ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
დეკანი

ოთარ ლითანიშვილი - ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგი, კინორეჟისორი.

დაიბადა 1952 წელს ქ. სოხუმში. 1980 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოსეჟისორო ფაკულტეტი (ელდარ შენგელაიას შემოქმედებითი სახელოსნო).

იყო კინოოპერატორთა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ „ოქროს თვალის“ (“Golden Eye”) ჟიურის წევრი (2010წ. და 2014წ.), ჟიურის თავმჯდომარე (2011წ.)

 

მხატვრული ფილმები:

1977 - „დრიბლინგი“ - სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი. სტუდენტური კინო-ფესტივალი „ამირანი“ - პრიზი საუკეთესო კომედიური ფილმისთვის;

1979 - „Homo Sapiens უჰაერო სივრცეში“ - სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი. პრიზი საუკეთესო რეჟისორული გადაწყვეტისთვის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე “L’ARTICHOQUE”;

1981 – „ნადირობა“ - სცენარის ავტორი დავით ახობაძესთან ერთად და დამდგმელი რეჟისორი. სტუდენტური კინო-ფესტივალი „ამირანი“ - გრანპრი და პრიზი საუკეთესო სცენარისთვის;

1982 – „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ - მეორე რეჟისორი. სსრკ სახელმწიფო პრემია;

1984 – „ტერანგი“ - დამდგმელი რეჟისორი. სსრკ კინოდათვალიერება - პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის, სპეციალური პრიზი ორიგინალური კინო-კადრისათვის; პრიზი გმირსა და საზოგადოებას შორის არსებული მწვავე ურთიერთობის სიღრმისეული გადმოცემისთვის - ბრნო 1986.

1985 წლიდან ფილმის საეტალონო ასლი ინახება ქ. ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკაში

1988 – „ვამეხი მოდის“ - დამდგმელი რეჟისორი ოთარ შამათავასთან ერთად;

1989 – „შემსრულებელი 977“ - სცენარის ავტორი დავით ახობაძესთან ერთად და დამდგმელი რეჟისორი;

2001 – „საქველმოქმედო წარმოდგენა“ - სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი;

2003 – „ანანოს დაბადების დღე“ - სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი.

 

დოკუმენტური ფილმები:

2000 - „შეუძლებელი კაცისთვის, შესძლებელი ღვთისთვის“ - სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი;

 

2004 – „მძიმე ასაკი“ - სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი;

2006 – „ღირს არს ჭეშმარიტად“ - სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი;

2007 – "CREDO" - სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი;

2015 – „ოქროს საწმისის საიდუმლო“ - სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი.

 

ტელეგადაცემები:

1998-1999 – „ტელეპროცესი“ - ისტორიულ-შემეცნებით გადაცემათა ციკლი, სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ლევან ერისთავთან ერთად;

2003 – „დაუვიწყარი სახეები“ - სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი;

2004-2005 – „წუთი სოფელში“ - ეთნოგრაფიულ-შემეცნებით გადაცემათა ციკლი, სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი;

2006 – „ავტომანია“ - სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი;

2007 – „სტუმარ-მასპინძელი“ - სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი;

2008-2009 – „რვანი“ - სცენარის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი და ტელეწამყვანი;

2009-2010 – „ორნი ქალაქში“ - სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი;

2010 – „მეც დავბერდები“ - ტელემარათონი, პროექტის ხელმძღვანელი, სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი.

 

დადგმები:

1982 - როკ-ოპერა „რომეო და ჯულიეტა“ - რეჟისორი რობერტ სტურუასთან ერთად;

1984-1987 – „დისკოტეკა, დისკობოლი, დისკოჰოლი“ - საესტრადო შოუ ანსამბლ „75„-ის ბაზაზე, პროექტის ხელმძღვანელი;

1985 – „ოქროს დელფინი“ - საერთაშორისო სიმღერის ფესტივალი, ბიჭვინთა, პროექტის ხელმძღვანელი, სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ლევან ერისთავთან ერთად.

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
0950462
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-03-24
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია