ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
ზოგადი ინფორმაცია

საქართველის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში ტარდება სექტემბერში.

საბუთები მიიღება სექტემბერში.

გამოცდები ჩატარდება სექტემბერში.

 

 მაგისტრატურის კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

 

1. განცხადება რექტორის სახელზე სამაგისტრო პროგრამის მითითებით.

2. ავტობიოგრაფია (CV).

3. ოთხი ფოტოსურათი /3X4/ დისკთან ერთად.

4. უმაღლესი განათლების დიპლომის და დიპლომის  დანართის დამოწმებული ასლი.

5. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

6. მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი.

7. შემოქმედებითი მასალა, საშემსრულებლო ფაკულტეტის სამაგისრო პროგრამების მსურველთათვის.

8. თეორიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს ჩაბარებული 

უნდა ჰქონდეს საერთო სამაგისტრო გამოცდა. აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს  საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათი  გამოცდაზე  მიღებული შედეგებით.

9. 40 ლარიანი ქვითარი.

რეკვიზიტები : საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

უნივერსიტეტი უნივერსიტეტი. საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

ბანკი : სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

ანგარიში: 7 0888 7519

 

ერთზე  მეტ პროგრამაზე დარეგისტრირების შემთხვევაში, თითოეულ პროგრამაზე დამატებით გადასახდელია  20  ლარი.

 

დოქტორანტურის კონკურსში მონაწილეობისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

1. განცხადება რექტორის სახელზე სადოქტორო. პროგრამის მითითებით.

2. განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV).

3. ოთხი ფოტოსურათი /3X4/ (დისკით).

4. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი.

 5. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

6. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის  შუამდგომლობა სათანადო დასაბუთებით.

7. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი /B2 დონე/ (არსებობის შემთხვევაში /TOEFL PBT, TOEFL IBT, IELTS ან Cambridge Exam/).

8. ახსნა- განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში.

9. მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).

10. სამოტივაციო წერილი.

11. რეფერატი საკვლევი თემის შესახებ. სადაც წარმოდგენილი იქნება კვლევის მიზნები, სიახლე, აქტუალობა, კვლევის სავარაუდო მეთოდოლოგია, კვლევის მოსალოდნელი შედეგები და კვლევის ირგვლივ არსებული ლიტერატურის მიმოხილვა    სასურველი თემატიკის ფარგლებში. (ფორმატი: 5-7 ნაბეჭდი გვერდი, უნიკოდი ,,აკადნუსხ“-შრიფტი - 12, ინტერვალი - 1/,,sylfaen” - შრიფტი - 11, ინტერვალი - 1)

12. 40 ლარიანი ქვითარი

რეკვიზიტები : საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო   

                                 უნივერსიტეტი.  საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

                                 ბანკი : სახელმწიფო ხაზინა

                                 ბანკის კოდი: TRESGE22

                                 ანგარიში: 7 0888 7519 

 

ვინც ვერ წარმოადგენს B2 დონის სერთიფიკატს ჩააბარებს გამოცდას ინგლისურ ენაში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: შოთა რუსთაველის გამზირი N 19, III სართული, ოთახი 5.

ტ. +995 322 999411 (#162)

 

მაგისტრატურა - ეკატერინე  მერმანიშვილი ტელ. 577 72 70 30

დოქტორანტურა - ფატი ბრეგვაძე ტელ. 577 28 87 84

 

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2654367
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-04-11
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია