ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
სპეციალობები

ფაკულტეტზე არის სპეციალობათა ფართო სპექტრი, და ყოველი მათგანი ხელოვნებასა და კულტურას უკავშირდება: ხელოვნების ისტორიისა და თეორიის შემსწავლელი სპეციალობები  - თეატრმცოდნეობა, კინომცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა (სახვითი ხელოვნება და არქიტექტურა). ამავე დროს არის სპეციალობები, რომლებიც ჰუმანიტარულ დარგებს არ მიეკუთვნება, მაგრამ ხელოვნებასა და კულტურის სფეროსთან უშუალო კავშირი აქვს. ესენია: ჟურნალისტიკა აქცენტით კულტურის ჟურნალისტიკაზე, კულტურული ტურიზმი და ხელოვნების მენეჯმენტი.

სწავლა ხორციელდება სამ საფეხურზე:

ბაკალავრიატი - საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მოცულობა მოიცვავს არანაკლებ 240 კრედიტს; სწავლა ხორციელდება 4 წლიანი სწავლების ვადით და კურსდამთავრებულს ენიჭება ბაკალავრის ხარისხი;

მაგისტრატურა - საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მოცულობა მოიცვავს არანაკლებ 120 კრედიტს; სწავლა ხორციელდება 2 წლიანი სწავლების ვადით და კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაციის მაგისტრის ხარისხი;

დოქტორანტურა - საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მოცულობა მოიცვავს არანაკლებ 180 კრედიტს; სწავლა ხორციელდება 3 წლიანი სწავლების ვადით და კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაციის დოქტორის ხარისხი;

სპეციალობების დახასიათება შეგიძლიათ იხილოთ საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგში





^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2558890
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2023-12-07
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია