მალხაზ ღვინჯილია
გეოგრაფი, გეოგრაფიის დოქტორი, პროფესორი
1995 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი გეოგრაფიის სპეციალობით.
2003 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „საქართველოს შავიზღვისპირეთისა და მიმდებარე ტერიტორიების ტურისტულ-რეკრეაციულ რესურსული პოტენციალი“.
2007 წლიდან არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კულტურული ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი. კითხულობს ლექციებს შემდეგ დისციპლინებში: ეკოტურიზმი, მსოფლიოს ტურისტული ცენტრები და ტუროპერეიტინგი.