- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
თამარ ქუთათელაძე - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
1989 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი) თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი (ხელმძღვ. ნ. გურაბანიძე). დაიცვა დისერტაცია თემაზე „რეჟისორ შალვა გაწერელიას თეატრალური ესთეტიკა“ (2003).
1990–94 წლებში იყო მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის სალიტერატურო ნაწილის უფროსი.
1993 წლიდან დღემდე არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
2009-2011 ხელმძღვანელობდა ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო ჯგუფს „მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნება“ (პროფ. შ. გაწერელიასთან ერთად).
2015-2017 წლებში ეკავა ამავე უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა. კითხულობდა ლექციებს დისციპლინებში: „ქართული თეატრის ისტორია“, ,,მსახიობის საშემსრულებლო ხელოვნების ფორმები’’.
1915 წლიდან უძღვება არჩევით სალექციო კურსს ,,სპექტაკლის რეკონსტრუქცია’’, ,,თეატრალური მეტაფორა’’, „სასწავლო თეატრი და მისი სპექტაკლები“. სხვადასხვა წლებში იყო არაერთი საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი, საბაკალავრო, აგრეთვე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადისერტაციო ნაშრომის რეცენზენტ-ოპონენტი.
მოამზადა სახელმძღვანელოები - ,,მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი’’ (2011), ,,საქართველოს სათეატრო ხელოვნების ენციკლოპედია’’ (ორტომეული, ხელმძღ. ვ. კიკნაძე, 2007–2015), კრებული ,,შალვა გაწერელია-80’’ (2011), ,,ქართული დრამატურგიის ისტორიის სახელმძღვანელო’’ (2014), ,,შალვა გაწერელია ,,რეჟისორის ჩანაწერები’’, 2016), მონოგრაფია ,,შალვა გაწერელიას თეატრი“ (2017), დამხმარე სახელმძღვანელო „მიზანსცენა“ (2021), სახელმძღვანელოების „მსოფლიო თეატრის ისტორია “- წიგნი I, წიგნი IV, წიგნი V, (2017, 2021, 2022) რეცენზენტი.
გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი პუბლიკაცია, რეცენზია და სამეცნიერო ნაშრომი ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში: „თეატრი და ცხოვრება“, „თეატრი“, „თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი ძიებები“, „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებები“, „ART-კვლევები“ და სხვა.
2008 წლიდან არის მომხსენებელი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისა. თანაავტორობს პროექტს ,,ქართული თეატრის ისტორია“ (სახელმძღვანელო).
2014 წლიდან არის უნივერსიტეტის სადისერტაციო, წარმომადგენლობითი საბჭოსა და, სადისერტაციო დაცვის კომისიების წევრი.