ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი

ქეთევან ნოზაძე

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ასისტენტი. საგანი: კინო-ტელე საოპერატორო.

დაიბადა 1980 წლის 21 დეკემბერს. ქ. რუსთავში.

2016 წლიდან დღემდე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს პროფესორის ასისტენტად კინოფაკულტეტის კინო-ტელე საოპერატორო საბაკალავრო კურსზე.

1998 – 2003 დათავრებული აქვს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კინო-ტელე ფაკულტეტი.

აქვს მაგისტრთან გათანაბრებული წოდება.

ამჟამად არის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელე-სარეჟისორო პროგრამის დოქოტრანტი. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი: ალექსანდრე ვახტანგოვი.

2013 – 2015 წლებში მუშაობდა რეჟისორად, ჟურნალისტად,ოპერატორად, არასამტავრობო ორგანიზაციაში ქალთა საინფრომაციო ცენტრი, პროექტში “ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის”

2012 – 2013 წლებში მუშაობდა მონტაჟის რეჟისორად, საინფორმაციო პორტალზე NEWS.GE

 2009 – 2011წლებში მონტაჟის რეჟისორად, ტელეკომპანია რეგიონში.

2006-2009 წლებში მონტაჟის რეჟისორად, ტელეკომპანია ალანიაში.

2016 წელს გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “ნაბიჯ- ნაბიჯ უკეთესი მომავლისათვის” დოკუმენტური ფილმი არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვეთით HWA და IDPWA.

2015 წელს გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “ერთი ფანჯრის პრინციპით შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში” არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვეთით UNWOMEN, WIC.

2014 გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი "cedaw" არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვეთით UNWOMEN, WIC.

2013 გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ამ ჭიქით თქვენ გაგიმარჯოთ ქალებო.”

2005 წელს გადაღებული აქვს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “აიდა მატარებელში”

2004 წელს გადაღებული აქვს სრულმეტრაჟიანი “Once, Today, Tomorrow “

2002 წელს გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “ღები”

2001 წელს გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “ჯუმათის მამათა მონასტერი”.

2001 წელს გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმი “დიდი მადლობა”, რომელიც მონაწილეობდა მიუნხეის კინოსკოლის 22 -ე საერთაშორისო ფესტივალზე.

2017 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული შოთა რუსთაველის თეტრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის I სამეცნიერო კონფერენციებში ნაშრომით“ფერი კინოში და ფერწერა”

2017 წელს გავლილი აქვს კინოწარმოების მენეჯერის, რებეკა რივოს ხელმძღვანელობით, კინოწარმოების მენეჯმენტის შესახებ ინტენსიური კურსი. კურსი ჩატარდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს და პროგრამის "გადაიღე საქართველოში” ხელშეწყობით.

2017 წელს შვედური ორგანიზაციის მოწვევით, როგორც დამოუკიდებელი რეჟისორი, მონაწილეობდა კიევის მედია კვირეულის ფიჩინგ სესიაში.

2017 ევროპის დოკუმენტალისტთა ასოციაციის და აპორდოკის მოწვევით როგორც დამოუკიდებელი რეჟისორი მონაწილეობდა ფესტივალ ლისაბონ დოკის ფიჩინგ სესიაში.

2015 წელს გავლილი აქვს ტრენინგი სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიაში: გენდერული საკითხების გაშუქება და ჟურნალისტური ეთიკა.

2014 წელს გავლილი აქვს ტრენინგი კონრად ადენაუერის ფონდში: პოლიტიკური კომუნიკაცია - სოციალური მედია პრაქტიკაში.

2005 წელს გავლილი აქვს მე-2 ვორკშოფი ქრისტოფერ ჰუბნერთან და გაბრიელა ვოსთან გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით.

2006 წელს გავლილი აქვს ვორკშოფი ტილ ჰასტერაიტერთან, " როგორ გადავიღოთ ფილმი მინიმალური ბიუჯეტით“გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით

2006 წელს გავლილი აქვს ვორკშოფი ჰანს ბელერთან “მონტაჟის ელემენტები” გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით

2004 წელს გავლილი აქვს დოკუმენტური ფილმის ვორკშოფი ქრისტოფერ ჰუბნერთან და გაბრიელა ვოსთან გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით.

2004 წელს გავლილი აქვს ვორქშოპი გერმანელ რეჟისორთან ფაიტ ჰელმერთან გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით.

 

კარგად ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

 


^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1496488
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-10-16
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია