ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სასწავლო ცენტრი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრი შეიქმნა 2007 წელს (48/2 28.03.2007) და წარმოადგენს უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს. საქმიანობას ეწევა საქართველოს კანონის -  “უმაღლესი განათლების შესახებ” - შესაბამისად.

სასწავლო ცენტრის მიზანია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პროცესის ხელშეწყობა, თეატრისა და კინოს პროფესიების პოპულარიზაცია.

ცენტრის სასწავლო–საგანმანათლებლო პროგრამები და პროექტები ეხმარება დაინტერესებულ სტუდენტებს პროფესიული უნარების განვითარებაში.

 

სასწავლო ცენტრის საქმიანობის მთავარი მიმართულებებია:

  • საკონსულტაციო პროგრამები აბიტურიენტებისთვის;
  • სასერტიფიკატო პროგრამები;
  • სპეც. პროგრამები (მოკლევადიანი და გრძელვადიანი);
  • ექსტრა–კურუკულა პროგრამები.

 

განსაკუთრებულად წარმატებულია პროგრამები აბიტურიენტებისთვის, რასაც ადასტურებს აბიტურიენტთა მომზადების მაღალი ხარისხი; აგრეთვე შედეგიანია უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების ხელშემწყობი პრაქტიკულ პროგრამები (მონაწილეობა მუზეუმების, თეატრების და სხვა კულტურის ორგანიზაციების ღონისძიებების ორგანიზებაში, სტუდენტების მიერ ინიცერებული პროექტების განხორციელება და სხვა).

 

სასწავლო ცენტრი რეგულარულად მუშაობს ახალ, ინოვაციურ პროგრამებზე, რომლებიც სტუდენტებს ხელს უწყობს პროფესიის უფრო სრულყოფილად დაუფლებაში. ცენტრში მუშავდება ექსტრა-კურიკულუმ პროგრამები: საზაფხულო არტ ბანაკი, ფოტო-კონკურსები და სხვა.

ხელოვნების იმ სპეციალობების პოპულარიზაციისთვის, რომლებიც ისწავლება შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, ცენტრი გეგმავს შემდეგ პროექტებს:

 

ფასიან საკონსულტაციო შეხვედრათა ციკლი:

დრამისა და კინოს მსახიობისათვის - ხანგრძლივობა -7 თვე.

  • მსახიობის ოსტატობა;
  • მეტყველება;
  • ვოკალი;
  • პლასტიკა და ქორეოგრაფია;
  • მსოფლიო და ქართული თეატრის ისტორია.

 

დრამის რეჟისორისათვის - ხანგრძლივობა  -6 თვე.

  • დრამის რეჟისორის ოსტატობა (საფუძვლები);
  • მსოფლიო და ქართული თეატრის  ისტორია.

 

კინო-ტელე რეჟისორისათვის - ხანგრძლივობა -6 თვე.

  • კინო -ტელე რეჟისურა ( საფუძვლები);
  • მსოფლიო და ქართული კინოს ისტორია.

 

კინო-ტელე ოპერატორისათვის - ხანგრძლივობა - 6 თვე.

  • კინო -ტელე საოპერატორო ხელოვნება (საფუძვლები);
  • მსოფლიო და ქართული კინოს ისტორია.

კინო -ტელეხელოვნება

  • ფოტოგრაფიის პროგრამა - ხანგრძლივობა 2 თვე;
  • მხატვრული ფოტოგრაფია - ხანგრძლივობა -8 თვე;
  • ფოტო - ვიდეო რეპორტიორი - ხანგრძლივობა -4 თვე;
  • რეჟისორ -ასისტენტის პროგრამა - ხანგრძლივობა 1 თვე;
  • რეჟისორის I ასისტენტი  -  ხანგრძლივობა 3 თვე;
  • ვიდეოგრაფერი -  ხანგრძლივობა 3 თვე; 
  • კინოდრამატურგიის საფუძვლები -  ხანგრძლივობა 2 თვე;
  • მონტაჟის რეჟისურის საფუძვლები - ხანგრძლივობა 12 თვე (3 ეტაპი);
  • ხმის ოპერატორი - ხანგრძლივობა - 3 თვე (ახალი);
  • არტ-ფოტოგრაფიკა - ხანგრძლივობა - 8 თვე (ახალი);
  • საავტორო ფილმის რეჟისურის საფუძვლები - ხანგრძლივობა - 8 თვე (ახალი);
  • ვიდეო მონტაჟი, გახმოვანება, სპეცეფექტები - ხანგრძლივობა -4 თვე (ახალი);
  • მსახიობი გადასარებ მოედანზე - ტექნიკა და სპეციფიკა - ხანგრძლივობა - 6 თვე (ახალი);
  • მხატვრული, დოკუმენტური და სარეკლამო ფოტოგრაფია -  ხანგრძლივობა  - 7 თვე (ახალი);
  • კომერციული და მხატვრული ფოტოს პროფესიული რეტუში - ხანგრძლივობა - 6 თვე (ახალი);
  • კინო-ტელე მონტაჟის თეორიული და პრაქტიკული პროგრამა /Postproduction/

ხანგრძლივობა  -2 თვე;

  • ტელე და კინო მონტაჟის რეჟისურის სწრაფი მომზადების პრაქტიკული პროგრამა

                  I ეტაპი - დოკუმენტური ფილმის შექმნა;

                  II ეტაპი - მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის შექმნა;

                  ხანგრძლივობა 6 თვე;

 

კინოტექნიკის თეორიული და პრაქტიკული კურსი; ხანგრძლივობა 3 თვე;

  • სტერეოსკოპული კინემატოგრაფიის საფუძვლები;  ხანგრძლივობა -3 თვე;

 

 

თეატრალური ხელოვნება

  • კლასიკური, სახასიათო და ქართული ცეკვის პრაქტიკა და მეთოდიკა; ხანგრძლივობა 12 თვე (3 ეტაპი)
  • გრიმი- ხანგრძლივობა 15 ლექცია.
  • მხატვრული განათება თეატრში (მხატვარ გამნათებლის მოკლე სასერთიფიკატო პროგრამა); ხანგრძლივობა 3 თვე;
  • კომუნიკაციის ხელოვნება - ხანგრძლივობა 2 თვე ;

 

დეკორატიულ - გამოყენებითი ხელოვნება

 

  • თეატრალური აქსესუარების შექმნის ტექნოლოგია: /თოჯინები/ პრაქტიკული პროგრამა, ხანგრძლივობა 1 თვე;
  • დეკორატიული ნიღაბი - ხანგრძლივობა 1 თვე;

დეკორატიულ დიზაინი და ტრადიციული ხელოვნება

ქსოვილის მხატვრული დამუშავება

  • Quilt /დალიანდაგება/ -ხანგრძლივობა 1 თვე;
  • თექა - ხანგრძლივობა - 1 თვე;
  • ბატიკა - ხანგრძლივობა 1 თვე;
  • თანამედროვე  და  კლასიკური  ქარგვა, ბისერით ქარგვა-ქსოვა, ქსოვა ჩხირით და   ყაისნაყით - ხანგრძლივობა 1 თვე;
  • ვიტრაჟი  /მოხატვის ტექნოლოგია/ - ხანგრძლივობა -1 თვე;
  • ბრებისა და ტორშერების დამზადება ვიტრაჟით - ხანგრძლივობა 1 თვე;
  • კერამიკულ ნაკეთობათა მოხატვა - ხანგრძლივობა 1 თვე;

 

ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი

  • ტუროპერეიტინგი /ტუროპერატორების პროგრამა; ხანგრძლივობა 1 თვე;
  • ქართული ენის სწავლების პროგრამა (სპარსულენოვანთათვის, აზერბაიჯანულენოვანთათვის, სომხურენოვანთათვის) - ხანგრძლივობა 8 თვე;

 

არასასერთიფიკატო პროგრამა

  • ქალაქური  სიმღერა გიტარის თანხლებით - ხანგრძლივობა 6 თვე;
  • ქართული ხალხური სიმღერები ფანდურისა და ბასფანდურის თანხლებით - ხანგრძლივობა 6 თვე;
  • საგანმანათლებლო  პროექტი „თეატრალური საკვირაო სკოლა“ - ხანგრძლივობა 6 თვე;

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ: 294 02 76;

მობ. 577 28 87 16;

მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი # 40;

სასწავლო ცენტრი, ოთახი  # 207.

 

Facebook: საქართველოს შოთა რუსთაველის

თეატრისა და კინოს სახელმწიფო

უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრი.

www. tafu. edu. ge.  E –mail:center@tafu.edu.ge

 

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
0964739
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-09-20
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია