ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი

ია გიგოლაშვილი

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტი.

საგანი: ხატვა-ანიმაციის ოსტატობა.

დაიბადა 1970 წლის 28 მაისს, ქ. თბილისში.

დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი კვალიფიკაციით სახვითი ხელოვნების პედაგოგი.

2014 წ. ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა ლიონში (საფრანგეთი). 2013 წ. პერსონალური გამოფენა სტავანგერში (ნორვეგია). 2012 წ. ილუსტრაციების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 2011 წ. კარიკატურის გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში. 2011 წ. ილუსტრაციების ბიენალე ბრატისლავაში. წიგნის ფესტივალები თბილისში, ფრანქფურთში, ბოლონიაში. 1996 და1994 პერსონალური გამოფენები ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში. 1994 წ. პროგრამა "საკვირაო გამოფენა" პირველ სატელევიზიო არხზე.

70-ზე მეტი საბავშვო წიგნის და სახელმძღვანელოს ილუსტრაცია. 10-ზე მეტი ანიმაციური სერიალი, ფილმი და სარეკლამო რგოლი. "ღარიბები სულ ტირიან" (ანიმატორი), ანიმაციური სერიალი "ტელემანია" (მხატვარი, ანიმატორი), ანიმაციური სერიალი "კვაჭი კვაჭანტირაძე" (დამდგმელი მხატვარი, ანიმატორი), ანიმაციური ფილმი "გავარდნილები" (მხატვარი, ანიმატორი).

2014 წ. "წიგნიერების წლის" ლოგოს კონკურსის პრემია. 1997 წ. თბილისის პირველ მუსიკალურ ფესტივალზე "ლიგა" პირველი პრემია ანიმაციური კლიპისთვის "ბავშვობა გავიდა, გაქრა". 1996 წ. თბილისის საბავშვო წიგნის ილუსტრატორთა კონკურსში "საბავშვო პროზა" მეორე პრემია (პირველი არ მინიჭებულა) .

 

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები:

ანიმაციური ფილმი "კვაჭი კვაჭანტირაძე"

ანიმაციური ფილმი "გავარდნილები".

საერთაშორისო პროექტები:

ანიმაციური სერიალი "Atrezzo".

კონფერენციები, მასტერკლასები, სემინარები:

2008 წ. გერმანული კულტურის ცენტრი "Goethe-Institut" საბავშვო წიგნის ილუსტრატორთა სემინარი. 2009 წ. მასტერკლასი ილუსტრატორებისთვის. შვედეთ-საქართველოს სემინარების ფარგლებში.

პრიზებები, ჯილდოები.

2014 წ. "წიგნიერების წლის" ლოგოს კონკურსის პრემია. 1997 წ. თბილისის პირველ მუსიკალურ ფესტივალზე "ლიგა" პირველი პრემია ანიმაციური კლიპისთვის "ბავშვობა გავიდა, გაქრა". 1996 წ. თბილისის საბავშვო წიგნის ილუსტრატორთა კონკურსში "საბავშვო პროზა" მეორე პრემია (პირველი არ მინიჭებულა).

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1534428
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-12-10
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია