ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი

გიორგი ტორძინავა

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

საგანი: ტელერეჟისურის ხელოვნება, ასისტენტი (ხელმძღვანეელი ასოც. პროფ. თინათინ ჭაბუკიანი).

დაიბადა 1983.13.04. საქართველო; თბილისი.

2000–2005 წლეში სწავლობდა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეტრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტელერეჟისორის სპეციალობაზე.

2011-2013 წლები სწავლობდა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეტრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, ტელერეჟისორის სპეციალობით.

სამსახურეობრივი გამოცდილება:

2015 წლიდან დღემდე: შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი _ რეჟისორის ასისტენტი.

2013 წლიდან დღემდე: სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” _ „კომედი არხი“, ანონსების პროდიუსერი.

2014 წლიდან დღემდე: სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” _ „მარაო რუსთავი 2“, ანონსების პროდიუსერი.

2013 წელი: დოკუმენტური ფილმი „WEB-სამშობლო“. სამაგისტრო-სადიპლომო ნამუშევარი.

2011-2012 წლები: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ _ „ახალი არხი“: საბავშვო-საგანმანათლებლო გადაცემების „გონიერის“ (გადაცემა გამომგონებელ ბავშვებზე) და „ბიოს“ (გადაცემა ბიომრავალფეროვნების შესახებ) ავტორი და რეჟისორი, საბავშვო-საგანმანათლებლო გადაცემა „ლაბორატორიის“ (გადაცემა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე) სცენარის ავტორი და პროდიუსერი; ანონსების რედაქტორი.

2009-2010 წლebი: საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, გადაცემა “ტრაპეზის” და „ფოტოგალერიის“ რეჟისორი. უზენაესი სასამართლოსა და საპატრიარქო ტელევიზია „ერთსულოვნების“ ერთობლივი პროექტის, საგანმანათლებლო ვიდეო რგოლების „საქართველოს სამართლის ისტორიის“ სცენარის ავტორი და პროდიუსერი.

2009 წელი: ტელეკომპანია „საქართველო“, ყოველკვირეული ისტორიულ–დოკუმენტური სერიალის „საქართველოს ციხე–სიმაგრეების“ რეჟისორის ასისტენტი და სცენარის თანაავტორი.

2008 წელი: ტელეკომპანია „საქართველო“, ყოველკვირეული ისტორიულ–დოკუმენტური სერიალის „მთავარსარდალის“ რეჟისორის ასისტენტი და სცენარის თანაავტორი.

კონფერენციები:

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის I ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენცია „ეკრანული ხელოვნება: თეორია, პრაქტიკა“. ნაშრომი „ანონსების თავისებურებანი და მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ქართულ ტელევიზიებში”.

ენების ცოდნა _ ქართული ენა, რუსული ენა, ინგლისური ენა.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint; Internet; Adode Premiere Pro.

ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და სამი შვილი.

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2642034
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-03-28
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია