ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
ჩვენს შესახებ

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის სამსახური შეიქმნა 2007 წ. ცალკე ერთეულად შეიქმნა დოქტორანტურის სამსახური. შემდგომში ორივე სამსახური გაერთიანდა ერთ საუნივერსიტეტო სტრუქტურად, რომელიც ფაკულტეტებთან კორდინაციის შედეგად ახორციელებს მიღებას მაგისტრატურაში და დოქტორანტურაში და ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს.

პირველი მიღება მაგისტრატურაში განხორციელდა 2007 წ. დოქტორანტურაში კი 2008 წელს.

2012 წლიდან არის მაგისტრატურის და დოქტორანტურის დეპარტამენტი.

2009 წლიდან 2017 წლის ჩათვლით მაგისტრატურა დაამთავრა 313 მაგისტრანტმა, აქედან დრამის ფაკულტეტზე - 93 კურსდამთავრებულია /დრამა - 64, ქართული ხალხური სამუსიკო და ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულებით -29/. კინო-ტელე ფაკულტეტი დაამთავრა 77 სტუდენტმა, ხოლო სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი - 143 სტუდენტმა.

20017-2018 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სწავლობს: 89 მაგისტრანტი, აქედან

დრამის ფაკულტეტზე - 44 მაგისტრანტი

კინო-ტელე ფაკულტეტზე - 28 მაგისტრანტი

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე - 17 მაგისტრანტი.

დოქტორანტურაში სწავლობს: 44 დოქტორანტი

დრამის ფაკულტეტზე - 13 დოქტორანტი

კინო-ტელე ფაკულტეტზე - 11 დოქტორანტი

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე - 20 დოქტორანტი.

სხვადასხვა დროს სამაგისტრო ჯგუფებს ხელმძღვანელობდა: დრამის მიმართულებით - რობერტ სტურუა, გიორგი მარგველაშვილი, თემურ ჩხეიძე, შალვა გაწერელია, გიზო ჟორდანია; კინოს მიმართულებით - ალექსანდრე რეხვიაშვილი, მერაბ კოკოჩაშვილი, კოტე ჯანდიერი, ლომერ ახვლედიანი; ფოლკლორის მიმართულებით - გომარ სიხარულიძე, ქორეოგრაფიის მიმართულებით - უჩა დვალიშვილი.

 

დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თამილა ქამუშაძე

მთავარი სპეციალისტი: თეა დოლიძე

უფროსი სპეციალისტი: ფატი ბრეგვაძე

უფროსი სპეციალისტი: ეკატერინე მერმანიშვილი

სპეციალისტი: ფიქრია ბუგეჩაშვილი

 

 

 

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
0998137
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-12-15
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია