ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი

მანანა პაიჭაძე

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გერმანისტი, მთარგმნელი.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების თბილისის განყოფილების პრეზიდენტი.

1976-1979 წწ. სწავლობდა თსუ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გერმანულ განყოფილებაზე, 1979-1982 სწავლობდა იენის ფ. შილერის სახელობის უნივერსიტეტში, (დაასრულა წარჩინებით). კვალიფიკაცია: რომანულ-გერმანიკული ფილოლოგია, დიპლომირებული გერმანისტი, გერმანული და ინგლისური ენების მასწავლებელი.

1983-1985 თსუ-ს გერმანული ფილოლოგიის კათედრის დასწრებული ასპირანტი, 1986 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ლექსიკური ფაქტორების გავლენა ზმნური გვარის მექანიზმზე თანამედროვე გერმანულ ენაში”.

1992 - დაამთავრა დოქტორანტურა გერმანიის ქ. ლაიფციგის უნივერსიტეტში და იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „რეფლექსურობის კატეგორია თანამედროვე გერმანულ ენაში - გრამატიკული სტატუსი და გამოხატვის ფორმები“.

1982 დაამთავრა გერმანიის ქ. იენის ხელოვნების სკოლა ვოკალის განხრით (მეცო-სოპრანო).

1988-1990 - თსუ გერმანული ფილოლოგიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი 1990 - 1992 - თსუ გერმანული ფილოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი 1992 - 1995 - თსუ გერმანული ფილოლოგიის კათედრის პროფესორი

1995 წელს მიენიჭა პროფესორის აკადემიური წოდება

1995 - 2006 თსუ რომანულ-გერმანიკული ენათმეცნიერების კათედრის გამგე.

2006 - დან დღემდე - მოწვეული სპეციალისტი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2010 წლიდან კითხულობს კურსს „ლიტერატურული ტექსტის ადაპტაცია თეატრში და კინოში“, და კონსერვატორიაში „ლიტერატურული ტექსტის ადაპტაცია ოპერაში“.

2012– 2015 თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

2017– საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.

2017 - 2018 ქართული ეროვნული წიგნის ცენტრის შტატგარეშე თანამშრომელი.

2017 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-ასისტენტი.

2021 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

არის 22 საერთაშორისო კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე, 12 ლოკალური კონფერენციის მონაწილე. 56 სამეცნიერო ნაშრომის (მათგან 12 საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის) ავტორი. მათ შორის 2 მონოგრაფიის და ერთი დამხმარე სახელმძვანელოს ავტორი.

მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მიღწევები - მონოგრაფია და დამხმარე სახელმძღვანელო „ლიტერატურული ტექსტის ადაპტაცია კინოში და თეატრში (თეორიული და პრაქტიკული ასპექტები). გამოცემლობა „კენტავრი“, 2021.

არის ღირსების ორდენის კავალერი, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის საერთაშორისო კულტურული ფონდის ოქროს მედლის ლაურეატი.

 

 

 

 

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2502714
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-09-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია