 4;

დავით აღმაშენებლის გამზირი №40, ოთახი 207;

ტელ.: +995 577 288 716

ელ-ფოსტა: gpkhakadze@gmail.com

  

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1479325
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-09-20
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია