ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
სამეცნიერო მუშაობა

სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სამეცნიერო საქმიანობა უკავშირდება ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებების კვლევით საქმიანობას. ფაკულტეტზე არის შემდეგი სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებები: თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, ქორეოლოგიის, მედიის, ხელოვნების მენეჯმენტის და კუტურული ტურიზმის.

ფაკულტეტის მიმართულებები ანხორციელებენ ფუნდამენტურ კვლევებს სახელოვნებო მეცნიერებების დარგებში, მედიის მიმართულებით (კულტურა მედიაში) და ა.შ. მათ წვლილი შეაქვთ მეცნიერულ და კულტურულ განვითარებაში ეროვნულ და ზოგ შემთხვევაში, საერთაშორისო დონეზე.

ფაკულტეტის მიმართულებებს აქვთ საკუთარი კვლევითი საქმიანობის ჩამოყალიბებული ხედვა და მათ საქმიანობაში სამომავლოდაც დაგეგმილია კომპლექსური კვლევითი აქტივობები, რომლებიც რიგ შემთხვევბში სხვა დაწესებულებებთან (მუზეუმი, თეატრი, კინოცენტრები, მედიასივრცე და ა.შ.) თანამშრომლობით განხორციელდება. აღნიშნულის პარალელურად, ისევ პრობლემად რჩება ქართულენოვანი სახელმძღვანელოების დეფიციტი და მიმართულებების სამომავლო გეგმაშია მუშაობის გაგრძელება ამ მხრივ.

კვლევითი საქმიანობის შედეგების წარდგენის ხელშეწყობის მიზნით დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციებს, რომელთაც საფუძველი ჩაეყარათ 2008 წელს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, პროფესორ ნატო გენგიურის ინიციატივით.2008 წელიდან სამეცნიერო კონფერეციებმა სისტემატური ხასიათი შეიძინა. ჩვენი უნივერსიტეტის კონფერენციათა მთავარი თემა ხელოვნებათმცოდნეობთი (თეატრმცოდნეობა, კინომცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, ქორეოლოგია, მუსიკათმცოდნეობა) კვლევები, მედიის კვლევები და ხელოვნებასთან და კულტურასთან კავშირში მყოფი სხვა სფეროებში (ხელოვნების მენეჯმენტი, ტურიზმი) წამოჭრილი საკითხებია. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ყოველ წელს აღებს კარს აღნიშნული თემებით დაინტერესებული სტუდენტებსა და მკვლევარებსთვის და ხელს უწყობს კვლევების გაზიარებას, მსჯელობას, მეცნიერულ შეხედულებათა, აზრთა გაცვლა-გამოცვლას, სამეცნიერო დისკუსიას.

მაგისტრატურის და დოქტორანტურის აკადემიური საფეხურების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას უძღვება ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი. დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელები თავიდანვე ჩართულნი არიან დოქტორანტის კვლევით საქმიანობაში, როგორც დისერტაციის პროექტის წერისას ისე შემდგომ კვლევის ყველა ეტაპზე.დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელები ეხმარებიან მათ, როგორც კვლევითი ხასიათის საკითხებთან დაკავშირებით, ისე პროექტების შექმნაში კვლევისთვის დამატებითი თანხების მოსაძიებლად (რუსთაველის ფონდის სადოქტორო გრანტები), უცხოელ პროფესორებთან დაკავშირებაში და სხვა.

- ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო კონფერენცია

- სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია

- ქორეოგრაფიული სტუდენტური ფესტივალი და კონფერენცია „ტერფსიქორე“

- 2012-17 წლებში გამოსაცემად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომების სია

- დაცული დისერტაციების სია

- ჩვენი უცხოელი კოლეგების, ექსპერტების სია

მიმდინარე საგრანტო პროექტები/კვლევები



^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2658515
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-04-11
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია