ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
უნივერსიტეტის რექტორი

გიორგი შალუტაშვილი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, ხელოვნების დოქტორი.

დაიბადა თბილისში 1965 წლის 1 სექტემბერს.

1987 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ხელმძღვანელები – დიმიტრი ალექსიძე, თემურ ჩხეიძე)

1989-1992 წლებში იყო მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

1992 წლიდან მუშაობს პედაგოგად შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელს გამოშვებული ჰყავს ხუთი სამსახიობო ჯგუფი.

2000 წლიდან მუშაობს კინოდოკუმენტალისტიკაში, გადაღებული აქვს ოცზე მეტი დოკუმენტური ფილმი

2006 წ. - ეროვნული დრამატურგიის ფესტივალის ერთ-ერთი დამაარსებელი, ახალციხე;

2008-2009 წწ. იყო სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი.

2009-2014 წწ. სამსახიობო ოსტატობის მიმართულების ლიდერი.

2014-2020 წწ. დრამის ფაკულტეტის დეკანი.

დადგმული აქვს 50-მდე სპექტაკლი და გადაღებული აქვს 20-ზე მეტი ფილმი.

 

ფესტივალებში მონაწილეობა და პრიზები:

2000 წ. - საქართველოს საპატრიარქოს სპეციალური სიგელი ფილმისთვის “გზა სამეუფო”;

2001 წ. - ევრაზიული ტელეფორუმი, მოსკოვი, გრან-პრი ფილმისათვის “მისაღები გამოცდები”;

2005 წ. - ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი - “თუშური დღესასწაულები“;

2005 წ. - ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი - ”და მაინც მარტოა“;

2007 წ. - ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, პრიზი “წმინდა ანდრიას ჯვარი” საუკეთესო სატელევიზიო ფილმისათვის “დიდი ანდრიას ნაკვალევზე”;

2008 წ. - ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, ჟიურის სპეციალური პრიზი “წმინდა ანდრიას ჯვარი” ფილმისათვის “სტუმრად პატრიარქთან”;

2012წ. - საერთაშორისო სტუდენტური თეატრალური ფესტივალი, სტუდენტური სპექტაკლების საუკეთესო მსოფლიო ათეული ”ჩვენი ქალაქი” ლონდონის კულტურული ოლიმპიადა და შეფილდი (დიდი ბრიტანეთი);

2014 წ. - გ. ერისთავის სახელობის კომედიის ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლისთვის "მე მინდა კნეინა გავხდე”;

2016 წ. - მ. თუმანიშვილის სახელობის პრემია სპექტაკლისათვის ,,მეთევზე ერთი, ორი“;

2017 წ. - პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის სპექტაკლისათვის ,,მეთევზე ერთი, ორი“.

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2558882
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-12-07
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია