ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი

ვაჟა ზუბაშვილი

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

საგანი: დოკუმენტური კინოს რეჟისურა.

დაიბადა 1952 წლის14 ივნისს. ქ. ახმეტა, საქართველო.

2002 -დღემდე- შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი- ასოცირებული პროფესორი. ხელმძღვანელობს ტელერეჟისურას ბაკალავრიატში; ხელმძღვანელობს დოკუმენტური კინოს რეჟისურას ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში; სხვა პროგრამები: სატელევიზიო ტექნიკა და ტექნოლოგიები, სატელევიზიო რეკლამა, კინო მონტაჟი, ვიდეო მონტაჟი;

2008-2012-მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტი -„მასკი“- სატელევიზიო რეჟისურა და მონტაჟი (ტელეჟურნალისტებისათვის);

2007-2008- თბილისის სამხატვრო აკადემიის, საინფორმაციო კულტურის მაგისტრატურა-რეკლამის საფუძვლები;

1998-2002- ადამიანთ მცოდნეობის და პოლიტოლოგიის ინსტიტუტი- ტელე-რადიო ჟურნალისტიკა; რეკლამის საფუძვლები; მეტყველების კულტურა;

1997-98-მცირე აკადემია- კინორეჟისურის საფუძვლები (ხელოვნებათმცოდნეებისათვის)

გადაღებული აქვს 30-ზე მეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი დოკ. ფილმი სტუდიებში: „მემატიანეში“, „ქართული ტელეფილმი“, ნ/კ. „იბერია“, „საქართველოს საზ მაუწყებელი“.

„მთაწმინდა“-1980; „სადღაც ომი იყო“-1989; „ქალები“-1990; „ჯავრის ციხე“-1992; „ხევსურები“-2000; „რეკლამის (არა)მოკრძალებული ხიბლი“-2015; „ასე იწყებოდა ჩვენი ტელევიზია“-2016; და სხვა.

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: „წინდებულები რუსულ ენაში“მხატ. სასწავლო 1983წ; „შუშანიკის წამება“-მხატ. სასწავლო,1989 წ.საქ. სამეცნიერო-პოპულარული და დოკ. ფილმების სტუდია“მემატიანე“

ტელე-გადაცემები: „აკაკი ბაქრაძე“-1999წ. ტ/კ.“მე-9-ე არხი“; საახალწლო საზეიმო შოუ-2001წ. ტ/კ. „იბერია„იბერია“ და სხვა.

მონაწილეობა აქვს მიღებული კონფერენციებში, მასტერკლასებში, სემინარებში:

2017- მოხსენება -„1970- იანი წლების საბჭოთა კინო-„უძრაობის“ პერიოდი, როგორც ახალი მისწრაფებების ინტენსიური ჩამოყალიბების პერიოდი“ (ქართული კინო სკოლის დოკუმენტური კინოს პირველი თაობის რეჟისორების სტუდენტური ნამუშევრები)

შოთა რუსთაველის სახ. საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2016-მოხსენება- „კულტურათა დიალოგის არტეფაქტები საქართველოს ტელევიზიაში“- კრებული „ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თემატური საერთაშორისო კონფერენცია- XX საუკუნის ხელოვნება -„კულტურათა დიალოგი XX საუკუნის ქართულ ხელოვნებაში“.

2016-ამერიკანისტიკის მე-17-ე საერთაშორისო კონფერენცია-მოხსენება-„პოლიტიკური რეკლამის ამერიკული გამოცდილების მიმართება ქართულ რეალობასთან“, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, ამერიკის შესწავლის ქართული ასოციაცია. თბილისი 2016.

2014-ამერიკანისტიკის მე-15-ე საერთაშორისო კონფერენცია-მოხსენება-„რეკლამის გავლენა ცხოვრების სტილსა და ღირებულებებზე“, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი, ამერიკის შესწავლის ქართული ასოციაცია. თბილისი, 2014.

2013- შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თემატური კონფერენცია-დრო, ხელოვანი და ხელისუფლება. მოხსენება-„სატელევიზიო რეკლამა XX საუკუნის 90-იანი წლების საქართველოში“

2010-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტისა და „ღია დიპლომატიის ასოციაციის“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ხელისუფლება და საზოგადოება“ მოხსენება- „მედიის ზემოქმედების ფენომენი“

2005-თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია-მოხსენება- „ქართული ტელეარხების შეფუთვა ერთიანი სტრატეგიული დიზაინის კონტექსტში“

2004-თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია-მოხსენება-„სატელევიზიო რეკლამის სპეციფიკა“

2008- ფონდი „ინტერნიუსი“,ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი- საერთაშორისო თრეინინგი , „ავტორის პოზიცია დოკუმენტურ ფილმში“-ხელმძღვანელი.

სამეცნიერო ნაშრომები:

2015 წ.-სადისერტაციო ნაშრომი: „სარეკლამო სხე/ხატის შექმნის აუდიო-ვიზუალური ტექნოლოგიები XX საუკუნის 80-90-იანი წლების ქართულ სატელევიზიო რეკლამაში (რეჟისურის ასპექტები).

მონოგრაფია: „სატელევიზიო რეკლამის ჩამოყალიბება საქართველოში“ თბილისი „კენტავრი“ 2017წ.(ელექტრონული).

2010-პროექტი-კინოტერმინოლოგიის კვლევა და ქართული შესატყვისების შემუშავება-მოწვეული დარგობრივი სპეციალისტი/მკვლევარი.

პროექტი განახორციელა: არაკომერციული კინო ორგანიზაცია GFM Imbridge, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის მხარდაჭერით;

პუბლიკაციები:

2017 -პუბლიკაცია- “კინო ტექნოლოგიები ტელევიზიაში“-„ სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“ N2(71) 2017.

2017- პუბლიკაცია- „კულტურათა დიალოგის არტეფაქტები საქართველოს ტელევიზიაში“- კრებული „ კულტურათა დიალოგი XX საუკუნის ქართულ ხელოვნებაში. XX საუკუნის ხელოვნება.წიგნი VII. თბილისი 2017.

2014-პუბლიკაცია-„სატელევიზიო რეკლამა XX საუკუნის 90-იანი წლების საქართველოში“ დრო, ხელოვანი, ხელისუფლება. XX საუკუნის ხელოვნება. წიგნი IV. თბილისი 2014.

2014-პუბლიკაცია- „რეკლამის გავლენა ცხოვრების სტილსა და ღირებულებებზე“, გურამ თავართქილძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, N4; თბილისი:გამომცემლობა „უნივერსალი“.

2012-პუბლიკაცია-„რეკლამა საქართველოს ტელევიზიაში: წანამძღვრები და სატელევიზიო რეკალამა XX ს-ის 80-იან წლებში“, „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“ N2(51)2012 წ.

2010-პუბლიკაცია-„მედიის გავლენა: ყოვლისშემძლე თუ შეზღუდულ/სელექტური?“, „ხელისუფლება და სზოგადოება“(ისტორია, თეორია, პრაქტიკა.) N3 (15) 2010 წ.

2009-პუბლიკაცია- „დოკუმენტური კინო ახალ ფასეულობათა ფორმირების პროცესში“, „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“ N3(40) 2009 წ.

2008-პუბლიკაცია-„პოლიტიკური რეკლამა როგორც კომუნიკაციის ფორმა“, „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“ N1(31) 2008 წ.

2007-პუბლიკაცია-„თანამედროვე საინფორმაციო სივრცესათან ტელერეჟისორის მიმართების რამდენიმე ასპექტი“, „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“ N2(34) 2007 წ.

2016-ჟიურის წევრი- გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის

საერთაშორისო ფესტივალი „ზუმი-თბილისი“;

2015-ჟიურის წევრი- გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ფესტივალი „ზუმი-თბილისი“;

 

საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია.-დოკ. ფილმი „ნოდარ დუმბაძე“ (1986წ.) დამდგმელი რეჟისორი ნ.დროზდოვი. რეჟისორი ვაჟა ზუბაშვილი

2010-„წმინდა ანდრიას ჯვარი“ რეტროსპექტიული ჩვენება. მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი -სიგელგუჯარი -„ფილმების რეტროსპექტიული ჩვენებისათვის“.

2002-„ხავერდოვანი სეზონი“ სატელევიზიო პროგრამების VII საერთაშორისო ფესტივალი -დიპლომი ნომინაციაში „პუბლიცისტიკა“- „ეთნოგრაფიული იმპროვიზაციები(ცხელი წერტილები)“.

1989-დოკუმენტური კინოს ვორონეჟის საკავშირო ფესტივალი- მონაწილეობა „სადღაც ომი იყო“.

1985- ვორონეჟის IX საკავშირო კინოფესტივალი. ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის- „წინდებულები რუსულ ენაში“.

1981- „მოლოდოსტ-81“ ახალგაზრდული ფილმების კიევის ფესტივალი-. დიპლომი რეჟისურისათვის-„მთაწმინდა“.

2017წ. -არჩეული ვარ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭო წევრად.

2013-2017 წ.-ვიყავი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.

2011 წლიდან -დოკ.კინოს რეჟისურის მიმართულების ლიდერი. ვხელმძღვანელობ დოკ. კინოს რეჟისურის პროგრამას ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში.

2007-2011წ. ვიყავი ტელემიმართულების ლიდერი და პროგრამის ხელმძღვანელი.

ვარ ფაკულტეტის სამხატვრო საბჭოს წევრი. ვმუშაობ მისაღები და საკვალიფიკაციო გამოცდების კომისიებში, ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში. ვარ სადისერტაციო საბჭოს წევრი.

1989 წლიდან კინოაკადემიის (საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის ) წევრი და ოთხი მოწვევის გამგეობის წევრი.

 

2016--სარედაქციო საბჭოს წევრი- კრებული „სახელოვნებო მეცნიერებათა

ძიებანი“ N 2(67)2016;

2015--სარედაქციო საბჭოს წევრი-კრებული „სახელოვნებო მეცნიერებათა

ძიებანი“ N 2(63)2015;

2011-სარედაქციო საბჭოს წევრი- კრებული „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“ N1(46)2011;

2010-სარედაქციო საბჭოს წევრი-სახელმძღვანელო „დოკუმენტური კინოს რეჟისურა (ქრესტომათია)“ მიხო ბორაშვილი. თბილისი, „კენტავრი“2010წ.

„სახე(ლ)ები-2006“, -ყოველწლიური საიმიჯო ჟურნალი, თბილისი 2006. საექსპერტო პუბლიკაცია„რეკლამის (არა)მოკრძალებული ხიბლი“ .

ჟურნალი „მაუწყებელი“ თბილისი 2012. „ყოველი წამი ისტორიაა“ -პუბლიკაცია.

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1454546
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-08-20
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია