ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი

ნანა დოლიძე

კინომცოდნე, ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დრამის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

1991 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი კინომცოდნის სპეციალობით. ამავე წელს დაამთავრა სასწავლო კურსი ჟურნალისტიკის სპეციალობით.

1991 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტში პედაგოგად და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად.

1997 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „დავით კლდიაშვილის ეკრანიზაცია ქართულ კინოში“.

სხვადასხვა დროს იყო ნატა ვაჩნაძის სახელობის სტიპენდიანტი, წლის საუკეთესოს ნომინაციაში გამარჯვებული.

არის მრავალი სამეცნიერო სტატიისა და პუბლიკაციის ავტორი კინოს, მასობრივი კომუნიკაციის, მედიის კვლევებისა და კულტურის სფეროში. იყო არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი და საგრანტო პროექტის მონაწილე და ხელმძღვანელი.

2006 წლიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

2008 წლიდან სამაგისტრო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის კვლევების მიმართულებით.

2014-2018 წლებში იყო ფაკულტეტის სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

2016-2021 წლებში „ქართული კინომემკვიდრეობის საქართველოში დაბრუნების“ პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი.

2018 – 2021 წლებში ქართული კინომემკვიდრეობის რესტავრაციისა და დიგიტალიზაციის პროექტის ხელმძღვანელი.

2021 წლიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

ამჟამად მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით კითხულობს დისციპლინებს: ჟურნალისტური ოსტატობის შემოქმედებითი საფუძვლები, მედიაპროპაგანდის მეთოდები, მასობრივი კომუნიკაციის განვითარების ძირითადი ტენდენციები, ტელევიზიის ჟანრულ-თემატური სტრუქტურა, კინო და ტელევიზია, ტელევიზია და აუდიტორია, მედიატექსტის კვლევის მეთოდები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2658024
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-04-11
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია