ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი

ირაკლი ფუტკარაძე

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯგუფის ხელმძღვანელის ასისტენტი.

საგანი: ხმის რეჟისურის ოსტატობა.

დაიბადა 1988 წლის 28 თებერვალს. ქ.ზუგდიდი, საქართველო

2006-2010 წწ. სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინო-ტელე ფაკულტეტის, ხმის რეჟისურის სპეციალობით. ამ წლების მანძილზე მან იმუშავა დაახლოებით ას ორმოც სტუდენტურ ფილმზე თავისი სპეციალობით

2017 წელს დაიცვა მაგისტრის ხარისხი ამავე უნივერსიტეტში, კინო-ტელე ფაკულტეტის, აუდიოვიზუალური რეჟისურა-მხატვრული კინოს რეჟისურის სპეციალობაში.

შემოქმედებითი ბიოგრაფია:

2011-2013 წწ. მუშაობდა ტელეკომპანია ,, пик-ში” დოკუმენტური ფილმების ხმის ოპერატორად set-ზე, სადაც იმუშავა ოცდაათ დოკუმენტურ ფილმზე, ასევე იყო რამდენიმე გადაცემისა და რეალითი შოუს ხმის რეჟისორი.

2012 წელს ტელეკომპანია ,,BBC-ის" მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, სახელწოდებით -,,რუსეთი და საქართველო", იმუშავა ხმის რეჟისორად.

2013-2014 წწ. მუშაობდა კინოსტუდია ,,პ.ს.ფ-ში", ანიმაციურ სერიალზე

2014-დღემდე მუშაობს ,,შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში" ,კინო-ტელე ფაკულტეტზე, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე.

2015-დღემდე მუშაობს ,,სანო სტუდიაში", ფილმების ხმის რეჟისურის განხრით, მენეჯერის თანამდებობაზე.

სისტემატიურად თანამშრომლობს სარეკლამო კომპანიენთან: ,,WINDFORS,, და ,,A.B. K"

სამუშაო გამოცდილება:

უცხოური ფილმების ქართულად დუბლირება- ჩაწერა-მიქსინგი

მხატვრული ფილმების გახმოვანება: A.D.R looping-ში; ფოლი ეფექტების ჩაწერაში, Set-ზე მუშაობაში; post production-ში; ფილმის ხმის დიზაინში, ხმის რეჟისურაში; ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების ედიტინგში, მიქსინგსა და მასტერინგში

აქვს გამოცდილება სატელევიზიო თუ ინტერნეტ სივრცისთვის განკუთვნილი სარეკლამო რგოლების გახმოვანებაში, voise over-ების ჩაწერასა და ხმის დიზაინის შექმნაში.

აგრეთვე ფლობს საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტებს სატელევიზიო, კინოთეატრებისა და სარადიო სივრცეში.

კონფერენციები, მასტერკლასები, სემინარები:

1). სასერტიფიკაციო კურსი_Goethe-institute Tbilisi : spacialise in sound-design – workshop, პედაგოგი-Christoph Engelke

2). სასერტიფიკაციო კურსი_ხმის რეჟისურის პროფესიული განვითარების პროგრამა. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახ. უნივერსიტეტის, ს.ს. ,, ქართული ფილმისა “ და FULBRIGHT SPECIALIST GRANT- ის ერთობლივი პროექტით. პედაგოგი- მარკ ბერგერი (4 ოსკარის მფლობელი ხმის რეჟისურის ნომინაციაში )

სახელმწიფო პრემიები/ ჯილდოები:

1). 2012 წ. - მხ. ფილმი - ,,ყველაზე ძვირფასი" (რეჟ. სოსო ბლიაძე) -საერთაშორისო ფესტივალზე, სახელწოდებით-,, Filofest “ (სლოვენია, ქ.ლუბლიანა) გაიმარჯვა სამ ნომინაციაში: საუკეთესო რეჟისურა; საუკეთესო მხატვრული ფილმი; საუკეთესო სამსახიობო შესრულება

2013 წ.- ამავე ფილმმა საერთაშორისო ფესტივალზე, სახელწოდებით - ,,შაკენის ვარსკვლავი" (ყაზახეთი, ქ. ალმაატა) გაიმარჯვა ნომინაციაში: საუკეთესო მხატვრული ფილმი

2) 2012 წ.- მხ. ფილმი-,,ჟანგის კაცი" (რეჟ. გიორგი თავართქილაძე) საერთაშორისო ფესტივალზე, სახელწოდებით -,,Bober movie festival" (პოლონეთი, ქ.კრაკოვი) აიღო გრან-პრი

3) 2017 წ.- სარეკლამო რგოლი-,, Dinner with Georgia" („ მე-6 მემილიეონე ტურისტი“) საერთაშორისო ფესტივალზე, სახელწოდებით ,,CANNE" (საფრანგეთი, ქ.კანი) ვერცხლის და ბრინჯაოს ლომები

4) 2017 წ.- სარეკლამო რგოლი-,, Dinner with Georgia" (მეექვსე მემილიონე ტურუსტი) საერთაშორისო ფესტივალზე, სახელწოდებით ,,Eurobest" (ინგლისი, ქ.ლონდონი) აიღო ვერცხლის ჯილდო

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1534428
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-12-10
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია