- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
რუსუდან კვარაცხელია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში კინოს მიზეუმის კურატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. ორივე უნივერსიტეტში სადისერტაციო საბჭოს წევრი.
1987 -1991 - სწავლობდა ხელოვნების სახ. უნივერსიტეტში მინსკში (ბელორუსი) დრამის რეჟისურის სპეციალობით.
1994 დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი კინომცოდნეობის ფაკულტეტი რედაქტორ-მეთოდისტის სპეციალობით.
2015 - დაიცვა დისერტაცია თემაზე „მეტაფორული ტენდენციები 60-80-იანი წლების ქართულ კინემატოგრაფში“.
2022 - გაიარა ამერიკის საერთაშორისო მულტიმედია ჟურნალისტიკის აკადემიის პროგრამის კურსი.
პრაქტიკული გამოცდილება:
1993-1994 - მრავალდარგოვანი შემოქმედებითი ფირმა „მთვარის გლობულსი“. მეთოდისტი
1994-1995 - ნატო ვაჩნაძის სახელობის ქართული კინოს აკადემია. კინომცოდნე
1994 - ხელოვანთა საღამო „სიმღერა ქართულ კინოში“. საორგანიზაციო ჯგუფი.
1995-1997 - საქართველოს I არხის კინორედაქცია. გადაცემა „კინოთვალი“ ავტორი და წამვანი.
1995 - სატელევიზიო ფესტივალი „მანას“ ნომინანტი.
1996-1999 - ქართული კინოს ფესტივალი „ნატო“. კინომცოდნე. საორგანიზაციო ჯგუფი.
1997-1998 - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სალექციო კურსი - მხატვრის ხელოვნება კინოში
2010-2012 - ტელეკომპანია „პიკი“. პროდიუსერი
2012-დან დღემდე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი.
2013 - საყმაწვილო სატელევიზიო კონკურსის „ჩემი სამშობლო ჩემი უბნიდან იწყება“ ჟიურის წევრი.
2016 - მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ჟურნალისტიკის ტრენინგ-კურსის კოორდინატორი.
2017-დან დღემდე კავკასიის საერაშორისო უნივერსიტეტში სალექციო კურსები „მსოფლიო კინოს ისტორია“, „ფოტოჟურნალისტიკა“, “პროდიუსერის ხელოვნება და პროდიუსინგი“, „სატელევიზიო პრაქტიკა“, “მედიაფორმატირების ხელსაწყოები (ტექნოლოგიები და კონტენტი)”, “კომუნიკაციის აუდიოვიზუალური ფორმები”.
2017 - საერთაშორისო ინტერნეტჟურნალის „Paradigm Of Knowledge” -ს სარედაქციო ჯგუფის წევრი.
2022 - მონოგრაფიული ნაშრომი - „პოეტური კინო: საბჭოთა ავანგარდიდან საავტორო კინომდე“.
2022 – ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ საგრანტო პროექტის გამარჯვებული. პროექტი , „საერთაშორისო გამოცდილება ქართული მედიაგანათლებისთვის“, განხორციელდა ამავე წლის აპრილში.
2022 – ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მედიაგანათლების პროგრამის (MEP) კურსდამთავრებული და წევრი.
30-მდე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და 40-მდე სტატიის და სამეცნიერო კვლევის ავტორია.