ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი

მზია ზაუტაშვილი

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი.

საგანი: სალექციო კურსი „ვიდეოარტი“. პროგრამის ავტორები პროფესორი ალექსანდრე ვახტანგოვი და ასისტენტი მზია ზაუტაშვილი.

დაიბადა 1961 წლის 30 მარტს ქ. თბილისში.

1985 წელს, თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტის, სარეჟისორო ფაკულტეტის, წარჩინებით დასრულებისთანავე, მუშაობა დაიწყო საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, ტელერეჟისორის პოზიციაზე. ჯერ ,,სასწავლო და სამეცნიერო“ პროგრამების რედაქციაში, შემდეგ ,,ახალგაზრდულ“ და ბოლოს შემოქმედებით გაერთიანება ,,საღამო მშვიდობისაში.“ ტელევიზიაში მისი პროფესიული ბიოგრაფია დაიწყო სასწავლო პროგრამების პირდაპირი ტრანსიაციით და ყოველკვირეული სატელევიზიო ჟურნალით ,,ჯანმრთელობა.“ ერთი წლის შემდეგ, გადავიდა ტელევიზიის ახალგაზრდული პროგრამების მთავარ რედაქციაში. აკეთებდა ყოველკვირეულ პროგრამას ,,ახალგაზრდობა“ და ასევე ყოველკვირეულ გადაცემას ,,შეხვედრები ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში.“ იღებდა ან პირდაპირ ეთერში გადაცემდა მნიშვნელოვან სტუდენტურ ღონისძიებეს. პროექტებიდან უნდა გამოიყოს ,,კალმასობა“ და ,,ექსპერიმენტული პროგრამა,“ რომელიც მისი იდეით და რედაქციის ინიციატივით, ტელეპროგრამირების ალტერნატიულ სტრუქტურას თავაზობდა პირველ არხს. 1991 წლიდან შემოქმედებით გაერთიანებაში ,,საღამო მშვიდობისა“ აკეთებდა ყოველკვირეულ შემეცნებით პროგრამას ,,ტელე-სინე-ვიდეო.“ ამ პერიოდშივე შეასრულა ფრანგული ტელეარხის, CANAL+ დაკვეთა. სიუჟეტები საქათველოზე, ჩვენთან მიმდინარე რეფორმებზე - საბაზრო ეკონომიკა, სოციალური და ეკონომიური პრობლემები. მუშაობდა, ასევე, საქართველოში ,,ევრობანკის“ ტელეპროექტზე, ,,ბიზნეს კურიერი.” 1994 წელს პირდაპირ ეთერში გავიდა ყოველკვირეული, შემეცნებით - გასართობი პროექტით ,,მთელი ღამე.“ გადაცემა პოპულარობით სარგებლობდა და 1995 წელს, სატელევიზიო ფესტივალზე ,,მანა,“ დაჯილდოვდა, როგორც ქართული ტელე-წარმოების საუკეთესო გასართობი პროგრამა. 1996 წელს მუშაობა დაიწყო სტუდია ,,აუდიენციაში,“ რუსული ანალოგის, ინტელექტუალთა კლუბის, ,,რა, სად, როდის?,“ დამდგმელ რეჟისორად. 1999-2004 წლამდე, იყო ჯერ დეკრეტულ, შემდეგ უხელფასო შვებულებაში. 2004 წელს, ოპტიმიზაციის მოტივით, გაამანთავისუფლეს ტელევიზიის პირველი არხიდან. 2004 წლიდან ვმუშაობდი სტუდია “SV PRODUCTION” -ში, პროდიუსერის პოზიციაზე. პროექტების წარმოების პროცესში მონაწილეობა მივიღე: 2004 - ,,ქეთო, კოტე და სანტაკლაუსი” საახალწლო მუსიკალური პროგრამა; 2004 - საერთაშორისო სატელევიზიო მეცნიერებისა და ხელოვნების ტელეაკადემიის ფესტივალის EMMY INTERNATIONAL ნახევარფინალი თბილისში. საორგანიზაციო ჯგუფი, მასმედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი; საერთაშორისო ორგანიზაციების შეკვეთები - სოციალური კლიპები, დოკუმენტური ფილმები, სხვადასხვა ვიდეორგოლები. 2010 წელს ჩავირიცხე შ.რუსთაველის სახ. ტელევიზიის, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინო-ტელე ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე, ,,შემოქმედებითი პედაგოგიკა.“ ჩემი კვლევის საგანია ,,სპეციფიკური უნარ-ჩვევების დახვეწა პრაქტიკული ტელერეჟისურის სწავლების პროცესში.” 2014 წლიდან ვკითხულობ სალექციო კურსს ,,ვიდეოარტი.“ 2016 წლიდან ვარ შ.რუსთაველის სახ. ტელევიზიის, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, კინო-ტელე ფაკულტეტის, ასისტენტი. მყავს მეუღლე და ორი შვილი.

დოკუმენტური ფილმები:

,,მიხეილ თუმანიშვილი - პირველი კურსი რეჟისორი საერთაშორისო ორგანიზაციების UN, UNFPA, UNICEF, UNDP, Merlin(EU-health organization),

US Embassy in Georgia, AFG(American Friends of Georgia), Jordania Institute of reprodulogy, HERRA XXI, TSU, DEA, TOLERANTI დაკვეთები, შემეცნებითი დოკუმენტური ფილმები. შემსრულებელი პროდიუსერი.

ტელე-გადაცემები:

სასწავლო გადაცემები (ყოველკვირეული) რეჟისორი

პროგრამა ,,ჯამრთელობა“ (ყოველკვირეული) რეჟისორი

პროგრამა ,,ახალგაზრდობა“(ყოველკვირეული) რეჟისორი

,,შეხვედრები ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში“ (ყოველკვირეული) რეჟისორი

,,კალმასობა“ დამდგმელი რეჟისორი.

,,ექსპერიმენტი“ მთელი დღის მაუწყებლობა.

იდეის ავტორი და რეჟისორი ,,ტელე-სინე-ვიდეო” შემეცნებითი გასართობი პროგრამა (ყოველკვირეული) დამდგმელი რეჟისორი.

,,მთელი ღამე” შემეცნებითი გასართობი პროგრამა (ყოველკვირეული) იდეის ავტორი და რეჟისორი.

,,რა, სად, როდის?” ინტელექტუალთა კლუბი (ყოველკვირეული) დამდგმელი რეჟისორი.

,,ქეთო, კოტე და სანტაკლაუსი” საახალწლო მუსიკალური პროგრამა შემსრულებელი პროდიუსერი.

პედაგოგიური მოღვაწეობა:

2014 წლიდან, შ.რუსთაველის სახ. ტელევიზიის, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ხელოვნების ფაკულტეტი, მასწავლებლის თანამდებობა. სალექციო კურსი ,,ვიდეოარტი“.

2016 წლიდან, შ.რუსთაველის სახ. ტელევიზიის, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კინო-ტელე ფაკულტეტის ასისტენტის აკადემიური თანამდებობა.

საერთაშორისო პროექტები:

1996 ფრანგული ტელეარხის CANAL+ -ის დაკვეთა. სიუჟეტები საქათველოზე, ჩვენთან მიმდინარე რეფორმებზე - საბაზრო ეკონომიკა, სოციალური და ეკონომიური პრობლემები. დამდგმელი რეჟისორი

1998 ევრობანკის ტელეპროექტი, საქართველოში ,,ბიზნეს კურიერი” დამდგმელი რეჟისორი

2004 საერთაშორისო სატელევიზიო მეცნიერებისა და ხელოვნების ტელეაკადემიის ფესტივალის EMMY INTERNATIONAL ნახევარფინალი თბილისში. საორგანიზაციო ჯგუფი, მასმედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი

2009, 2010, 2011, 2012

საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალის Canadian International TV Festival “BANFF ”- საორგანიზაციო ჯგუფი, მასმედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.

კონფერენციები, მასტერკლასები, სემინარები:

კონფერენცია - ,,სახელოვნებო პროცესები“

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მოხსენება -,,სპეციფიური უნარ-ჩვევების დახვეწა პრაქტიკული ტელერეჟისურის სწავლების პროცესში.“

სამეცნიერო ნაშრომები და წიგნები:

სტატიები:

,,სპეციფიკური უნარ-ჩვევების დახვეწა პრაქტიკული ტელერეჟისურის სწავლების პროცესში.”

სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი № 4(53),2012

,,რეპლიკა ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს” მაყურებელთა დარბაზიდან.”

სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი № 1(54),2013

,,სად გაქრა მაყურებელი?’

სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი № 2(55),2013

სახელმწიფო პრემიები/ ჯილდოები:

სატელევიზიო ფესტივალი ,,მანა.” პრიზის მფლობელი, გადაცემისთვის ,,მთელი ღამე,” ნომინაციაში - საუკეთესო გასართობი პროგრამა.

გადაცემის იდეის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი.

სხვა აქტივობა:

1985-2004 საქართველოს ტელევიზიის I არხი. რეჟისორი

1996 -1998 სტუდია ,,აუდიენცია.“რეჟისორი

2004 დღემდე სტუდია “SV PRODUCTION”- შემსრულებელი პროდიუსერი

საერთაშორისო ორგანიზაციების UN, UNFPA, UNICEF, UNDP, Merlin(EU-health organization),

US Embassy in Georgia, AFG(American Friends of Georgia), Jordania Institute of reprodulogy, HERRA XXI, TSU, DEA, TOLERANTI შეკვეთები, სოციალური კლიპები, ვიდეო-რგოლები.

შემსრულებელი პროდიუსერი და რეჟისორი

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1534427
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-12-10
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია