ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
ვაკანსიები / კონკურსები / ქასთინგები

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება  გთავაზობთ 3 თვიან სტაჟირების პროგრამას

 

ლიეტუვისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თემაზე გამოცხადდა ესეების კონკურსი. ესეები უნდა დაიწეროს ინგლისურ ენაზე, ხოლო მათი გაგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 5 აპრილი (ესეები უნდა გაეგზავნოს ლიეტუვის საელჩოს საქართველოში).

კონკურსში სულ გამოვლინდება 6 გამარჯვებული (ერთი თითოეული წევრი სახელმწიფოდან), რომლებიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებებს დაესწრებიან და უშუალოდ გაეცნობიან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

დამატებითი ინფორმაცია ესეების კონკურსთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: https://www.gov.pl/web/diplomacy/eap10

http://www.urm.lt/eap10

============================================================================================

კონკურსი ახალგაზრდა რეჟისორებისთვის!

 

1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და

ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის მიზნით, რუსთაველის თეატრი

140-ე სეზონზე აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა რეჟისორებისთვის.

 

კონკურსის შედეგად შეირჩევა სამი რეჟისორი, რომლებიც რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დადგამენ სპექტაკლს.

 

ძირითადი მოთხოვნები:

➡️ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეჟისორს, რომლის ასაკიც არ აღემატება 30

წელს.

➡️ სასურველია, მონაწილეს დადგმული ქონდეს მინიმუმ სამი სპექტაკლი

➡️ მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შერჩეული ქართული, უცხოური თანამედროვე ან

კლასიკური პიესა და მისი ანალიზი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ :

➡️ პროფესიული რეზიუმე;

➡️ პირადობის მოწმობის ასლი;

➡️ დიპლომის ასლი;

დაინტერესების შემთხვევაში ინფორმაცია მოგვაწოდეთ მეილზე:

info@rustavelitheatre.ge;

ან რუსთაველის თეატრში

მისამართზე : რუსთაველის გამზ. #17

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

(032) 2 99 98 64 (032) 2 93 38 18

------------------------------------------------------------------------------------------

საზოგადოებრივი მაუწყებლისა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი

-------------------------------------------------------------------------------------------

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა გიწვევთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის სტუდენტებს კონკურსში „ახალგაზრდები საჯარო სამსახურის განვითარებისათვის“ მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსი ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის და დანიის მთავრობის მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს: http://csb.gov.ge/uploads/965478.pdf

---------------------------------------------------------------------------------------------

მეგაპროექტი "საქართველოს ვარსკვლავი" მოდის ჩვენთან!
პრეკასტინგი 13 ნოემბერს სპეციალურად ჩვენი სტუდენტებისთვის ჩატარდება.
თუ მღერით, გაქვთ უნიკალური შანსი გახდეთ "საქართველოს ვარსკვლავი" და წარადგინოთ საქართველო ევროვიზიაზე, 2019 წელს.

https://www.facebook.com/GeorgianIdol/

---------------------------------------------------------------------------------------------

სტაჟირების პროგრამა ჟურნალისტის პოზიციაზე

----------------------------------------------------------------------------------------------

სტაჟირების პროგრამა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში

-----------------------------------------------------------------------------------------------

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი აცხადებს ვაკანსიას 27 წლამდე ახალგაზრდა მსახიობებისთვის.

------------------------------------------------------------------------------------------

სტაჟირება საქართველოს იკომოსში

იკომოს საქართველო·LUNEDÌ 10 SETTEMBRE 2018

საქართველოს იკომოსი იწვევს დაინტერესებულ ახალგაზრდა სპეციალისტებს ანაზღაურებად 4 თვიან სტაჟირებაზე.

სტაჟირება განკუთვნილია კულტურული მემკვიდრეობის, სახელოვნებო, არქიტექტურის სფეროს სამაგისტრო სტუდენტებისთვის ან ახლად კურსდამთავრებულებისთვის.

სტაჟიორს საშუალება ექნება მონაწილობა მიიღოს იკომოს საქართველოს საერთაშორისო პროექტში. მისი ძირითადი მოვალეობა იქნება პროექტის ასისტენტობა.

პროგრამის ასისტენტმა ძირითადად უნდა შეასრულოს სამდივნო საქმიანობა; საჭიროების შემთხვევაში: საკურიერო დახმარება, პროექტის მენეჯერის დახმარება, საველე სამუშაოებში საპროექტო ჯგუფის დახმარება;

სამართავი დოკუმენტაციის ნაწილი ინგლისურენოვანია. ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.

პირადი თვისებები: კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა 17 სექტემბრამდე უნდა გამოგზავნონ მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, საკონტაქტო მონაცემები შემდეგ მისამართზე - info@icomos.org.ge ;

შერჩევის შემთხვევაში კანდიდატებს მიიწვევენ გასაუბრებაზე.

-----------------------------------------------------------------------------------------------

თუ გაქვს სოციალურ ქსელში მუშაობის გამოცდილება, თუ ფლობ ინგლისურ ენას და გაინტერესებს სოციალური მედიის მართვა, გამოგვიგზავნე რეზიუმე 14 სექტემბრამდე giorgi@creativegeorgia.ge -ზე.

რას გთავაზობთ ჩვენ:

- საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

- პროფესიულ ზრდას;

- საინტერესო ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობას;

Adobe Photoshop, Illustrator ან InDesign-ის ცოდნა ჩაითვლება უპირეტესობად. 

----------------------------------------------------------------------------------------------------

კონკურსი: რეზიდენციები ახალგაზრდა ქართველი ხელოვანებისათვის

სტაჟირება საჯარო სამსახურში

British Council - Learn English Free Online

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიმდინარე კონკურსები

კონკურსი „ექსპერიმენტული პროექტების ხელშეწყობა“

Eka Cast

------------------------------------------------------------------------------------

საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-9 ნაკადს!

- აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2018 წლის 5 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, მიმართოს დეკანატს და განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.

- ამასთან, შეგახსენებთ, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

 
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1372412
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-05-22
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია