ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი

ნუგზარ ნოზაძე

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

საგანი: კინო-ტელე ოპერატორი

დაბიბადა 1949 წლის 10 აპრილს. ქ.რუსთავში

 

1971-1975 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში, ფიზიკა- მათემატიკის ფაკულტეტზე. სპეციალობა საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი

1972 -1975 წწ. სწავლობდა თბილისის სახელწიფო უნივერტიტეტში- მეორად ფაკულტეტზე ფოტოგრაფია.

1978-1984 წწ. სწავლობდა მოსკოვის გერასიმოვის სახელობის სახელმწიფო

კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, საოპერატორო ხელოვნების მაგისტრი.

 

1998-დღემდე მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხელმძღვანელობს კინო-ტელე ოპერატორებს არის ასოცირებული პროფესორი და წარმომადგენლობითი საბჭოს ხელმძღვანელი.

1975 – 1978 წწ. მუშაობდა რუსთავის #9 საშუალო სკოლაში.

1982 წ. მუშაობდა კინოსტუდია ,,ქართულ ფილმში“ დამდგმელ ოპერატორად.

1999- 2004წწ. მუშაობდა მემედ აბაშიძის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი.

პერიოდულად მუშაობს სტუდია „ბასასტუდიო 123“-ში სოციალური და სარეკლამო კლიპების დამდგმელ ოპერატორად.

 

გადაღებული აქვს ფილმები და სერიალები:

1982 ექსკურსია/კ/ს ქართული ფილმი / რეჟ.: ირინა კვირიკაძე

1984 ზღვის მაშველები /Pathe Cinema/ რეჟ.:სეშანი გიძო გაბისკირია

1987 მერცხლები და ბეღურები/კ/ს ქართული ფილმი /რეჟ.: დავით ურუშაძე .

1991 უძინართა მზე /კ/ს ქართული ფილმი / რეჟ.: ტემურ ბაბლუანი/ პრიზი: ვერცხლის ლომი

1992 სპირალი /კ/ს ქართული ფილმი / რეჟ.: გიული ჭოხონელიძე

1993 თბილისი ჩემი სახლია/ კ/ს ქართული ფილმი /რეჟ.:ერეკლე ბადურაშვილი

1994 ჩონგური მანქანის ქურდები /თეატრისა დაკინოს უნივერსიტეტი/რეჟ.: აიდენ დედაშვილი.

1995 სამკუთხა წრეში //კ/ს ქართული ფილმი /რეჟ.:ალექსანდრე რეხვიაშვილი

1997 უნამუსო/ თეატრისა დაკინოს უნივერსიტეტი /რეჟ.: გიორგი ხარებავა.

2001 ანთიმოზ ივერიელი //კ/ს ქართული ფილმი /რეჟ.: გიული ჭოხონელიძე

2001 კიდევ ერთი ქართული ისტორია //კ/ს ქართული ფილმი /რეჟ.:ერეკლე ბადურაშვილი

2002 კავკასიელი მამაკაცები /გერმანია/ რეჟ.: შტეფან ტოლცი

2003 მარშო/ პირველი ჩეჩნური მხატვრული ფილმი /რეჟ. მურად მაზაევი.

2003 თბილისი-თბილისი /კ/ს ქართული ფილმი / რეჟ.:ლევან ზაქარეიშვილი

2005 კნუტ ჰამსუნის კავკასიური მისტერიები / საქართველო-ნორვეგია/რეჟ. ოლიკო ჟღენტი

 

2005 მიდიოდა მატარებელი /კ/ს ქართული ფილმი / რეჟ.: გიორგი შენგელაია

2006 უკრაინელი პაციენტი /გერმანია-უკრაინის ერთობლივი /რეჯ.: ანდრეი ნეკრასოვი

2007 ვირუსი/საქაღველო-აშშ/რეჟ.: ლევან უმიკაშვილი

2013 ხატი/ რეჟ.: ზაზა მერაბიშვილი და ზაზა რუაძე

2014 ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ / საქართველო-ინგლისი /რეჯ.: გიორგი ლევაშოვ თუმანიშვილი

2016 ლეჩხუმის განძი / საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ /რეჟ. თინათინ ჭაბუკიანი.

2004-2006 ყავა და ლუდი /TV იმედი /რეჟ.:ზაზა ბუაძე

2004 ფოლადის ბიჭები / NTV / რეჟ.: მურად ალიევი

2010 თურქული სერიალი/ პროდიუსერი.:გულენ ტოკატი

 

აქვს ჩატარებული პერსონალური ფოტო გამოფენები:

2000 საქველომოქმედო გამოფენა მოხუცთა თავშესაფარში საფრანგეთში-

სახელწოდებით: Le corps à la Danse (სხეულის ცეკვა)

2002-პერსონალური ფოტო გამოფენა - პორტრეტები თბილისის ისტორიის მუზეუმში

2010 -პერსონალური ფოტო გამოფენა - ბალეტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

2017 წელს შოტა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტო გამოგფენა “ცოტა პარიზი.”

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1399913
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-06-14
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია