ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
მისია

სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზა ხელოვნებისკენ - PATH TO THE ART

(დამტკიცებულია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 17 თებერვლის N4 დადგენილებით)

უნივერსიტეტის მისია

სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - ხელოვნების მიმართულების უმაღლესი აკადემიური განათლების მნიშვნელოვანი კერაა საქართველოში. უნივერსიტეტის მისიაა - ხელოვნების დარგების განვითარება და კვლევა, ხელოვნების დარგების მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და პროფესიონალების აღზრდა. უნივერსიტეტი წარმოადგენს სტუდენტთა, პროფესორ-მასწავლებელთა, ხელოვანთა, მკვლევართა, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მჭიდრო კავშირს, რომელთა ერთიანი, ჰარმონიული თანამშრომლობით იქმნება სწავლების, შემოქმედებითი განვითარებისა და სამეცნიერო კვლევების ერთიანი არეალი, ასევე ხელოვნების დარგების (თეატრალური, აუდიოვიზუალური, ქორეოგრაფიული, სამუსიკო) მნიშვნელოვანი და მდგრადი განვითარების საფუძველი ქვეყნის მასშტაბითა და საერთაშორისო ასპარეზზე. უნივერსიტეტის მისიაა იქცეს გამოცდილების გაზიარების, ახალგაზრდა შემოქმედთა ურთიერთობების და კულტურათა დიალოგის საერთაშორისო ცენტრად.

ხედვა

სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 2024 წლისათვის არის სახელოვნებო პროფილის მდიდარი ტრადიციების მქონე, უნიკალური და განვითარების თანამედროვე ხედვაზე ორიენტირებული, ცნობადი და აღიარებული უნივერსიტეტი, რომელიც შემოქმედებითი განვითარების, სწავლა-სწავლებისა და კვლევების ინოვაციური მეთოდებით, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სასწავლო კურსებით, საგანმანათლებლო პროგრამებითა და შემოქმედებითი პროექტებით, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიის, ტურიზმისა და მენეჯმენტის სფეროში აქტუალური კვლევებითა და მრავალფეროვანი ხარისხიანი სერვისებით უპასუხებს თანამედროვეობის მნიშვნელოვან გამოწვევებს, ემსახურება ხელოვნების დარგების განვითარებას და წამყვანი პოზიცია უჭირავს საქართველოს, კავკასიის რეგიონის, ევროპისა და აზიის უმაღლეს სახელოვნებო სასწავლებლებს შორის.

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2311873
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-01-27
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია