ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი

დოქტორანტურა

სილაბუსების ანოტაციები

თანამედროვე ტელესივრცე

ალექსანდრე ვახტანგოვი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სრული პროფესორი.

საგანი თანამედროვე ტელესივრცე უმაღლესი განათლების სისტემის მესამე საფეხურზე  აუდიო-ვიზუალური ხელოვნების მკვლევარს, გააცნობს თანამედროვე სატელევიზიო გარემოს. ამერიკისა და ევროპის წამყვან ტელეკომპანიებს, მათ საორგანიზაციო, სამაუწყებლო, საკანონმდებლო სისტემებს, Dდაფინანსების  წყაროს. ახალ რეალობას სატელიტური, ცირული ტელევიზიის ტექნოლოგიურ მიღწევებს, ინტერნეტტელევიზიას, ინტერაქტიური და საზოგადოებრივი ქსელების პერსპექტივებს. სატელევიზიო ტექნიკისასა და ტექნოლოგიების ფორუმებსა და საკონფერენციო აქტუალურ თემატიკას. შერეული მაუწყებლობისა და თემატური არხების კონცეფციებსა და აქცენტების გადანაწილებას. რეიტინგისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანამედროვე ხერხებსა და სოციოლოგიურ სამსახურს. ტელეფესტივალების საორგანიზაციო და მიზნობრივ ფუნქციებს. საერთაშორისო სატელევიზიო აკადემიის, რომელიც აერთიანებს მსოფლიო მასშტაბით ყველა წამყვან ტელეკოპანიას და თავს უყრის საუკეთესო ტელე ოსტატებსა და ვიდეო პროდუქციას. 

სატელევიზიო საქმიანობა სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში ახალი სიტუაციური ამოცანების წინაშე დგება. მკვლევარისათვის დღეს სიახლედ მიწოდებული  სამაუწყებლო ფორმა და შინაარსი, ხვალ უეჭველად ძალინ მოძველებული აღმოჩნდება. საგნის შესწავლის მიზანი ნაკლებადაა სტუდენტისათვის მშრალი ინფორმაციის მიწოდება. მთავარია მან არჩეული პროფესიული საქმინობიდან გამომდინარე თავი იგძნოს ამ პროცესის უშუალო მონაწილედ, სულ მცირე, როგორც მაყურებელმა და მომხმარებელმა.

საგანი აღწერს მხოლოდ დღევანდელ სატელევიზიო სივრცეს, რომელიც მალე ისტორიად იქცევა და მიზნად ისახავს მკვლევარს გააცნოს მისი გავითარების პერსპექტივები, დასვას აქტუალური აქცენტები. 

ტელერეჟისურის თეორია და პრაქტიკა

ალექსანდრე ვახტანგოვი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სრული პროფესორი.

ტელერეჟისურის თეორიისა და პრაქტიკის შესწავლის მიზანია უმაღლესი განათლების სისტემის მესამე საფეხურზე მომზადდეს აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ისეთი მკვლევარი, რომელიც იცნობს  სატელევიზიო რეჟისურის თანამედროვე შემოქმედებით და პრაქტიკულ პროცესს. შეუძლია მხატვრული ჩანაფიქრის ანალიზი, წარმოების პროცესის დაგეგმვა, და მართვა. კურსი განიხილავს კინორეჟისურას, როგორც ტელე რეჟისურის საბაზისო თეორიას.

ტელერეჟისორის ჩანაფიქრის განხორციელებას  ბევრი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი ემსახურება. ავტორები, რედაქტორები, მხატვრები, ოპერატორები, მუსიკალური გამფორმებლები, მენეჯერები, ვიდეოტექნიკოსები, კომპიუტერული უზრუნველყოფის პროგრამისტები, გამნათებლები, სადადგმო ნაწილი და ა.შ. თითოეულ მათგანს კოორდინაციას უწევს რეჟისორი. მათი შეთანხმებული მუშაობისთვის პროფესიონალი რეჟისორი უნდა ფლობდეს სპეციალობის ტექნიკურ ხერხებს. კარგად უნდა აცნობიერებდეს ფინანსურ, ტექნოლოგიურ, თუ ადამიანურ რესურსს. გრძნობდეს პროფესიულ და პერსონალურ პასუხისმგებლობას შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ.

რეჟისორი ის ერთადერთი ადამიანა შემოქმედებით ჯგუფში, რომელიც ხედავს ჩანაფიქრის საბოლოო ეკრანულ სახეს. მისი ყველა გადაწყვეტილება  უნდა ემსახურენოდეს წარმოსახვითი შედეგის განხორციელებას. როლებს მსახიობები თამაშობენ, დეკორაციებს მხატვრები აშენებენ, მუსიკას კომპოზიტორი წერს, ოპერატორი კადრის ორგანიზაციით არის დაკავებული. რეჟისური -  აქტიური მეთვალყურა, როგოც შუამავალი სხვადასხვა პროფესიის შემოქმედებსა და ეკრანულ სახეს შორის. ამიტომ მან  გადაღების დაწყებამდე ზუსტად უნდა განსაზღვროს რა უნდა, რა იდეას, რა გამომსახველობითი ფორმით გამოხატავს და პრაქტიკულად, როგორ უნდა განახორციელოს შემოქმედებითი ჩანაფიქრი.

კურსი დოკუმენტური კინოწარმოების საფუძველზე გააცნობს მსმენელს რა ეტაპებს გადის პროექტი იდეური ჩანაფიქრიდან დასრულებულ ფილმამდე. ეს არის მხატვრული ჩანაფიქრის ტექნიკური განხორციელების, ეკრანული თხრობის ფუნდამენტური ცოდნა.  ის რაც დააგროვეს დღემდე პრაქტიკოსმა და თეორეტიკოსმა პროფესიონალებმა.

თანამედროვე კინო-ტელე ტექნოლოგიები

ალექსანდრე ვახტანგოვი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

პროგრამა მიზნად ისახავს თანამედროვე კინო ტელე ტექნოლოგიების, კინო და ტელე აპარატურის, პავილიონისა და სტუდიის, მოძრავი ტელესადგურების, ახალი თაობის კინო და ვიდეო კამერების,  სამონტაჟო კომპლექტებისა და პროგრამების, სარედაქტორო, კადრირებისა და სცენარის დასაწერი კომპიუტერული უზრუნველყოფის ტექნიკური შესაძლებლობებისა და პარამეტრების შესწავლას.

მხატვრობა და მუსიკა ტელევიზიაში

ალექსანდრე ვახტანგოვი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

კურსი “მხატვრობა და მუსიკა ტელევიზიაში” სტუდენტს გააცნობს მხატვრისა და მუსიკალური გამფორმებლის ფუნქციებს შემოქმედებით ჯგუფში. Nრა ამოცანები დგას დამდგმელი მხატვრის, მხატვარ დეკორატორის, რეკვიზიტიტორის, მხატვარ პროგრამისტის, კოსტიუმების მხატვრის წინაშე. როგორ ირჩევა მუსიკალური ფონი, ხმაურები, ხმოვანი აქცენტები. ეტაპობრივად  რა შემადგენლობისა და სპეციალიზაციის ჯგუფი ემსახურება პროექტის მხატვრულ და მუსიკალურ გაფორმებას პრაქტიკული და ტექნოლოგიური თვალსაზრისით. რას გვირჩევენ პროფესიონალები, რა დატვირთვა აქვს მათ ნამუშევრებში მუსიკასა და მხატვრობას. ტელერეჟისურა მოიცავს: მხატვრულ და დოკუმენტურ ტელესერიალს, გასართობ პროგრამებსა და თოქშოუს, კლიპებსა და სარეკლამო რგოლებს. ამიტომ, კურსი “მხატვრობა და მუსიკა ტელევიზიაში” სტუდენტებს გააცნობს თითოეული მათგანის სპეციფიურ სტრუქტურას, ფორმატისა და სამაუწყებლო მიზნიდან გამომდინარე.პროფესიონალური ნამუშევარი წარმოუდგენელია გააზრებული მხატვრული გადაწყვეტისა და ხარისხიანი მუსიკალურ-ხმოვანი პარტიტურის გარეშე.

ჟანრობრივი რეჟისურის ანალიზი

დავით ჯანელიძე, სრული პროფესორი

“ჟანრობრივი რეჟისურის ანალიზის” შესწავლის მიზანია, სტუდენტი ღრმად და საფუძვლიანად დაეუფლოს მსოფლიო კინოს ჟანრობრივი განვითარების   ნორმატივებს, ჟანრის, როგორც კინოენის,ფუნდამენტურ პრინციპებს,  რაც მას მომავალში შესაძლებლობას მისცემს, მსოფლიო კინემატოგრაფის თანამედროვე ჟანრობრივი ნორმები ზედმიწევნით და მიზნობრივად გამოიყენოს პრაქტიკულ პროფესიულ საქმიანობაში.

აღნიშნული კურსის შესწავლა წარმოადგენს მომავალი დოქტორანტის პროფესიული დაოსტატების ერთ-ერთ ძირითად ნაწილს. ამდენად, ის იძენს აუცილებელ ცოდნას პროფესიის დაუფლებისათვის, საკუთარი  პრაქტიკული პროფესიული/სამეცნიერო პროექტის წარდგენის უნარ-ჩვევებს.

ჟანრობრივი რეჟისურის ანალიზის სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტ-დოქტორანტთა პროფესიულ და შემოქმედებით დაოსტატებას, რაც, პირველ რიგ¬ში, გულისხმობს მათ მიერ იმ ნორმების  ფლობას (ცოდნასა და გამოყენებას), რომლებიც რეჟისურის ოსტატობის განვითარების შესაბამისი დონისათვის და მათი ძირითადი პროფესიისათვის არის მიღებული და სავალდებულო.

კურსი მოიცავს აქტუალურ საკითხებს ჟანრობრივი რეჟისურის, პრაქტიკული სტილისტიკის, მონტაჟის თანამედროვე სტანდარტების სფეროებიდან.

კურსი  ასევე  მიზნად ისახავს გამოჩენილ რეჟისორთა და ცნობილ კინომოღვაწეთა  პროფესიული ოსტატობის წარ¬მოჩენას. ყურადღება გამახვილდება იმ მხატვრულ–გამომსახველობით და სტი¬ლურ საშუალებებზე, რომელსაც იყენებს ესა თუ ის შემოქმედი თემის ჟანრობრივი დამუშავებისას.

სასწავლო კურსში განხილულია სპეციალური თემატიკა (სასწავლო კურსის თემატიკა თან ერთვის). თითოეული მათგანი შეიცავს აუდიტორიაში განსახილველ და დამოუკიდებლად დასამუშავებელ რამდენიმე საკითხს და სრულდება პრაქტიკული მაგალითით, რომელიც ახდენს განვლილ თავში განხილული მასალის ილუსტრირებას და განკუთვნილია მისი კრიტიკული გააზრებისათვის. ყოველი საკვანძო ნაწილის დასრულების შემდგომ, გათვალისწინებულია ზეპირი გამოკითხვები, ნახევარი კურსის შესწავლის შემდეგ – შუალედური გამოცდა, ხოლო მთლიანი კურსის დასრულების შემდეგ – დასკვნითი გამოცდა. Gგარდა ამისა,  სასწავლო კურსის ფარგლებში  სტუდენტი უნდა გაეცნოს პროფესიულ – ჟანრული შემოქმედების მთელ რიგ თავისებურებებს.

თანამედროვე პროცესები კინორეჟისურაში

დავით ჯანელიძე,  სრული პროფესორი

კურსის - თანამედროვე პროცები კინორეჟისურაში შესწავლის მიზანია, სტუდენტი ღრმად და საფუძვლიანად დაეუფლოს მსოფლიო კინოპროცესების   ნორმატივებს, რეჟისურის პროფესიული ოსტატობის ფუნდამენტურ პრინციპებს,  რაც მას მომავალში შესაძლებლობას მისცემს, მსოფლიო კინემატოგრაფის თანამედროვე ნორმები ზედმიწევნით და მიზნობრივად გამოიყენოს პრაქტიკულ პროფესიულ საქმიანობაში.

თანამედროვე პროცესები კინორეჟისურაში სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტ-დოქტორანტთა პროფესიულ და შემოქმედებით დაოსტატებას, რაც, პირველ რიგ¬ში, გულისხმობს მათ მიერ იმ ნორმების  ფლობას (ცოდნასა და გამოყენებას), რომლებიც რეჟისურის ოსტატობის განვითარების შესაბამისი დონისათვის და მათი ძირითადი პროფესიისათვის არის მიღებული და სავალდებულო.

კურსი მოიცავს აქტუალურ საკითხებს ზოგადად რეჟისურის, პრაქტიკული სტილისტიკის, მონტაჟის თანამედროვე სტანდარტების სფეროებიდან.

კურსი მიზნად ისახავს  საერთო პროგრამას, რომელიც მოიცავს რეჟისურის ყველა აქტუალურ საკითხს თანამედროვე დონეზე; ამავე დროს, ეს პროგრამა შესაძლებლობას იძლევა სასწავლო ამოცანებს მიესადაგოს კინოს ცალკეული დარგისა და სპეციალობისათვის ნიშანდობლივი პრობლემატიკა.

კურსი ასევე მიზნად ისახავს გამოჩენილ რეჟისორთა და ცნობილ კინომოღვაწეთა  პროფესიული ოსტატობის წარ¬მოჩენას. ყურადღება გამახვილდება იმ მხატვრულ–გამომსახველობით და სტი¬ლურ საშუალებებზე, რომელსაც იყენებს ესა თუ ის შემოქმედი თემის აქტუალობის წარმოსაჩენად, გმირის პორტრეტის, ხასიათის ძერწვისას.

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
0967343
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-10-20
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია