ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
მაგისტრატურა

განცხადება

ცხადდება მიღება მაგისტრატურაში 2017-2018 სასწავლო წლისათვის შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:


დრამის ფაკულტეტი

 

• დრამის რეჟისურა - ხელმძღვ. რეჟისორი ალექსანდრე მრევლიშვილი, ხელმძღვ. რეჟისორი დავით ანდღულაძე

• მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნება - ხელმძღვ. თეატრალური ხელოვნების დოქტორი ნანა ხუსკივაძე

 

კინო-ტელე ფაკულტეტი

 

• მხატვრული კინოს რეჟისურა - ხელმძღვ. კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, ხელმძღვ. პროფ. რამაზ ხოტივარი

• კინო-ტელე ოპერატორი - ხელმძღვ. ას. პროფ. დავით გუჯაბიძე

• კინო-ტელე დრამატურგია - ხელმძღვ. დრამატურგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თამარ ბართაია

 

ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი

 

• კინომცოდნეობა

 ა. მსოფლიო კინოს ისტორიის განვითარების ძირითადი ტენდენციები - ხელმძღვ. პროფ. ზვიად დოლიძე

 

• ხელოვნებათმცოდნეობა

ა. XX საუკუნის ხელოვნება - ხელმძღვ. პროფ. ირინე აბესაძე

ბ. ქართული ხელოვნება - კვლევა და დაცვა - ხელმძღვ. პროფ. ნატო გენგიური

 

• ქორეოლოგია

ა. ქართული ქორეოგრაფიის მკვლევარი - ხელმძღვ. ას. პროფ. ანანო სამსონაძე

 

• ტელემედია თეორია და პრაქტიკა (მედიის კვლევები)

ა. ტელემედიის მკვლევარ-კრიტიკოსი - ხელმძღვ. ას. პროფ. ნანა დოლიძე

 

• კულტურული ტურიზმი - ხელმძღვ. პროფ. მალხაზ ღვინჯილია

 

საბუთები მიიღება 2017 წლის 4 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით.

 

მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:

 

- განცხადება რექტორის სახელზე სამაგისტრო პროგრამის მითითებით
- ავტობიოგრაფია (CV)
- ოთხი ფოტოსურათი /3X4/ (დისკით)
- უმაღლესი განათლების დიპლომის დამოწმებული ასლი
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი
- 20 ლარიანი ქვითარი

რეკვიზიტები : საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

ბანკი : სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
ანგარიში: 7 0888 7519

- შემოქმედებითი მასალა (საშემსრულებლო პროგრამებისთვის)
- თეორიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საერთო სამაგისტრო გამოცდა.

სასპეციალიზაციო გამოცდები სამაგისტრო პროგრამებზე ჩატარდება 20-21 სექტემბერს 12 საათზე.

გამოცდების შედეგები გამოცხადდება 22 სექტემბერს.

საპრეტენზიო განცხადებები მიიღება იმავე დღეს, 22 სექტემბერს.

საბოლოო შედეგები გამოცხადდება 23 სექტემბერს.

სასწავლო პროცესი დაიწყება 2017 წლის 2 ოქტომბერს.

საბუთები მიიღება უნივერსიტეტის II კორპუსში, ოთახი 218, 11 საათიდან 17 საათამდე

შაბათ-კვირის გარდა. ტელ: 2 94 20 69, 577 288 784, 577 288 785

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-10-10
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია