ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
მიღების წინაპირობები

 

პროფესიული  მომზადების პროგრამა -

 მხატვარ-გრიმიორი

 

პროგრამის შესახებ:

მხატვარ-გრიმიორის სპეციალობა სახელოვნებო სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს მიეკუთვნება. იგი ძალზედ მნიშვნელოვანია თეატრსა  და კინოში, ასევე  ფოტო, სამოდელო და შოუბიზნესის სფეროში. 34 კვირიანი სასწავლო კურსი მოიცავს თეატრალური და კინო გრიმის რამდენიმე  სეგმენტს (ასაკობრივი გრიმი, სპეც-ეფექტები, ბოდი-არტი, ზღაპრული გრიმი და სხვ.),  რაც მსახიობთან/მოდელთან მუშაობის პროცესში პერსონაჟის შექმნას  ისახავს მიზნად. სასწავლო კურსი, მეტწილად, პრქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზეა ორიენტირებული, რომელიც, აუცილებელი წესით, შემოქმედებით  მიდგომასაც  გულისხმობს. კურსის მსმენელებს მიეწოდებათ თეორიული ინფორმაცია მოდის/გრიმის ისტორიული საკითხების შესახებ,  გაეცნობიან რეჟისორთან, მხატვართან, გამნათებელთან მუშაობის სპეციფიკას.

მიღების წინაპირობა:

  • ხატვის და ძერწვის უნარები;
  • მაკიაჟის  ცოდნა;
  • ფერთა აღქმის უნარი;
  • ადამიანთან ურთიერთობის და კომუნიკაციის უნარი.

 

აპლიკანტთა  შერჩევის  ფორმა:

  • გასაუბრება-პროფესიის მოსინჯვის მეთოდით

მსმენელთა საერთო რაოდენობა პროგრამაზე:

  • 20 მსმენელი.

 

 

 

პროფესიული  გადამზადების პროგრამა

თეატრალური კოსტუმის მკერავი

 

პროგრამის შესახებ:

მსმენელები  34 კვირიან სასწავლო-პრაქტიკულ პროცესში დაეუფლებიან  ქალისა  და მამაკაცის თეატრალური კოსტუმის შექმნას, შეისწავლიან  და შეიძენენ ამ ხელობისთვის საჭირო  უნარებს. პროგრამა შედგება რამდენიმე ეტაპისგან  (ნაციონალური  სამოსი; რენესანსის ეპოქის სამოსი;  როკოკო - ბაროკო; XIX-XX საუკუნის კოსტუმი, თეატრალურ-აბსტრაქტული კოსტუმი) და ყოველი ეტაპის დასრულებისას,  პროგრამის ხელმძღვანელის კოორდინირებით, მსმენელი წარმოადგენს მის მიერ შექმნილ სხვადასხვა ეპოქის  ქალისა და მამაკაცის თეატრალურ კოსტუმს.

მიღების წინაპირობა:

  • კერვის  საფუძვლების ცოდნა;
  • სამკერვალო ტექნიკის, თბურ-დანამვითი მოწყობილობების და მისი უსაფრთხოების წესების ცოდნა-გამოყენება;
  • მასალასთან და თარგთან  მუშაობის ზოგადი უნარ-ჩვევა.

 

აპლიკანტთა  შერჩევის  ფორმა:

  • გასაუბრება-პროფესიის მოსინჯვის მეთოდით

 

მსმენელთა საერთო რაოდენობა პროგრამაზე:

  • 10 მსმენელი

 

 

პროფესიული  გადამზადების პროგრამა -

თეატრალური კოსტუმის აქსესუარისა  და ქვილთის სპეციალისტი

 

პროგრამის შესახებ:

მსმენელები  26 კვირიან სასწავლო-პრაქტიკულ პროცესში დაეუფლებიან  თეატრისა და კინოს კოსტუმის აქსესუარებისა და ტექსტილის (ქვილთის)  შექმნას, შეისწავლიან და შეიძენენ ამ ხელობისთვის საჭირო უნარებს. პროგრამა შედგება რამდენიმე ეტაპისაგან  (ნაციონალური  სამოსის  აქსესუარი;  რენესანსის ეპოქის სამოსის აქსესუარი; როკოკო - ბაროკო სტილის სამოსის  აქსესუარი;  XIX -XX საუკუნის კოსტუმის აქსესუარი; ქვილთის შექმნის ტექნიკის საფუძვლები;  ტექსტილის ნიმუშების შექმნა - თავისუფალი გეომეტრია) და ყოველი ეტაპის დასრულებისას, პროგრამის ხელმძღვანელის კოორდინირებით, მსმენელი  წარმოადგენს მის მიერ შექმნილ  მამაკაცისა და ქალის კოსტუმის აქსესუარებსა და შექმნილი ტექსტილის ნიმუშებს.

მიღების წინაპირობა:

  • კერვის  საფუძვლების ცოდნა;
  • სამკერვალო ტექნიკის, თბურ-დანამვითი მოწყობილობების და მისი უსაფრთხოების წესების ცოდნა-გამოყენება;
  • მასალასთან და თარგთან  მუშაობის ზოგადი უნარ-ჩვევა.

 

აპლიკანტთა  შერჩევის  ფორმა:

  • გასაუბრება-პროფესიის მოსინჯვის მეთოდით

 

მსმენელთა საერთო რაოდენობა პროგრამაზე:

  • 10 მსმენელი

 

 

 

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2311886
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-01-27
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია