ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი

გიორგი ხარებავა

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

საგანი: მონტაჟის თეორია და პრაქტიკა, გადაღების ტექნიკა, სასცენარო სტანდარტები

დაიბადა 1976 წლის 28 ივლისს. ქ. თბილისი, საქართველო.

2003 წლიდან 2006 წლამდე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიში მუშაობდა ასისტენტად. 2006 წლიდან იკავებს ასისტენტ-პროფესორის თანამდებობას.

2016 წელს კავკასიის უნივერსიტეტიში (კავკასიის ბიზნეს სკოლა) მოწვეული სპეციალისტი, კურსი - “ოპერატორის ოსტატობა და მუშაობა ოპერატორთან”.

 

2013 წლიდან — კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოწვეული პედაგოგი, კურსი — “სამონტაჟო პროგრამები”.

 

2010-12 წლებში ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული პედაგოგი. კურსი - მონტაჟი.

2011 წელს ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სასწავლო უნივერსიტეტში მოწვეული პედაგოგი. კურსი - ტელერეჟისურის საფუძვლები (ჟურნალისტთათვის)

300-ზე მეტი სატელევიზიო გადაცემაზე მუშაობდა როგორც რეჟისორი და დამდგმელი რეჟისორი:

ტელევიქტორინა "პერსპექტივა"-ს დამდგმელი რეჟისორი; სატელევიზიო გადაცემათა ციკლი "სასამართლო დარბაზი" - რეჟისორი. სატელევიზიო გადაცემათა ციკლი “კვირის იდილია” – დამდგმელი რეჟისორი, გადაცემა “ფესტივალი ბასტი-ბუბუ” – დამდგმელი რეჟისორი. სატელევიზიო გადაცემათა ციკლი "თბილისი და თბილისელები" - რეჟისორი და ოპერატორი; სატელევიზიო გადაცემათა ციკლი “სილამაზის ფორმულა” - (1 არხის გარე წარმოება) - დამდგმელი რეჟისორი; გადაცემა "არ იდარდო" ტელეკომპანია იმედის ეთერში. NX სპიკერი, ინტერნეტ ვიდეოპორტალი - რეჟისორი და ოპერატორი (nx.ge)

ბოლო სამი წლის განმავლობაში სისტემატიურად მუშაობს რეჟისორად სპორტული ღონისძიებების პირდაპირ ტრანსლაციებზე: საქართველოს ეროვნული ლიგა, საკალათბურთო ჩემპიონატი, საერთაშორისო შეხვედრები წყალბურთში, ფარიკაობაში, კალათბურთში.

გადაღებული აქვს მხ. მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "უნამუსო"-1998, "გატაცება"-2002; დოკუმენტური ფილმები: “მესხების კუნძული"-2007, “აზერბაიჯანი” ციკლიდან - “მეზობლების თვალებით” - 2006. “ღია ფანჯრები" - 2005, სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების ციკლი “აქტუალური მინიატურები” - 2005 (სამი ნაწილი), "უზნაძის ეფექტი"- 2016.

მუშაობდა ასისტენტად, მემონტაჟედ, ოპერატორად ფილმებზე: “ივანე ჯავახიშვილი” - 2016 (დოკ. 62 წთ. HD) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი, “რეჟისორი” -2015 (დოკ. 82 წთ.HD) რეჟ. ნინო ტაბლიაშვილი, “დაუმთავრებელი სპექტაკლის ქრონიკა” - 2014(დოკ. 60 წთ. HD) რეჟ. დავით გუჯაბიძე.

“სახლი, რომელშიც აღარ ვცხოვრობ” -2012 (დოკ. 52 წთ HD) რეჟ. ნინო ნავროზაშვილი

“ბალანსი ანუ ჩაო ჯორდანო”-2012 (მხ. 90 წთ HD) რეჟ. გიორგი კაჭარავა.

“აქ ცხოვრობს ღვინო”- 2012 (დოკ. 14 წთ HD) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი.

"ღვინის აკვანი" -2011 (დოკ. 60 წთ HD) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი. “ნიკოლაძის ქუჩის მაცხოვრებელი”-2003 (90. წთ მხ. ფილმი) რეჟ. ჯაკომო გულიელმი.

მონაწილეობა აქვს მიღებული კონფერენციებში, მასტერკლასებში, სემინარებში:

2017 - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა” ბათუმი 2015. თემა - “ლიტერატურული ფრაზა — მონტაჟური ფრაზა”.

09.08.17 - 23.08.17 საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა (აბაშა), პედაგოგი, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების სამხატვრო ხელმძღვანელი.

12.07.17 - 26.07.17 საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა (ქუთაისი), პედაგოგი, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების სამხატვრო ხელმძღვანელი.

18.08.16 - 28.08.16 საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა (ქუთაისი), პედაგოგი, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების სამხატვრო ხელმძღვანელი.

18.07.16 - 02.08.16 საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა (აბაშა), პედაგოგი, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების სამხატვრო ხელმძღვანელი.

06.07.15 - 19.07.15 საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა (აბაშა), პედაგოგი, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების სამხატვრო ხელმძღვანელი.

01.10.13 - 28.12.13 კინოფირიდან გამოსახულების ციფრული ასლის გადაღება-დამუშავებისა და მონტაჟის სპეციალური კურსი. საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

09.09.13 - 25.12.13 კინო და ტელე გადასაღები აპარატურის შესასწავლი სპეციალური კურსი.საქ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.

02.05.12 - 06.05.12 "ერთკადრიანი ფილმი" (One Shot Movie) ფესტივალის "ამირანის" ფარგლებში.

 

17.05.11 - 20.05.11 "ერთკადრიანი ფილმი" (One Shot Movie) ფესტივალის "ამირანის" ფარგლებში.

01.02.2010 სამთვიანი სპეციალური კურსი – მოძრავი სატელევიზიო სისტემა და მრავალკამერიანი გადაღების რეჟიმი.

15.10.04 - 20.10.04 ერევნის კინოსა და თეატრის სახელმწიფო ინსტიტუტი.

მასტერ კლასის ხელმძღვანელი. მიზანი – 3 წუთიანი ფილმის მომზადება.

 

18.05.03 – 22.05.03 ქ. იზმირის 9 სექტემბრის სახელობის ხელოვნების უნივერსიტეტი.

მასტერ კლასის ხელმძღვანელი. მიზანი - 3 წუთიანი ფილმის გადაღება.

 

სამეცნიერო ნაშრომები:

"ლიტერატურული ფრაზა — მონტაჟური ფრაზა” - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა” ბათუმი 2015. გვ. 188.

 

2010-პროექტი-კინოტერმინოლოგიის კვლევა და ქართული შესატყვისების შემუშავება-მოწვეული დარგობრივი სპეციალისტი/მკვლევარი.

პროექტი განახორციელა: არაკომერციული კორგანიზაცია GFM Fimbridge, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის მხარდაჭერით;

პუბლიკაციები:

2015 - “ლიტერატურული ფრაზა — მონტაჟური ფრაზა” - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “კულტურა და ხელოვნება: კვლევა და მართვა” ბათუმი 2015. გვ. 188.

2015 - “ანალოგი — ციფრი —ანალოგი” ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფზე – ფილმპრინტი. N 16, 2015 წ. თბილისი

2015 - “დამოუკიდებელი კინოწარმოების თანამედროვე საშუალებანი” ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფზე – ფილმპრინტი. N 15, 2015 წ. თბილისი

2015 - “ნახტომები აუდიოვიზუალური ხელოვნების განვითარებაში ანუ სადამდე მივიდა ტექნიკა” ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფზე – ფილმპრინტი. N 14, 2015 წ. თბილისი

2014 - “კინოტერმინების ლექსიკონი” (ინგლისურ-ქართული, ქართულ-ინგლისური) ავტორი-შემდგენელი, რედაქტორი

2014 - “კინოწარმოების პრობლემები საქართველოში” ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფზე – ფილმპრინტი. N 11, 2014 წ. თბილისი

2009 - “მიმდევრობითი და არამიმდევრობითი მონტაჟი”. სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი N3 (40) 2009 წ. თბილისი

 

პრიზები

2014 პრიზი რეგიონალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ოპერატორთა საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს თვალი”. ფილმისთვის “ღვინის აკვანი” /რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი/

2003 პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის. ნიუ-იორკის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი.

1998 წმ. ანას სახელობის II პრემია. საერთაშორისო ფესტივალი. მოსკოვი.

1998 “ოქროს რაინდი”. ქრისტიანული და მართლმადიდებლური ქვეყნების VII საერთაშორისო კინოფესტივალი. კიევი.

 

ორგანიზაციების წევრობა:

2000 წლიდან კინოაკადემიის (საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის ) წევრი, 2012 წლიდან გამგეობის წევრი.

2009 არაკომერციული ორგანიზაცია "გემუგი"-ს (მაკინტოშის ქართველ მომხმარებელთა გაერთიანება) დამფუძნებელი.

 

2007-2013 არაკომერციული ორგანიზაცია "ჯი-ეფ-ემ ფილმბრიჯი"-ს დამფუძნებელი.

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1454588
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-08-20
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია