ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
ისტორია 

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში კინო-ტელე ფაკულტეტი დაფუძნდა 1972 წელს. მიუხედავად იმდროინდელი საბჭოთა საკავშირო კინოს კომიტეტის დიდი წინააღმდეგობისა, ქართული კინოს გამოჩენილი ოსტატების, რეზო ჩხეიძის, თენგიზ აბულაძის, ლანა ღოღობერიძის, ელდერ შენგელაიას, ოთარ იოსელიანის მცდელობამ თავისი გაიტანა და “თეატრალურ ინსტიტუტში” ჩამოყალიბდა კინო ფაკულტეტი. კინორეჟისორთა პირველი გამოშვების ორ ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ თენგიზ აბულაძე, ირაკლი კვირიკაძე, ლანა ღოღობერიძე და ომარ გვასალია. პირველივე გამოშვება წარმატებული აღმოჩნდა (ამ დროს სწავლობნენ: თემურ ბაბლუანი, ნანა ჯორჯაძე, ნანა ჯანელიძე, გურამ პეტრიაშვილი, გოდერძი ჩოხელი). გოდერძი ჩოხელის საკურსო ნამუშევარმა “ადგილის დედა” ობენჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი დაიმსახურა. ამის შემდეგ უკვე ეჭვს აღარ იწვევდა ქართული კინოსკოლის განსაკუთრებულობა. შემდგომი გამოშვებებიც ასეთივე წარმატებული იყო. ამ ფაკულტეტზე ასწავლიდნენ ისეთი გამოჩენილი ოსტატები, როგორებიც არიან: ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია, ოთარ იოსელიანი, რეზო ესაძე, სოსო ჩხაიძე, გელა კანდელაკი და სწავლობდნენ დღეს უკვე მსოფლიო კინოარენაზე ცნობილი რეჟისორები: დიტო ცინცაძე, ტატო კოტეტიშვილი, ალეკო ცაბაძე, ლევან თუთბერიძე, დავით ჯანელიძე, დავით სიხარულიძე, დავით თაყაიშვილი, ლადო სულაქველიძე, ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, ზაზა ხალვაში,თემურ ბაბლუანი, ნანა ჯორჯაძე, ნანა ჯანელიძე, რუსუდან გლურჯიძე, ანა ურუშაძე, ქეთი მაჭავარიანი, რუსუდან პირველი, ბაქარ ჩერქეზიშვილი, მარგო ზუბაშვილი და სხვ.

კინო-ტელე ფაკულტეტის ფილმების მიერ მოპოვებული საერთაშორისო პრიზების გრძელ ნუსხას დღესაც ემატება ამჟამინდელი სტუდენტების მიერ მოპოვებული პრიზები.

 

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2346054
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-03-21
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია