ENGLISH /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი

მხატვრული კინოს რეჟისურა

კურსის ხელმძღვანელი დავით  ჯანელიძე

კურსი შედგება ოთხი ნაწილისაგან

1.            კინოს რაობა

Pპირველ წელს ვეცნობით მსოფლიო კინოს შედევრებს. ვუყურებთ მაქსიმალურად ბევრს, არაქრონოლოგიურად, რათა შევიცნოთ Kკინოს ბაზისი, რომელიც ერთია როგორც მუნჯურ (საწყის კინემატოგრაფში), ასევე თანამედროვე კინოში.

Dდავალებებიც შესაბამისია : ამბის ფოტოთხრობა-3 კადრით, 7 კადრით, 24 კადრით

Pპირველი კინოეტიუდები : განწყობითი ჩანახატები, რეპორტაჟები, პორტრეტები

2.            კინოთხრობა

მეორე წელს ვსწავლობთ კინოთხრობას. Eენას, რომელიც განსხვავებულია ხელოვნების სხვა, მომიჯნავე დარგებისაგან. ვაგრძელებთ მსოფლიო შედევრების ყურებას და ვიწყებთ ამ ფილმების დაშლას შემადგენელ ნაწილებად. მონტაჟური გადანაცვლებების საშუალებით არსებული ფილმის ახალ წყობას ვიგონებთ და სხვა სიუჟეტს, სხვა ემოციურ შედეგს ვღებულობთ.

Dდავალება რთულდება და წლის ბოლოს უნდა მივიღოთ ერთ ეპიზოდიანი, მაგრამ დასრულებული ფილმი.

3.            ფილმის სტრუქტურა

Mმესამე წელი პროფესიული დახელოვნების წელია. გრძელდება ფილმების ყურება და საუბარი სტრუქტურაზე, ამა თუ იმ ფილმის კონსტრუქციულ აგებულებაზე, ჟანრობრივ თავისებურებებზე და თხრობის სტილზე.

Dდავალება: რამდენიმე ერთკადრიანი სიუჟეტური ფილმი.

წლის ბოლოს საკურსო- რამდენიმე ეპიზოდიანი მოკლემეტაჟიანი(10-15წთ) მხატვრული ფილმი

4.            სტილი

მეოთხე წელი ინდივიდუალური დახელოვნების წელია. ვეცნობით კინოოსტატების ინდივიდუალურ ხელწერას და ვმსჯელობთ კინოენის, კინოთხრობის თავისებურებებსა განსხვავებულობაზე

მუშაობა სადიპლომო ფილმზე

მხატვრული კინოს რეჟისურა

კურსის ხელმძღვანელი მიხეილ კობახიძე

მხატვრული კინოს რეჟისურის ოსტატობა, რომელიც კინო სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტების სასწავლო პროცესის ძირითადი შემადგენელი მოდულია, ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის წარმოადგენს უაღრესად საინტერესო, შემოქმედებით სფეროს, რომლის ეფექტურად წარმართვის შემთხვევაში, შესაძლებელია ქართულ კინემატოგრაფიაში მოვიდეს საინტერესო, ახალი შემოქმედებითი მუხტით აღსავსე ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა თაობა.

პირველ რიგში, ჩემი მიზანია, გადავცე მათ ჩემი გამოცდილება კინორეჟისურაში, როგორც სალექციო, ასევე პრაქტიკული მუშაობის გზით. ეს გულისხმობს ლიტერატურული და სარეჟისორო სცენარების დამუშავებას.

გადაღებისათვის მომზადებას, გადაღების პერიოდს, მონტაჟს თუ მსახიობთან მუშაობას, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური მეცადინეობის დროს, სადაც აქტიურად იქნება ჩართული საეტიუდო დადგმების ტრადიციული გამოცდილება და ჩემს კინოშემოქმედებაში გამოყენებული ახალი, მხატვრული მიგნება.

სასწავლო პროცესში ასევე გამოვიყენებ ჩემს დიდ გამოცდილებას მასტერკლასებზე, რომელიც მაქვს ჩატარებული ბერლინში, ჰამბურგში, პარიზში, სიენაში, რომში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

დოკუმენტური კინოს რეჟისურა

კურსის ხელმძღვანელი ვაჟაზუბაშვილი, ასოცირებული პროფესორი 

სტუდენტებმა კარგად უნდა გააცნობიერონ ცივილიზაციის სხვადასხვა ეტაპზე გამომსახველობითი საშუალებების განვითარების პროცესი; აუდიო-ვიზუალური პროდუქტის შექმნის კრიტერიუმები და პრინციპები; შეისწავლონ ეკრანის ენის და ეკრანული გამოსახვის პლასტიური საშუალებები და ხერხები; დოკუმენტური ფილმის არსი, სპეციფიკა და შესაძლებლობები; თანამედროვე დოკუმენტური ფილმის სახეები და ფორმატები, მომავალი ფილმის პროექტის შექმნის-სცენარის, გადაღების, მონტაჟის მეთოდები და საშუალებები; გამოიმუშაონ მასალაზე დამოუკიდებელი მუშაობის უნარჩვევები

თეორიული მასალის ასათვისებლად და პრაქტიკული უნარჩვევების გამოსამუშავებლად ზეპირსიტყვიერ მეთოდთან ერთად გამოყენებული იქნება , წიგნზე მუშაობის, სტუდიური, პრაქტიკული, შემთხვევისა და ანალიზის, დემონსტრირების და ინტერაქტიური მეთოდები. რაც გულისხმობს: შესაბამის თემაზე მითითებული ლიტერატურის დამუშავებას, შემოქმედებითი ხედვის და გაზრების წერილობით წარმოდგენას; შეთავაზებული სიტუაციის ანალიზსა და ინტერპრეტაციას;  საილუსტრაციო მასალის (ფილმის, ფილმის მასალის) ანალიზსა და დისკუსიას.

სწავლება წარიმართება სალექციო, პრაქტიკული მეცადინეობების სახით. ყოველი კურსის ბოლოს სტუდენტი წარმოადგენს საკურსო ნამუშევარს ვიდეოფირზე, რაც დაეხმარება გაიღრმავოს ეკრანული ნაწარმების შექმნის კრიტერიუმების თეორიული ცოდნა და დაეუფლოს პრაქტიკულ უნარჩვევებს.

დოკუმენტური კინოს რეჟისურა

კურსის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მიხო ბორაშვილი

თანამედროვე სამყაროს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში დოკუმენტურ კინოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. კინემატოგრაფის ეს ჟანრი საშუალებას იძლევა მრავალფეროვნად იქნას წარმოჩენილი ეკრანზე  დოკუმენტი, ფაქტი: უშუალო რეპორტაჟი, დოკუმენტები სუფთა სახით, დოკუმენტის ლირიული, მხატვრული გააზრება, დოკუმენტების მონტაჟი - მოკლედ, ამ გზაზე დოკუმენტური ფილმის რეჟისორისთვის განსაკუთრებულად საინტერესო შესაძლებლობები იკვეთება.

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტების კინოენით აზროვნების ჩამოყალიბება, კინოხედვის სწორი მიმართულებით წარმართვა. ფილმის წარმოებაში ესთეტური თავისებურებების ძიებისა და ტექნოლოგიური ჯაჭვის საფუძვლიანი შესწავლა. დოკუმენტური ფილმის წარმოების ყველა ეტაპის დანიშნულებისა და ამ ეტაპებზე სამუშაოდ საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევების შესწავლა და გამომუშავება.

სწავლის პროცესში ყურადღება დაეთმობა კინოდოკუმენტალისტიკის განვითარების ეტაპების, კინოს გამომსახველობითი საშუალებების შესწავლას, კინოენის სტილისტურ ფორმებს. სტუდენტები გულდასმით შეისწავლიან მომავალი ფილმისთვის თემის დამუშავებას, მასალის მოძიებისა და კვლევის მეთოდებს და მის ანალიზს. შეისწავლიან და პრაქტიკულად განახორციელებენ მომავალი ფილმის პროექტის სრული პაკეტის მომზადებას (კინოსცენარი, ლოგლაინი, თრითმენტი, ექსპლიკაცია, სარეჟისორო გეგმა, საწარმოო გეგმა).

სასწავლო კურსის მეორე სემესტრიდან დაწყებული სადიპლომო ფილმამდე სტუდენტი ყოველ სემესტრში გადაიღებს მოკლემეტრაჟიან სასწავლო (საკურსო) ფილმს.

სასწავლო კურსი წარიმართება აუდიტორული (ლექცია-სემინარი) და ძირითადად პრაქტიკული (სტუდიური) და ინდივიდუალური მუშაობის ფორმატში.

ტელერეჟისურა

კურსის ხელმძღვანელი თინათინ ჭაბუკიანი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

XXI საუკუნეში ტელევიზია (ტელეპროდუქცია) ერთ -ერთი მძლავრი იდეოლოგიური იარაღია. თავად ტელევიზია მოზაიკური სტრუქტურის ხასიათისაა და მრავალ ტელეფორმატს მოიცავს.  (საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი, საბავშვო, სპორტული, მუსიკალური, რეკლამა, ტელეფილმი და სხვ.) ცხადია ტელევიზიას უმთავრესად საინფორმაციო დატვირთვა აქვს, თუმცა ეს არ გამორიცხავს რომ მის ბაზაზე შეიქმნას მხატვრული პროდუქციაც.

 ტელერეჟისურის საბაკალავრო პროგრამა, სტუდენტებს საშულებას აძლევს მოსინჯოს და სრულფასოვნად გამოარკვიოს თავისი შესაძლებელობები. 

ტელევიზიამ თავისი განვითარების საწყისი ეტაპიდან  შეითვისა და გამოიყენა, როგორც კინოს ასევე თეატრალური ხელოვნების გამომსახველი საშუალებები. თუმცა  მცირე ეკრანი, როგორც ხშირად უწოდებენ მას უმეტესწილად სწორედ ეკრანის გამომსახველ საშუალებებს იყენებს. აქედან გამომდინარე სტუდენტები გაეცნობიან და შეისწავლიან, არა მარტო ტელევიზიის განვითარების ეტაპებს, არამედ ეკრანული ენის გამომსახველობით საშულებებს, სტილისტურ ფორმებს. შეისწავლიან თემის დამუშავებას, მასალის მოძებნას და კვლევის მეთოდებს. გაეცნობიან თანამედროვე სატელევიზიო  ტელეფორმატებს. ყურადღება გამახვილდება პირდაპირ ტრანსლაციებზე, (მყისიერი მონტაჟი) რაც ტელვიზიის მთავარი მახასიათებელია.

სასწავლო კურსი წარიმართება აუდიტორიული (ლექცია - სემინარებით) და ძირითადად პრაქტიკული (სტუდიური) და ინდივიდუალური მუშაობის ფორმატში. სტუდენტები შეისწავლიან სატელევიზიო პროექტის სრული პაკეტის მომზადებას: (სცენარი, ლოგლაინი, თრითმენტი, ექსპლიკაცია, სარეჟისორო გეგმა, საწარმოო გეგმა).

 სასწავლო პროცესის ბოლო კურსზე სტუდენტი ირჩევს სასურველ ფორმატს (ტელეპროექტი, რეკლამა, ვიდეორგოლი დოკუმენტური ან მხატვრული ტელფილმი და სხვ.) და უშუალოდ ხელმძღვანელის ჩართულობით ახორციელებს.

ოპერატორის ოსტატობა

კურსის ხელმძღვანელი დავით გუჯაბიძე, ასოცირებული პროფესორი, დოქტორი.

სასწავლო კურსის მიზანია  უნივერსალური კინო-ტელე ოპერატორის - მრავალმხრივ მომზადებული  სპეციალისტის აღზრდა, რომელსაც შეუძლია თანაბარი წარმატებით გადაიღოს კინოფილმი (დოკუმენტური და გათამაშებული ფილმი) და სატელევიზიო პროგრამა. სტუდენტი შეისწავლის ოპტიკური მხატვრობის სხვადასვა ფორმების - ფოტოგრაფიის, კინო და სატელევიზიო პროგრამების ოპერატორის პროფესიის თავისებურებებს, იძენს გადამღებ და გამნათებელ აპარატურასთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, აწარმოებს სხვადასხვა ჟანრისა და დანიშნულების სასწავლო, ტექნიკურ და შემოქმედებით გადაღებებს (ნატურაზე, ინტერიერში, პავილიონში), სასწავლო ფილმების გადაღებისას მუშაობს სტუდენტ- რეჟისორთან, მსახიობთან, მხატვართან, გამნათებელთან და გადამღები ჯგუფის სხვა წევრებთან; სწავლობს გადასაღები მასალის დაგეგმვის, რეალიზაციისა და საკუთარი შემოქმედებითი მუშაობის პროცესის წერილობით აღწერას პრეზენტაციისათვის.

სასწავლო კურსის ფორმატს წარმოადგენს ლექცია-პრაქტიკუმი, პრეზენტაცია, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა.

კინოოპერატორის ხელოვნება

კურსის ხელმძღვანელი გიორგი გერსამია, პროფესორი

ქართულ კინოწარმოებას ესაჭიროება დიდი შემოქმედებითი შესაძლებლობების, ნებისმიერი სირთულის ამოცანების გადაწყვეტის უნარის მქონე ახალი სპეციალისტების თაობა.

კინოოპერატორების მომზადების და აღზრდის პედაგოგიური პროცესის ამოცანაა  მხატვრის, განათლებული ადამიანის ფორმირება. კინოოპერატორი  იღებს ფილმს და ის  პასუხისმგებელია ეკრანული სახეების გამომხატველობითობაზე. კინოოპერატორის სამუშაო მოითხოვს მხატვრულ ნიჭს, სპეციალურ ცოდნას და უნარს. იგი უნდა ფლობდეს პავილიონში, ინტერიერებსა და ნატურაზე მხატვრული კინოგანათების ხელოვნებას და ტექნიკას, რთული ვიდეოაპარატურით გადაღების ტექნიკას.

ოპერატორის კურსი მიზნად ისახავს ასწავლოს სტუდენტს ვიდეო გადაღების სწორად ჩატარება, მხატვრული და ტექნიკური დონის გათვალისწინებით.

ამისთვის არის გამოყენებული სხვადასხვა მეთოდები:

1.            ზეპირსიტყვიერი მეთოდი: ლექციები და სემინარები,

2.            საოპერატორო კლასიკის ჩვენება და განხილვა,

3.            ფოტო და ვიდეო გადაღება პავილიონში და ნატურაზე, განათების სხვადასხვა სქემები.

შეძენილი ცოდნის საფუძველზე სტუდენტი დამოუკიდებლად იღებს საკურსო ნამუშევრებს რეჟისორთან ერთად.

მეოთხე კურსის ბოლოს ხდება სადიპლომო ნამუშევრის დაცვა.

კურსდამთავრებული შესძლებს მუშაობას სხვადასხვა სტუდიებში, აგრეთვე სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში.

კინოოპერატორის ხელოვნება

კურსის ხელმძღვანელი მიხეილ მაღალაშვილი, ასოცირებული პროფესორი

ჩვენი მიზანია თანამედროვე მრავალმხრივ განათლებული უნივერსალური ოპერატორის - თვითმყოფადი ხელოვანის აღზრდა, რომელსაც შეუძლია თანაბარი წარმატებით გადაიღოს კინოფილმი და სატელევიზიო პროგრამა. იგი დაუფლებული იქნება კინოოპერატორის ხელობისა და ხელოვნების უმთავრეს ელემენტებს: კადრის კომპოზიციური აგების, მხატვრული განათების. გამოსახულების შექმნის კინო, ვიდეო და ციფრული ტექნოლოგიების საფუძვლებს. უნდა შესძლოს თეორიული ცოდნის რეალიზაცია გადასაღებ მოედანზე ტექნიკური და მხატვრული ამოცანების ოპერატიული და ქმედითი გადაწყვეტა რეჟისორთან, მხატვართან, მსახიობთან და სხვა პარტნიორებთან ურთიერთობით. 

ოპერატორის ოსტატობის სასწავლო მოდულის განხორციელებისას გამოიყენება რამდენიმე მეთოდი:

1.            ვერბალური, ანუ  ზეპირსიტყვიერი მეთოდი

2.            პრაქტიკული სამუსაოები ნატურაზე და პავილიონში, როგორც ფოტო ასევე ვიდეოკამერით.

3.            წიგნზე მუშაობის მეთოდი.

4.            დემონსტრირების მეთოდი – გულისხმობს სტუდენტების მხრივ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციას, გამოფენების ორგანიზებას, ფილმების წარმოდგენას და დაცვას.

5. თეორიული ცოდნის პრაქტიკული რეალიზაცია .

6.  კინოკლასიკის ჩვენება, გარჩევა.

ხმის რეჟისურა

კურსის ხელმძღვანელი მ. ურუშაძე, ასოცირებული პროფესორი

ხმის რეჟისურის სწავლების სრული კურსი მიზნად ისახავს: ბგერის ფუნდამენტური პრინციპების, უახლესი ტექნოლოგიური მეთოდებისა და საშუალებების, სატელევიზიო და კინოპროდუქციის გახმოვანების ფსიქოლოგიურ-კომერციული საფუძვლების სწავლებას; იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც სტუდენტს საშუალებას მისცემს კრიტიკულად და ობიექტურად შეაფასოს მოცემული პროდუქციის ხარისხი, შემოქმედების დონე, კომერციული ღირებულება და თავად შექმნას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მაღალი დონის კინო-ტელე პროდუქცია. 

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: საერთაშორისო სტანდარტები, აკუსტიკის საფუძვლები, ანალოგი და ციფრული მედია, მიკროფონების გამოყენების ტექნიკა, სიხშირეების სპეციფიკა, ბგერის ფილტრები, ბგერის ჩაწერის, დამუშავების, შერევის, დახვეწის ტექნიკა და სხვა.

სრული კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტი ჩამოყალიბდება როგორც დამოუკიდებელი პროფესიონალი ხმის რეჟისორი, რომელსაც ექნება ფუნდამენტური თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

                                                                  

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
0953100
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2017-04-25
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია