მანანა ლეკბორაშვილი
კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, 1993 წელს – რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი კინომცოდნის სპეციალობით.
1990 წლიდან მუშაობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში კინოკაბინეტის გამგედ, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად.
2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „60-70-იანი წლების ქართული კინოს ჟანრული ტენდენციები“.
2006-2009 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 2014 წლიდან დღემდე უკავია იგივე თანამდებობა. კითხულობს ლექციებს მსოფლიო კინოს ისტორიაში, კინოკრიტიკასა და კინოს თეორიაში.