ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
დოქტორანტურა

განცხადება

ცხადდება მიღება დოქტორანტურაში 2017-2018 სასწავლო წლისათვის შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:

 

დრამის ფაკულტეტი

დრამის რეჟისურა - ხელმძღვ. პროფ. გიორგი მარგველაშვილი

მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნება- ხელმძღვ. ხელოვნებათმც. დოქტ. დავით კობახიძე

 

კინო-ტელე ფაკულტეტი

ტელერეჟისურა - ხელმძღვ. პროფ. ალექსანდრე ვახტანგოვი

 

ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი

 

კინომცოდნეობა

ა. მსოფლიო კინოს ისტორია - ხელმძღვ. პროფ. ზვიად დოლიძე

 

ხელოვნებათმცოდნეობა

ა. ახალი ქართული ხელოვნება - ხელმძღვ. -პროფ. ირინე აბესაძე

 

ქორეოლოგია

ა. ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორია და თეორია - ხელმძღვ. ას. პროფ. ანანო სამსონაძე

 

მედიის კვლევა

კულტურა მედიაში - ხელმძღვ. პროფ. გიორგი ჩართოლანი

 

ხელოვნების მენეჯმენტი - ხელმძღვ. პროფ. ნინო სანადირაძე

 

საბუთები მიიღება 2017 წლის 4 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:

 

- განცხადება რექტორის სახელზე სადოქტორო პროგრამის მითითებით
- განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV)
- ოთხი ფოტოსურათი /3X4/ (დისკით)
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა-დასაბუთება
- სავარაუდო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი /B2 დონე/ (არსებობის შემთხვევაში)
- ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო

დაწესებულების დოქტორანტურაში.

- მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის)
- რეფერატული ნაშრომი (ფორმატი: 7-10 ნაბეჭდი გვერდი, უნიკოდი ,,აკადნუსხ“-შრიფტი - 12, ინტერვალი - 1/,,sylfaen” - შრიფტი - 11, ინტერვალი - 1) სასურველი თემატიკის ფარგლებში-თეორიული მიმართულების სადოქტორო პროგრამების მსურველებმა.
- სამოტივაციო წერილი სასურველი პროგრამის ფარგლებში - საშემსრულებლო მიმართულების სადოქტორო პროგრამების მსურველებმა.
- 20 ლარიანი ქვითარი

რეკვიზიტები : საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

უნივერსიტეტი. საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

ბანკი : სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

ანგარიში: 7 0888 7519

გამოცდა უცხო ენაში - 20 სექტემბერს 13 სთ. /მათთვის ვინც ვერ წარმოადგენს B2 დონის სერთიფიკატს/

გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება 21 სექტემბერს 13 საათზე.

გამოცდების შედეგები გამოცხადდება 22 სექტემბერს.

 

საპრეტენზიო განცხადებები მიიღება იმავე დღეს 22 სექტემბერს.

საბოლოო შედეგები გამოცხადდება 23 სექტემბერს.

სასწავლო პროცესი დაიწყება 2017 წლის 2 ოქტომბერს.

 

საბუთების მიიღება უნივერსიტეტის II კორპუსში, ოთახი 218 11 საათიდან 17 საათამდე

შაბათ-კვირის გარდა. ტელ: 2 94 20 69, 577 288 784, 577 288 785

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
0962066
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-08-10
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია