- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
ხათუნა დამჩიძე
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ქორეოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი.
1987 წელს დაამთავრა ს. ზაქარიაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის ქორეოგრაფიული ფაკულტეტი დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობით.
1993 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ფაკულტეტი მხატვრული ღონისძიებების დამდგმელის სპეციალობით.
1997 წელს დაამთავრა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის/ამჟამად საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი/ქორეოგრაფიული ფაკულტეტი ქორეოლოგის სპეციალობით.
2019 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დოქტურანტურა კლასიკური და ქართული ხალხური ცეკვის თეორეტიკოს-ქორეოლოგის სპეციალობით.
2019 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - „დასავლეთ საქართველოს საცეკვაო დიალექტები ( აჭარული, ლაზურ-შავშური, მეგრული, აფხაზური, რაჭული) და მათი ურთიერთმიმართების ძირითადი ეთნოქორეოლოგიური ასპექტები.“
1994-2006 იყო ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის კომპლექსური კვლევის სამეცნიერო ცენტრის მეცნიერ- თანამშრომელი.
1999-2006 წლებში მუშაობდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში - საბაკალავრო სილაბუსის ავტორი საბალეტო ხელოვნების ისტორიაში.
2008-2011 წლებში იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი საბაკალავრო საფეხურზე, 2015 წელს სამაგისტრო საფეხურზე.
მონაწილეობა აქვს მიღებული: თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის კომპლექსური კვლევის სამეცნიერო ცენტრის კონფერენციებში - 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2000, 2001, 2002, 2003, 2004, 2005.
თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა VI, X სამეცნიერო კონფერენციებში 1999, 2005.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციებში 2015, 2016, 2021.
არის 20-მდე სამეცნიერო სტატიისა და 10-მდე საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი.
2019 წლის ნოემბრიდან მუშაობს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად.
არის თარგმანის ავტორი მარგარიტა ვასილევა-როჟდესტვენსკაიას ნაშრომისა „ისტორიულ-ყოფითი ცეკვა“ - 2022.
არის მონოგრაფიის ავტორი - „ქალაქური საცეკვაო ფოლკლორი - „კინტოურ“-„ყარაჩოხულ“-„ბაღდადური“ – 2022.
არის უნივერსიტეტის ყოველწლიური ქორეოგრაფიული ფესტივალ „ტერფსიქორეს“ მონაწილე.