ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
მაგისტრატურა - სილაბუსების ანოტაციები

ქართული თეატრის საწყისები

დისციპლინის მიზანია მაგისტრანტებს ახალი რაკურსით დაანახოს ქართული თეატრის განვითარების ისტორიული გზა-დასაბამიდან (საწყისებიდან) XIX საუკუნის ბოლომდე. განხილულ-გაანალიზებული იქნება ის შემოქმედებითი პროცესები, ძიებები, რომლებიც ამ ხნის მანძილზე წარმოებდა. განსაკუთრებული აქცენტი იქნება გამახვილებული აქტიორული გამომსახველობითი საშუალებების, ვიზუალური სამეტყველო ენის, ფორმების, ხერხების თანდათანობით, ეტაპობრივ განვითარება-დახვეწაზე. ამ საგნის, გავლა სტუდენტს საშუალებას მისცემს გაიფართოვოს საკუთარი ცოდნის თვალსაწიერი კონკრეტულად ქართული თეატრის ისტორიის მიმართულებით. რაც, თავისთავად უკვე მყარი საფუძველია იმისა, რომ მაგისტრანტმა სათანადო, პროფილური, მისთვის საინტერესო საკვლევი თემა შეარჩიოს საკვალიფიკაციო ნაშრომისათვის.

XVIII-XIX საუკუნეების ქართული თეატრი

საგნის მიზანია XVIII-XIX საუკუნეში, ქართულ თეატრში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესების შესწავლა-გაანალიზება. ნათლად, მკაფიოდ გარკვევა იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებში, რომელიც უკავშირდება სათეატრო ხელოვნების ისეთ არსებით ასპექტებს, როგორიცაა დრამატურგია და სამსახიობო ოსტატობა. ამ მიმართულებით ისტორიის განხილული მონაკვეთი საფუძველს უყრის XX საუკუნის ქართულ თეატრს. ამ პერიოდში ქართულმა თეატრმა განავითარა საკუთარი თვითმყოფადობა და საფუძველი ჩაუყარა პროფესიული თეატრის შექმნას; ისტორიის ამ ეტაპზე, აშკარაა დასავლეთ ევროპასა და რუსეთში, სათეატრო ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების ზეგავლენა. ძიებების თვალსაზრისით ძალზე საინტერესოა ერეკლე მეფის სამეფო კარისა და XIX საუკუნეში შექმნილი ორივე პროფესიულ თეატრში მიმდინარე პროცესები.

კურსი მოიცავს, თეატრის, როგორც სინთეზური ხელოვნების შემადგენელი ყველა კომპონენტის ძირეულ შესწავლას.

XVIII-XIX საუკუნეების მსოფლიო თეატრში მიმდინარე პროცესები

კურსის მიზანია გადმოსცეს ის ძირითადი პროცესები, რომლებიც ე.წ. ახალი დროიდან XX საუკუნის დამდეგამდე მიმდინარეობს მსოფლიო თეატრში. აღნიშნული პროცესები განიხილება იმ მსოფლმხედველობრივ კონტექსტში, რომელიც განაპირებებს აღნიშნულ ცვლილებებსა და ტენდენციებს. ეს საშუალებას მისცემს სტუდენტებს, უკეთ დაინახონ თანამედროვეობამდე მომავალი უწყვეტი ლოგიუკური ჯაჭვი და რეტროსპექტიულად შეიმეცნონ თანამედროვე პროცესების ფესვები და გამომწვევი მიზეზები.

აღნიშნული კურსის შესწავლის შედეგად სტუდენტები გაამთლიანებენ ერთიანი პრინციპით თეატრის ისტორიის ცოდნას, დაინახავენ მას ისტორიულ პერსპექტივაში, სემინარებზე შესრულებული სამუშაოების წაყლობით, შეძლებენ დამოუკიდებლად გააანალიზონ და დააკავშირონ ერთმანეთთან სხვადსხვა სახის პროფესიული ინფორმაცია.

XIX საუკუნის ქართული დრამატურგია

ეს კონკრეტული საგანი კი მიეძღვნება XIX საუკუნის ქართული დრამატურგიის (გიორგი ერისთავის, ზურაბ ანტონოვის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით ერისთავის, აქვსენტი ცაგარელის, ალექსანდრე ყაზბეგის, რაფიელ ერისთავისა და სხვა ავტორთა ქმნილებები) შესწავლა-გაანალიზებას.

კურსის შესწავლის შემდეგ, მაგისტრანტები შეძლებენ:

სრულფასოვნად გააანალიზონ საწყისებიდან XVIII-XIX საუკუნეების ქართული დრამატურგია;

შეაფასონ XIX საუკუნის მხატვრული პროცესების როლი ქართული დრამატურგიის შექმნაში;

გააანალიზონ მხატვრულად XIX ს-ის პიესები, შეაფასონ მათი მნიშვნელობა, ღირსება და ნაკლი ხალხური სანახაობების (ბერიკაობა, ყეენობა) ერთგვარ დრამატურგიულ მონახაზსა თუ XVIII საუკუნის დრამატულ თხზულებებთან შედარებით კონტექსტში.

XX საუკუნის ქართული დრამატურგია

ესაა პერიოდი, როდესაც იქმნება ახალი ქართული დრამა.

აღნიშნული კურსის შესწავლის შემდეგ, მაგისტრანტები შეძლებენ:

სრულფასოვნად გააანალიზონ XX საუკუნის ქართული დრამატურგია; ვაჟა-ფშაველას, დავით კლდიაშვილის პიესები, რომელიც განვითარების ამ ახალი ეტაპის საწყისია, საფუძველია.

ეცოდინებათ შალვა დადიანის, გრიგოლ რობაქიძის, პოლიკარპე კაკაბაძის ნაწარმოებები და მათი მნიშვნელობა ქართული სათეატრო პროცესების კონტექსტში.

შეაფასებენ ახალი ქართული დრამის მნიშვნელობას თეატრის განვითარებაში, ახალ იდეებს, პრობლემებს, საკითხებს, გამომსახველობის ახალ ფორმებს, ხერხებს, საშუალებებს.

შეიძენენ ახალი ქართული დრამატურგიის კვლევა-გაანალიზებისთვის აუცილებელ ინფორმაციას. მაგისტრანტის თვალსაწიერი გაფართოვდება.

ეცოდინებათ სხვა დარამატურგთა შემოქმედებაც (იონა ვაკელი, ვალერიან კანდელაკი, კიტა ბუაჩიძე, თამაზ ჭილაძე, ლაშა თაბუკაშვილი, შადიმან შამანიძე, ირაკლი სამსონაძე, ლაშა ბუღაძე და სხვები). კარგად გაიაზრებენ დრამატურგთა იმ თაობების შემოქმედებას, რომლებმაც განავითარეს ქართული დრამატული მწერლობა.

XX საუკუნის ქართული თეატრი

საგნის მიზანია XX საუკუნეში, ქართულ თეატრში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესების შესწავლა-გაანალიზება.

კურსის შესწავლის შემდეგ, მაგისტრანტები შეძლებენ:

სრულფასოვნად გააანალიზონ XX საუკუნის სათეატრო პროცესები საქართველოში;

გაიაზრებან იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომელიც უკავშირდება სათეატრო ხელოვნების ისეთ არსებით ასპექტებს, როგორიცაა სამსახიობო და სარეჟისორო ოსტატობა. გაიაზრებენ გასული საუკუნის პროცესებს, როგორც ერთგვარ ,,შემოქმედებით ლაბორატორიას“: ამ პერიოდის ქართულ თეატრს, რომელმაც ერთის მხრივ შეინარჩუნა, განავითარა საკუთარი თვითმყოფადობა, ინდივიდუალობა, განუმეორებლობა; მეორეს მხრივ კი დასავლეთ ევროპასა თუ ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, თამამად აუწყო ფეხი.

სტუდენტებს ეცოდინებათ XX საუკუნის დასაწყისიდან, ჩვენში პროფესიული რეჟისურის შემოსვლის მნიშვნელობა და ის ცვლილებები, რაც უკვე ეროვნული სათეატრო ხელოვნების ახალ საფეხურზე ასვლის ტოლფასი გახლდათ.

ეცოდინებათ ისეთი რეჟისორების მოღვაწეობა, როგორებიც იყვნენ კოტე მარჯანიშვილი და სანდრო ახმეტელი. ეცოდინებათ თვისობრივი განსხვავებები გასული საუკუნის 20-30-იანი წლებსა და ძიებების თვალსაზრისით ძალზე საინტერესო 50-60-იანი წლებს შორის.

გააანალიზებენ სათეატრო ხელოვნებისთვის მეტად ნაყოფიერ 70-80-ანი წლებს.

XX საუკუნის მსოფლიო თეატრი

სასწავლო კურსის მიზანია მაგისტრანტებს გააცნოს XX საუკუნის თეატრისა და დრამატურგიის ის ძირითადი ტენდენციები, რომელთა შესწავლის გარეშე შეუძლებელია ინტერდისციპლინარული კვლევის ჩატარება, თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა დარგებს შორის არსებული სიღრმისეული კავშირებისა და ურთიერთზეგავლენების წვდომა.

კურსის მიზანია თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქის შესატყვისი სპეციალისტის აღზრდა, რომელიც შესძლებს ნებისმიერი მხატვრული მოვლენის, მსოფლიო კულტურის ერთიანი განვითარების კონტექსტში გააზრებას, იქნება აღჭურვილი თანამედროვე კვლევის მეთოდოლოგიითა და ინფორმაციით.

კურსის გავლის შედეგად მაგისტრანტები შესძლებენ განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, მიმდინარეობებისა და ტენდენციების მომცველი XX საუკუნის მსოფლიო სათეატრო პროცესებში გარკვევას.

XX საუკუნის მსოფლიო თეატრში მიმდინარე პროცესები

სასწავლო კურსის მიზანია გააცნოს მაგისტრანტებს XX საუკუნის მსოფლიო თეატრში მიმდინარე პროცესები მათ ლოგიკურ განვითარებასა და ურთიერთკავშირში. დაანახოს მათ ის თვისობრივი ცვლილებები, რომლებსაც განიცდის სათეატრო ხელოვნება თანამედროვე მსოფლიოში ეპოქასთან, ახალ კულტურულ პარადიგმებთან და მსოფლმხედველობრივ მიდგომებთან კავშირში.

მაგისტრანტები გაეცნობიან თანამედროვე თეატრის ისტორიას, შეეძლებათ გამოიყენონ მიღებული ცოდნა პროფესიული მიზნებისათვის, გააგრძელონ დამოუკიდებელი კვლევა მათთვის საინტერესო მიმართულებით, გააკეთონ შესაბამისი დასკვნები, შეძენილი ცოდნის ანალიტიკური ათვისების საფუძველზე შეძლებენ აღიქვან და შეაფასონ სათეატრო სფეროს მოვლენები ადექვატურად, მიწვდნენ მოვლენის მხატვრულ ღირებულებას, მოახდინონ საკუთარი კომპეტენტური აზრის გამოხატვა როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით.

დრამის თეორია

სამაგისტრო კურსის მიზანია გაიზარდოს მაღალი დონის სპეციალისტი თეატრმცოდნეობასა და რეჟისურაში, რომელიც შეძლებს მიაღწიოს თეატრის თეორეტიკოსის დონეს და გაანალიზოს არა მხოლოდ კონკრეტული ისტორიული ფაქტები, არამედ მიმდინარე მსოფლიო თეატრალური პროცესები და გამოიყენოს საკუთარი თეორიული ცოდნა თანამედროვე თეატრალური ხელოვნების სწორად აღქმისა და შეფასებისათვის. მაგისტრი უნდა ფლობდეს ხელოვნების განვითარების ჭეშმარიტ პრინციპებს, რომლებიც ფაქტობრივად მდგომარეობს გონისა და გრძნობის ურთიერთბრძოლასა და ურთიერთდაპირისპირებაში. ასე იბადებოდა მიმართულებები და ტენდენციები,რომლებიც ასახავდნენ ხელოვნების განვითარების პროცესებს.

კურსის გავლის შემდეგ მაგისტრი დაეუფლება საკუთარი პროფესიის თეორიულ საფუძვლებს, გამოიმუშავებს განზოგადების და ანალიზის უნარ-ჩვევებს; დაეუფლება პროფესიულ ტერმინოლოგიას; შესაძლებლობა ექნება საკუთარი შემოქმედება გაიაზროს მრავალსაუკუნოვანი თეატრალური გამოცდილების ფართო სპექტრში; იქნება განათლებული პროფესიონალი.

სათეატრო სემიოტიკა

კურსი წარმოგვიდგენს თეატრალურ ხელოვნებას, როგორც საკომუნიკაციო სისტემას, სადაც კომუნიკაცია თეატრის ენის მეშვეობით ხორციელდება. კურსის შესავალ ნაწილში სტუდენტები ეცნობიან სემიოტიკის შექმნის ისტორიას, მისი პირველი წარმომადგენლების შეხედულებებს ენისა და ენობრივი ნიშნის ბუნებისა და რაობის შესახებ. კურსი განიხილავს ენობრივი ნიშნის მიმართებათა ტიპებს, ასევე,ენობრივ ნიშანთა იერარქიულ ტიპოლოგიას, ნიშნის ნომინაციურსა თუ საკომუნიკაციო ფუნქციებს. შემდგომ ამისა, განიხილება ხელოვნების ენისა და კერძოდ თეატრის ენის და ენობრივი ნიშნის არსებობის შესაძლებლობა და ფორმები. დგება თეატრალური ტექტსის მინიმალური ერთეულის რაობის საკითხი. კურსი ეფუძნება პატრის პავის “თეატრალურ ლექსიკონს” და თეატრის პრაქტიკისა და თეორიის ცნებათა კლასიფიკაციის მასში წარმოდგენილ პრინციპებს. ის განიხილავს თეატრალური პროცესის იმ ასპექტებსა და კომპონენტებს, რომლებიც ინტეგრირებულია მასში და ქმნის თეატრს, როგორც ტექსტსა და კომუნიკაციას.

სათეატრო ტექსტის კონცეპტუალური ანალიზი

სასწავლო კურსის მიზანია მაგისტრანტებმა აითვისონ მხატვრული ტექსტის (სათეატრო მოვლენის) ანალიზის პრაქტიკული ჩვევები თეორიულ მიდგომათა გამოყენებით, რაც მათ საშუალებას მისცემს სათეატრო მოვლენის (სპექტაკლის, დრამის, მსახიობის როლის, სცენოგარფიული გადაწყვეტისა და ა.შ.) ანალიზისას გამოიყენონ ანალიზის აპრობირებული მეთოდები.

სასწავლო კურსის განხორციელებისა და სასურველი შედეგის მისაღწევად გამოყენებული იქნება მხატვრული ტექსტის (სათეატრო ტექსტისა და მოვლენის) ანალიზის სხვადსხვა მეთოდი, კურსის მსვლელობისას აქტიურად იქნება ჩართული დისკუსია - დებატები, ლექცია იქნება ინტერაქტიული და გაზრდილი იქნება სპექტაკლის (და სხვ.) ერთობლივი ანალიზის ხვედრითი წილი.

ძველი ქართული სათეატრო ხელოვნება დამწერლობით ძეგლებში

სასწავლო კურსის მიზანია მომავალმა მკვლევარმა ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლოს თუ როგორ აისახა ქართული სათეატრო ხელოვნება ძველ დამწერლობით ძეგლებში. იქ ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი, რომელიც შესაძლებელია თანამედროვე თვალთახედვით სხვაგვარად იქნას გაშუქებული.

ქართველთა სარწმუნოება, მითოლოგია, თეატრი

სასწავლო კურსის მიზანია ძველი ქართული თეატრის, ქართული სანახაობრივი კულტურის გენეზისისა და განვითარების საფუძვლიანი შესწავლა-კვლევა. მაგისტრანტები შეისწავლიან ქართული ხალხური თეატრის მიერ განვლილ გზას, უძველესი პერიოდიდან დღემდე. თვალს მიადევნებენ ქართველთა სარწმუნოებრივი საწესო რიტუალები როგორ იქცა საერო დღესასწაულებად და როგორ აისახა ქართული ხალხური თეატრის სამ ძირითად მიმართულებაში- სახიობასა, ყეენობასა და ბერიკაობაში.

სპექტაკლის მხატვრული ანალიზი

საგანი მოიცავს: სპექტაკლის, როგორც მხატვრული ნაწარმოების, როგორც ერთიანი სინთეზური ხელოვნების ანალიზს. მასში შემავალი თითოეული კომპონენტების რეჟისორის, მსახიობის, სცენოგრაფიის, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ხელოვნების ცალკეულ კვლევას. ტექსტის სასცენო ნაწარმოებად გარდაქმნის და შესაძლო მრავალრიცხოვანი ინტერპრეტაციების საფუძვლების ანალიზს. თანამედროვე სპექტაკლისთვის დამახასიათებელი ახლებული ფორმების, სტილის თავისებურებათა, ვიზუალურ და ვერბალური ნაწილის ურთიერთმიმართებასა და ერთ მთლიანობაში მათი თანაარსებობის, ჰარმონიული გაერთიანების, ურთიერთმიმართების წარმოჩინებას. სპექტაკლის შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრას.

ქართული თეატრალური კრიტიკა და თეორია XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნეში

კურსი მოიცავს: XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნეში კრიტიკული აზროვნების განვითარების თავისებურებებს საქართველოში. ქართველ დრამატურგთა, რეჟისორთა, მსახიობთა, თეატრალურ მოღვაწეთა კრიტიკული წერილების, თეორიული შრომების, რეცენზიების შესწავლა, კვლევა-განხილვას; ქართველ მწერალთა და უცნობ ავტორთა (მათი წერილები ძირითადად იბეჭდებოდა XIX საუკუნის 60-80-იან წლებში ჟურნალ-გაზეთების ,,ივერია“, ,,დროება“, ,,თეატრი“ ფურცლებზე) მჭიდრო ურთიერთკავშირების წარმოჩენას მიმდინარე თეატრალურ პროცესებთან; სათეატრო ტექსტების გაანალიზებას ამა თუ ეპოქისთვის დამახასიათებელი სოციალურ-პოლიტიკურ, თუ კულტურული ცხოვრების გათვალისწინებით.

დრამატული ნაწარმოების ანალიზი

საგანი - ,,დრამატული ნაწარმოების ანალიზი“, მოიცავს: პიესის ორმაგი ბუნების, ლიტერატურული და სასცენო ფუნქციის სპეციფიკური თვისებების გარკვევასა და შესწავლას, მისი ჟანრული თვისებების განსაზღვრას, იდეის, ხასიათების, სიუჟეტის, ფაბულის და ა.შ. კომპლექსურ კვლევას. პიესის სტრუქტურის, ლექსიკის, დიალოგის, მონოლოგის, პერიპეტიისა და ა.შ. მთლიანობაში განსაზღვრას. თანამედროვებასთან მისი კავშირის გააზრებას.

XIX- XX საუკუნის თეორიები და სათეატრო პროცესი

სასწავლო კურსი წარუდგენს მაგისტრანტებს იმ არსებით თეატრალურ, ფილოსოფიურ თუ ფსიქოლოგიურ თეორიებსა და კონცეპციებს, რომლებმაც განაპირობეს ხელოვნების თანამედროვე კრიტიციზმის თვისობრიობის ფორმირება, თანამედროვე კრიტიციზმში ხელოვნებისადმი მრავლობით მიდგომათა თანაარსებობა. ის მოიცავს ხელოვნების ნაწარმოებისა და ხელოვნების ფუნქციის შესახებ ფრანგ განმანათლებელთა, გერმანული კლასიკური იდეალიზმის წარმომადგენელთა, სიცოცხლის ფილოსოფიისა თუ ეგზისტენციალიზმის ფუძემდებელთა შეხედულებებს, ასახავს ხელოვნების კრიტიციზმზე კლასობრივი და ნეოკლასობრივი თეორიების გავლენას, ხელოვნების ავანგარდულ კონცეპციებს, რიტუალისტურსა და ფსიქოანალიტიკურ მიდგომებს, სტრუქტურალისტებისა თუ დეკონსტრუქტივისტებისა თუ სხვათა შეხედულებებს.

კურსის მიზანია, რომ სტუდენტებმა შეიძინონ საჭირო თეორიული ცოდნა და შეიმუშავონ საკვლევი მასალისადმი დამოუკიდებელი კონცეპტუალური მიდგომის უნარი, მხატვრული ტექსტის თვისობრივი გახსნისა და ანალიზის ჩვევა, რაც თანამედროვე მკვლევარებად მათი ჩამოყალიბების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

ევროპული თეატრის განვითარების ძირითადი ასპექტები XIX-XX სს. მიჯნიდან XX საუკუნის 30-იან წლების ბოლომდე

სასწავლო კურსის მიზანია გააცნოს და შეასწავლოს მაგისტრანტებს XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის ევროპული სათეატრო კულტურის ისტორია და მისი თავისებურებანი. დაანახოს მათ ის ძირითადი ტენდენციები, რომლებიც განსაზღვრავენ ევროპული თეატრის განვითარების გზებს ამ უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ყალიბდება XX საუკუნის სათეატრო რეჟისურის ტიპი, ყალიბდება ახალი დრამა და საფუძველი ეყრება სათეატრო ავანგარდის ძირითად მიმართულებებს, როგორც დრამატურგიის, ისე სათაეტრო საქმის ორგანიზების, სარეჟისორო მოდელის ფორმირებისა თუ მაყურებელზე თეატრის ზემოქმედების ახალი ტიპების თვალსაზრისით.

ევროპული სათეატრო კულტურა XX საუკუნის 40-იანი წლებიდან 60-იანი წლების დამდეგამდე.

სასწავლო კურსის მიზანია გააცნოს და შეასწავლოს მაგისტრანტებს ევროპული სათეატრო კულტურა XX საუკუნის 40-იანი წლებიდან 60-იანი წლების დამდეგამდე. დაანახოს მათ ის ძირითადი ტენდენციები, რომლებიც განსაზღვრავენ ევროპული თეატრის განვითარების გზებს ამ უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში, წარუდგინოს ფრანგული ექსისტენციალიზმის თეატრი და მისი უდიდესი წარმომადგენლები, გააცნოს აბსურდის თეატრის თეორიული საფუძვლები და მისი სათაეტრო ესთეტიკა, დრამატურგიული მოდელის ფუნდამენტური ცვლილება, კიდევ ერთხელ დააკავშიროს თეატრის შემქომედებითი გზა ეპოქის სოციო-პოლიტიკური კონტექსტს და გამოჰყოს ის ძირითადი ფიგურები, ვინც II მსოფლიო ომის შემდგომ ევროპული სათეატრო აზროვნების ახალ რეალობას ქმნიან.

თანამედროვე ევროპული დრამატურგიის საწყისებთან

სასწავლო კურსის მიზანია სიღრმისეულად შეასწავლოს მაგისტრანტებს XX-XXI საუკუნეების ევრო-ამერიკული სათეატრო კულტურისათვის ყველაზე მნიშვნელოვან დრამატურგთა შემოქმედება, მათი წამყვანი პიესებისა თუ თეორიული შეხედულებების გავლენა თანამედროვე სათეატრო აზროვნებისა და ესთეტიკის ფორმირებაზე.

სწავლის შედეგად მაგისტრანტები გაეცნობიან მსოფლიო თეატრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს და ამ პერიოდისათვის დამახასიათებელ ტენდენციებს; შეისწავლიან ახალ დრამად წოდებულ იმ მხატვრულ ფენომენს, რომელმაც გარდამტეხი გავლენა მოახდინა თეატრალური და არა მხოლოდ თეატრალური ხელოვნების განვითარებაზე, _ მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მასაზრდოებელ წყაროდ იქცა.

თანამედროვე ევროპული თეატრალური ცხოვრება XX საუკუნის 60-იანი წლებიდან

სასწავლო კურსის მიზანია გააცნოს და შეასწავლოს მაგისტრანტებს XX საუკუნის დასასრულისა და XXI საუკუნის დამდეგის ევროპული სათეატრო კულტურის ახალი და უახლესი პროცესები, დაანახოს თეატრის განვითარების ხშირად პარადოქსული, მოულოდნელი ფორმები, ახალი სინთეზი, სახვითი, მუსიკალური თუ პლასტიკური გამოსმახველობის პრიმატი, თეატრალური კომპონენტის გააქტიურება გამომსახელობით ხელოვნებაში, დრამატურგიის, რეჟისურის, საშემსრულებლო ხელოვნების განვითარების უახლესი გზები და ტენდენციები.

XX საუკუნის ამერიკული დრამა და თეატრი

სასწავლო კურსის მიზანია გააცნოს და შეასწავლოს მაგისტრანტებს XX საუკუნის დასასრულისა და XXI საუკუნის დამდეგის ევროპული სათეატრო კულტურის ახალი და უახლესი პროცესები, დაანახოს თეატრის განვითარების ხშირად პარადოქსული, მოულოდნელი ფორმები, ახალი სინთეზი, სახვითი, მუსიკალური თუ პლასტიკური გამოსმახველობის პრიმატი, თეატრალური კომპონენტის გააქტიურება გამომსახელობით ხელოვნებაში, დრამატურგიის, რეჟისურის, საშემსრულებლო ხელოვნების განვითარების უახლესი გზები და ტენდენციები.

კურსის გავლის შემდეგ მაგისტრანტი შესძლებს ტრადიციული რეალისტური ხელოვნებისაგან განსხვავებული XX საუკუნის ამერიკული დრამისა და თეატრისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ,,სამეტყველო“ ენის ათვისებას, შესძლებს ამერიკული სათეატრო ხელოვნების არსობრივი მახასიათებლების გააზრებას ზოგად ევროპული კულტურის კონტექსტში.

რეჟისურის ისტორია (ქართული)

კურსის მიზანია მაგისტრანტმა შეისწავლოს ქართული რეჟისურის ხელოვნების განვითარების თავისებურება, მისი ეტაპები, კონცეპტუალური რეჟისურის ფორმირება, პოსტმოდერნიზმი და ძიებათა ხასიათი. რეჟისურისა და დროის, სოციალ-პოლიტიკური, მორალურ-ეთიკური პრობლემების ურთიერთკავშირის ანალიზი.

კურსი ითვალისწინებს ქართული რეჟისურის ისტორიისა და თანამედროვეობის მრავალფეროვანი ინტერპრეტაციების შესწავლას.

XX საუკუნის ქართული სცენოგრაფია

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მაგისტრანტმა შეიძინოს ამომწურავი ცოდნა ქართული სცენოგრაფიის ისტორიის, პერსონების და მის წიაღში მიმდინარე მხატვრული პროცესების შესახებ, რომელსაც მიზნობრივად გამოიყენებს პრაქტიკულ პროფესიულ საქმიანობაში. კურსის მსვლელობისას მოხდება საგნის სიღრმობრივი შესწავლა შესაბამისი სავალდებულო ლიტერატურისა და ვერბალური ინფორმაციის გააზრებისა და დამუშავების გზით. ფაქტობრივი მასალის ცოდნასთან ერთად აქცენტი გაკეთდება ანალიზისა და კვლევის უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და გაღრმავებაზე, რაც მომავალი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება. მაგისტრანტები გაეცნობიან სცენოგრაფიის ქართული სკოლის წარმომადგენლების შემოქმედებას, მათ როლს ზოგადი (როგორც ქართული, ისე მსოფლიო) მხატვრული პროცესების კონტექსტში. მაგისტრანტი გაიმდიდრებს მხატვრულ კულტურას, გემოვნებას, ზოგად ერუდიციას. თეატრის სინთეზური ბუნებიდან გამომდინარე სცენოგრაფის ნამუშევარი განხილული იქნება კავშირში სხვა შემადგენელ კომპონენტებთან.

XX საუკუნის სათეატრო სცენოგრაფია

კურსის მიზანია მაგისტრანტმა შეისწავლოს მეოცე საუკუნის უცხოური და ქართული სცენოგრაფია, ძირითადი ტენდენციები და პერსონალიები. კურსის გავლის შემდგომ იგი გაიაზრებს იმ ესთეტიკურ და ტექნოლოგიურ სიახლეებს, რომელიც მეოცე საუკუნის სცენოგრაფიისთვის არის აქტუალური. კურსი მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას თანამედროვე სცენოგრაფიაში მიმდინარე მხატვრული პროცესების შესახებ, რომლის ცოდნაც მაგისტრანტისთვის აუცილებელი იქნება პრაქტიკულ საქმიანობაში. საგანი მოიაზრება სპეციფიკის გააზრებასა და ანალიზთან ერთად კავშირში სპექტაკლის სხვა კომპონენტებთან შესაბამისი სავალდებულო ლიტერატურისა და ვერბალური ინფორმაციის გააზრებისა და დამუშავების გზით. ფაქტობრივი მასალის ცოდნასთან ერთად აქცენტი გაკეთდება ანალიზისა და მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და გაღრმავებაზე, მაგისტრანტები გაეცნობიან მსოფლიო სცენოგრაფიის და ქართული თეატრალურ-დეკორაციულ მხატვრობის წარმომადგენლების შემოქმედებას, მათ როლს ზოგადი (როგორც ქართული, ისე მსოფლიო) მხატვრული პროცესების კონტექსტში. მაგისტრანტი გაამდიდრებს მხატვრულ კულტურას, გემოვნებას, ზოგად ერუდიციას. თეატრის სინთეზური ბუნებიდან გამომდინარე სცენოგრაფის ნამუშევარი განხილული იქნება საერთო კონტექსტში. კურსის დასრულების შემდეგ მაგისტრანტი ისტორიულ-კულტუროლოგიურ ჭრილში აანალიზებს სცენოგრაფიის სპეციფიკას, განიხილავს მის მნიშვნელობას სპექტაკლის მხატვრული სახის შექმნაში და მიმართებაში ხელოვნების სხვა სფეროებთან, საფუძვლიანად ფლობს სცენოგრაფიის ისტორის და თეორიას.

სახვითი ხელოვნება

სასწავლო კურსის მიზანია მაგისტრანტმა შეისწავლოს და გაიაზროს მსოფლიოს სახვითი ხელოვნების ევოლუციის ძირითადი ეტაპები და პერსონალიები. კურსის მსვლელობისას აქცენტი გაკეთდება უმთავრესი კულტურული ეტაპების ესთეტიკის და მსოფმხედველობის გააზრებაზე და მათი კვლევის საფუძვლებზე ინტერკულტურულ ჭრილში. კურსის გავლის შემდგომ მაგისტრანტი ფლობს ცოდნას სახვითი ხელოვნების ისტორიის საერთო პროცესის შესახებ, მოვლენებს განიხილავს არა ცალკეულად, არამედ შესაბამის მხატვრულ კონტექტსში და გაანალიზებული აქვს უმთავრესი პროცესების ლოგიკა. კურსი მიზნად ისახავს მაგისტრანტს გამოუმუშავდეს აუდიტორიის წინაშე ეფექტური ვერბალური პრეზენტაციის უნარი, დისკურიის, სხვადასხვა აზრის გაზიარების ან არგუმენტებული უარყოფის ჩვევა, შეეძლოს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯფუგში მუშაობა, მისთვის საინტერესო თემის ირგვლივ ლიტერატურისა და ისტორიული წყაროების მოძიება, მეცნიერული კვლევის საფუძვლების გააზრება და შესაბამისი უნარების ჩამოყალიბება.

ქართული ხელოვნების ისტორია

კურსის მიზანია მაგისტრანტი გაეცნოს ქართული ხელოვნების ევოლუციის ძირითად ეტაპებსა და სპეციფიკას, გაიაზროს ქართული კულტურა იმ ზოგად ისტორიულ – გეოგრაფიულ კონტექსტში, რომელშიც ის ჩამოყალიბდა და განვითარდა. გაიაზროს ქვეყნის კულტურა, როგორც დასავლური და აღმოსავლური კულტურის უნიკალური სინთეზი, რაც დაეხმარება მას როგორც იდენტობის ხარისხის ამაღლებაში, ასევე მხატვრული გემოვნებისა და კულტურის განვითარებაში. ასევე, კურსი მიზნად ისახავს მაგისტრანტს ჩამოუყალიბდეს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევები, ინტელექტუალური კომუნიკაციის და დამაჯერებელი ვერბალური პრეზენტაციის უნარი. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი აანალიზებს ქართული სახვითი ხელოვნების დამახასიათებელ ესთეტიკურ სპეციფიკას, შეუძლია მსჯელობა როგორც კონკრეტული, ისე ზოგადი ასპექტების შესახებ. ფლობს სიღრმისეულ ფაქტობრივ ცოდნას და მეცნიერული კვლევის საფუძვლებს. შეუძლია თემის ირგვლის არსებული ლიტერატურის მოძიება, მასალის გაანალიზება და ცოდნაზე დაფუძნებული ინდივიდუალური მიდგომის გამოხატვა, როგორც ვერბალურად, ისე წერილობითი სახით. ფლობს ჩვევას წყაროს სანდოობის ტესტირებისა.

თანამედროვე ხელოვნება

სასწავლო კურსის მიზანია მაგისტრანტმა შეისწავლოს XX საუკუნის ვიზუალური ხელოვნება. კურსი ეფუძნება XX საუკუნის ხელოვნების ძირითადი პერსონალიების და მიმდინარეობების შესწავლას და ანალიზს ინტერკულტურულ ჭრილში. ენობრივი საზღვრების მოშლა და ტრადიციული ხელოვნების ფარგლებიდან გასვლა XX საუკუნის I და განსაკუთრებით II ნახევარში საკითხის შესწავლის კომპლექსურობას ითხოვს, შესაბამისად, კურსის გავლის შემდგომ მაგისტრანტი შესძლებს თანამედროვე კულტურის სპეციფიკის სრული გათვალისწინებით ღრმა ფაქტობრივი ცოდნის და ანალიზის საფუძველზე მისთვის საინტერესო საკითხის კვლევას, გათავისებული ექნება თანამედროვე ესთეტიკა და გამოხატვის ფორმათა ის სიმრავლე, რომელიც თანამედროვე ხელოვნებისთვისაა დამახასიათებელი.

სცენოგრაფიის ხელოვნების ისტორია და თეაორია

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მაგისტრანტმა შეიძინოს ამომწურავი ცოდნა სცენოგრაფიის ისტორიის და თეორიის, ძირითადი პერსონების და მის წიაღში მიმდინარე მხატვრული პროცესების შესახებ, რომელსაც მიზნობრივად გამოიყენებს პრაქტიკულ პროფესიულ საქმიანობაში. კურსის მსვლელობისას მოხდება საგნის სიღრმობრივი შესწავლა, სცენოგრაფიის სპეციფიკის გააზრება ურთიერთკავშირში სპექტაკლის სხვა კომპონენტებთან შესაბამისი სავალდებულო ლიტერატურისა და ვერბალური ინფორმაციის გააზრებისა და დამუშავების გზით. ფაქტობრივი მასალის ცოდნასთან ერთად აქცენტი გაკეთდება ანალიზისა და მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და გაღრმავებაზე, მაგისტრანტები გაეცნობიან მსოფლიო სცენოგრაფიის და ქართული თეატრალურ-დეკორაციულ მხატვრობის წარმომადგენლების შემოქმედებას, მათ როლს ზოგადი (როგორც ქართული, ისე მსოფლიო) მხატვრული პროცესების კონტექსტში. მაგისტრანტი გაამდიდრებს მხატვრულ კულტურას, გემოვნებას, ზოგად ერუდიციას. თეატრის სინთეზური ბუნებიდან გამომდინარე სცენოგრაფის ნამუშევარი განხილული იქნება საერთო კონტექსტში. კურსის დასრულების შემდეგ მაგისტრანტი ისტორიულ-კულტუროლოგიურ ჭრილში აანალიზებს სცენოგრაფიის სპეციფიკას, განიხილავს მის მნიშვნელობას სპექტაკლის მხატვრული სახის შექმნაში და მიმართებაში ხელოვნების სხვა სფეროებთან, საფუძვლიანად ფლობს სცენოგრაფიის ისტორის და თეორიას.

ხელოვნების ფსიქოლოგია

სასწავლო კურსის მიზანია შესძინოს სტუდენტს ხელოვნების ფსიქოლოგიის ძირითადი თეორიებისა და მიმართულებების ცოდნა, რაც მას მომავალში დაეხმარება ნებისმიერი მხატვრული ნაწარმოების სიღრმისეულ პლასტების წვდომაში. თეორიულად განვიხილავთ და პრაქტიკულად შევამოწმებთ ადამიანის ფსიქიკისათვის დამახასიათებელ ისეთ თავისებურებებს, როგორიცაა: განწყობა, ემპათია, სიზმარი, სიმბოლო და სხვა და თვალნათლივ დავინახავთ ეს ფსიქიკური მექანიზმები რა წახნაგებით მოქმედებენ განსხვავებულ ესთეტიკათა ფარგლებში.

XX საუკუნის ფსიქოლოგიური სკოლები (თეორიები)

კურსი ”XX საუკუნის ფსიქოლოგიური სკოლები (თეორიები)” ითვალისწინებს იმ ფსიქოლოგიური თეორიების სწავლებას, რომლებმაც გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიეს როგორც ფსიქოლოგიური აზროვნების განვითარებაზე, ასევე დიდი ზემოქმედება მოახდინეს თანამედროვე კულტურასა და მსოფლგაგებაზე.

კურსის მიზანია სამაგისტრო სწავლების სტუდენტებს გააცნოს თანამედროვე ძირითადი ფსიქოლოგიური თეორიები, შეასწავლოს ამ თეორიათა ძირითადი პოსტულატები და კონცეპტები. სტუდენტები შეისწავლიან აღნიშნულ თეორიებს კულტურასა და ხელოვნებასთან მიმართებაში.

ფსიქოანალიზი და განწყობის თეორია

კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს ზ. ფროიდისა და კ.გ. იუნგის თეორია და მისი მნიშვნელობა ხელოვნებაში. მაგისტრანტმა უნდა შეძლოს ამ ორი ფსიქოლოგის ერთმანეთისაგან გამიჯვნა და განსხვავების აღნიშვნა. ამ მეცნიერთა მიერ შემუშავებული ტერმინოლოგიის შინაარსობრივი მნიშვნელობის გაგება და მათი გამოყენება.

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა უნდა შესძლოს მოცემული ლიტერატურის ანალიზი და ანალიზის გამოყენება საკუთარი დრამატული ნაწარმოების შექმნის პროცესში. ზ. ფროიდისა და კ.გ. იუნგის შემოქმედების გაცნობა სტუდენტს შესაძლწებლობას მისცემს მრავალფეროვანი გახადოს საკუთარი შესაძლებლობა და აპელირებას მოახდინოს ადამიანის ცნობიერების სიღრმისეული ვნების.

დრამატურგიული ანალიზი

დრამატურგია (ანუ დრამა) ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, წარმოადგენს ტექსტს, რომელიც შედგება პერსონაჟების რეპლიკებისა და ავტორის რემარკებისაგან. დრამატურგია განკუთვნილია თეატრალური წარმოდგენებისთვის, ან უბრალოდ წასაკითხად. დრამატურგიაში იკვეთება მრავალი ჟანრი: ტრაგედია, კომედია, დრამა. ამ ძირითად ჟანრებზე დაფუძნებულია ჟანრების მთელი სისტემა, სადაც გამახვილებულია რაიმე განსაკუთრებული თვისობრიობა, მაგ. ისტორიული ტრაგედია, ლირიკული კომედია, ფსიქოლოგიური დრამა... ან ხელოვნების რომელიმე მიმართულებასთან კავშირი, მაგ. კლასიცისტური ტრაგედია, რომანტიკული დრამა, სიურეალისტური კომედია... ან ისტორიული, ნაციონალური სპეციფიკა, მაგ. ანტიკური ტრაგედია, შუასაუკუნეების დრამა, აღმოსავლეთის კლასიკური დრამა... დრამატურგია შეიძლება იყოს ერთაქტიანი, მრავალაქტიანი. მაგ. ფრანგული კლასიცისტური ტრაგედია 5 აქტიანია, ესპანური ნაციონალური დრმა - 3 აქტიანი, XIX საუკუნისთვის დამახასიათებელია 4 აქტი, XX ს. მეორე ნახევრისთვის - 2 აქტი... დრამა იწერება ლექსით, პროზით, შესაძლოა ლექსისა და პროზის თანახმიერებაც (მაგ. უ. შექსპირი), ჰქონდეს სცენარის სახე (მაგ. იტალიური კომედია დელ არტე). დრამატურგიული ტექსტი შესაძლოა მუსიკასთანაც იყოს კავშირში, მაგ. წინარომანტიკული, რომანტიკული მელოდრამა. დრამაში მონაწილეობენ, როგორც სცენიური პერსონაჟები ასევე, არასცენიური (რომელთაც ახსენებენ) და ა. შ. დრამატურგიულ ნაწარმოებში კონფლიქტი დგას განსაკუთრებულ საყრდენზე - კომპოზიციაზე, რომელიც შეიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა: ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულიმინაცია - კონფლიქტის უმაღლესი წერტილი, მოქმედების დაღმასვლა, კვანძის გახსნა, ფინალი. დრამის ტექსტის მთავარი საშუალებაა - პერსონაჟების დიალოგები, მისი შინაარსი, რომელმაც მიღწია ლიტერატურულ მწვერვალებს ანტიკური, აღორძინების, განათლების, რომანტიზმის, XIX ს. მეორე ნახევრის და XX საუკუნის უდიდეს ავტორთა დრამატურგიაში. საგანი: დრამატურგიული ანალიზი მოიცავს მსოფლიო დრამატურგიის უმნიშვნელოვანეს პიესებს. ამ დისციპლინის შესწავლა ძირითადად ხორციელდება ლექცია-სემინარებზე, სადაც წამყვანი ხდება დისკუსია, ანალიზი, კამათი.

აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები ისწავლიან პიესის არსის წვდომას, თეატრის ისტორიის სხვადასხვა ეპოქების პარალელური ანალიზით გაივლიან მსოფლიო დრამატურგიის ძირითად ნაწარმოებებს. შეიცნობენ სხვადასხვა ჟანრების ცნებას. შეიმეცნებენ დრამატურგიის თეორიულ და ესთეტიკურ საფუძვლებს, სპეციალური ლიტერატურის დამუშავებას, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიზანმიმართულ და ზუსტ მოძიებას.

უხმო კინოს ზოგადი პრინციპები და განვითარების ეტაპები

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორიის პირველი ხანის – უხმო კინოს ზოგადი პრინციპები და განვითარების ეტაპები, როგორც მსოფლიო კინოს ისტორიის ერთიანი შემადგენელი ნაწილი. სწორედ უხმო კინოთი იწყება ის საინტერესო და ამაღელვებელი თავგადასავალი, რაც კინოხელოვნებამ გამოიარა დღემდე და მრავალი მნიშვნელოვანი ნიმუში შექმნა. უხმო კინოს პრინციპების გაცნობა–შესწავლა დიდად დაეხმარება სტუდენტებს კინოსთან დაკავშირებული არაერთი პრობლემატური საკითხის განხილვა–გაანალიზებაში, მათ სწორად აღქმასა და ახსნაში. ამასთანავე კურსის მსვლელობისას ისინი საბაკალავრო დონესთან შედარებით უფრო ღრმად შეისწავლიან უხმო კინოს განვითარების პირველ ეტაპებს როგორც ევროპაში, ისე აშშ–ში, ცნობილ კინოხელოვანთა შემოქმედებას, რისი საშუალებითაც გაიაზრებენ კინოს უცილობელ უპირატესობას ხელოვნების სხვა დარგებთან მიმართებაში, მის გრამატიკასა და მის საერთო სიდიადეს.

დასავლეთ ევროპული კინემატოგრაფის თავისებურებები

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს დასავლეთ ევროპული კინემატოგრაფის თავისებურებები როგორც უხმო, ისე ხმოვან პერიოდებში, როდესაც თანდათანობით მოხდა მათი ჩამოყალიბება–გადახალისება–განვითარება. კურსის შესწავლის პროცესში გათვალისწინებულია ამ მიმართულებით ე. წ. წამყვანი ევროპული ქვეყნების გამოცდილების შესწავლა–გაანალიზება. რასაკვირველია, ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან სწორედ ევროპელებმა მოიფიქრეს და შექმნეს კინოწარმოებისა და კინოდემონსტრირების თავისებური სისტემები, სახვითი ხელოვნებიდან კინოში გადაიტანეს ესა თუ ის მხატვრული მიმდინარეობები და ზოგიერთი მათგანი საერთოდ კინოს წიაღში აღმოაცენეს. ამასთან ერთად ყურადღება გამახვილდება არა მარტო ევროპულ მხატვრულ, არამედ ანიმაციურსა და დოკუმენტურ კინოზეც.

პოლიტიკური კინოს თავისებურებები

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს პოლიტიკური კინოს თავისებურებები, ქვეჟანრები, მიმართულებები და ტენდენციები; შეუქმნას მათ სრულყოფილი წარმოდგენა იმ გარემოებებზე, რომლებმაც წარმოშვეს პოლიტიკური კინო თავისი მრავალფეროვანი სპექტრით და განავითარეს როგორც ევროპაში, ისე სხვა კონტინენტებზე. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურმა კინომ თავისი გავლენა და გამოვლინება ჰპოვა დოკუმენტურსა და ანიმაციურ კინოხელოვნებებშიც, სადაც წლების მანძილზე კეთდებოდა და კეთდება საინტერესო და მძაფრი კინოსურათები. კურსი გააცნობიერებს სტუდენტებს ამის მიზეზებშიდაც. ამავდროულად, კურსში ჩართულია სხვადასხვა გამორჩეული ქვეყნების პოლიტიკური კინოს საკითხები, რადგანაც სწორედ ამ ქვეყნებში ყველაზე ნათლად გამოიკვეთა არსებული პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე კინემატოგრაფიული გარდასახვები, რომლებიც ქმნიან საკმაოდ შთამბეჭდავი ფილმების პალიტრას.

კინოინდუსტრია

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს კინოინდუსტრიის მოკლე ისტორია, რომელიც მოიცავს წამყვანი კინემატოგრაფიული ქვეყნების (აშშ, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, დანია, შვეცია) და არა მარტო მათი კინოწარმოებითი პროცესების მიმო–ხილვას, რადგან სწორედ მათ დაუდეს დასაბამი გააზრებულსა და სრულყოფილ წარმოებას კინემატოგრაფში. კინოინდუსტრიის მიზანმიმართულმა და სრულფასოვანმა განვითარებამ განსაკუთრებულად იმოქმედა კინოხელოვნების დახვეწასა და შემდგომ პოპულარიზაციაზე. კურსის მსვლელობისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა იმ ცალკეულ პერსონებს, რომელთა მხრებზეც გადაიარა მთელმა ზემოთ აღნიშნულმა პროცესებმა და რომლებმაც კარგად გათვლილი საწარმოო–შემოქმედებითი პოლიტიკითა და ორიგინალური დაგეგმარებებით შექმნეს უზარმაზარი კინოიმპერიები, რომლებიც დღესაც არსებობენ და ყოველწლიურად აწარმოებენ რამდენიმე ასეულ თუ ათასეულ ფილმს.

თანამედროვე აზიური კინო

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს თანამედროვე აზიური კინემატოგრაფის მიღწევები, თავისებურებები, ტენდენციები, ტრადიციები. ამაში მოიაზრება მოწინავე აზიური ქვეყნების (იაპონია, ინდოეთი, ჩინეთი და ა.შ.) კინემატოგრაფიული გამოცდილება მხატვრულ-შემოქმედებითი თვალსაზრისით და კინოწარმოებითი კუთხით. რასაკვირველია, მსოფლიო კინოს ისტორიაში დიდი წვლილი შეიტანეს და შეაქვთ აზიელ კინემატოგრაფისტებს, ამიტომ მათი პროფესიული საქმიანობის შესწავლა აუცილებელია სტუდენტებისათვის, რათა საფუძვლიანად გაერკვნენ მსოფლიო კინოს მრავალწახნაგოვან სისტემაში, ეროვნულ თავისებურებებსა და მიმართულებებში.

აღმოსავლეთ ევროპის კინოს მიღწევები

სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კინემატოგრაფის მთავარი მიმართულებები, ტენდენციები, თავისებურებები, რომელთა მეოხებითაც ამ ქვეყნებმა თავისი ნიშანდობლივი წვლილი შეიტანეს მსოფლიო კინოს ისტორიის პროცესში და სახელი გაითქვეს არა მარტო საინტერესო კინოსურათებით, არამედ ისეთი კინორეჟისორებითაც, რომლებმაც შემდგომში მიიღეს მიწვევები სხვადასხვა წამყვან კინოკომპანიებში, სადაც გადაღებული შედევრებით ერთ–ორად აიმაღლეს ავტორიტეტი. აღმოსავლეთ ევროპულმა კინომ XX საუკუნის შუახანებიდან მოყოლებული პოლიტიკური სიტუაციების გამო არსებული მდგომარეობის მიუხედავად მოახერხა, შეექმნა სრულყოფილი, ორიგინალური და თვითმყოფადი კინონაწარმოებები, რომლებიც დღესაც არ კარგავენ აქტუალურობას და სპეციალისტების ცხოველ ინტერესს.

დოკუმენტური კინოს სახეობები

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს დოკუმენტური კინოს სახეობები. თავად დოკუმენტური კინო საერთოდ კინოხელოვნების ერთ–ერთი პოპულარული განშტოებაა, რომელიც მხატვრულ კინოზე ადრე აღმოცენდა, ამიტომ მას განსაკუთრებული ადგილი ენიჭება მსოფლიო კინოს ისტორიის შესწავლის პროცესში. დოკუმენტურ კინემატოგრაფს აქვს თავისი გამორჩეული ტრადიციები, ტენდენციები, თავისებურებები, მიმდინარეობები და რაც მთავარია, ჟანრები, რომელთა ცოდნა დიდად წაადგება სტუდენტებს, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხებით. აღნიშ–ნული სასწავლო კურსი ითვალისწინებს როგორც მათ სრულყოფილად შესწავლას, ისე დოკუმენტური კინოს მიზანმიმართულ მოკლე ისტორიულ მიმოხილვას, რათა სტუდენტებს შეექმნათ სწორი წარმოდგენა მის ფენომენზე, ჩამოუყალიბდეთ მყარი ცოდნა დოკუმენტური კინოს, როგორც ქვედარგის დანიშნულებაზე.

ამერიკული კინო: სპეციფიკური ჟანრები და ტენდენციები

კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტეებს:

ა) ჟანრული კინოს სპეციფიკა და ფუნქციონირების კანონზომიერებები ამერიკულ კინოში;

ბ) ამერიკული კინოსთვის დამახასიათებელი ჟანრების სისტემა და მისი ევოლუცია;

გ) თითოეული ჟანრის დამახასიათებელი კანონები;

დ) თანამედროვე ტენდენციები და პროცესები ამერიკულ ჟანრულ კინოში;

კურსის შესწავლის შედეგად მაგისტრანტი შეძლებს:

- ფილმის ანალიზს ჟანრის კონტექსტში ამ უკანასკნელის ტიპოლოგიური მახასიათებლების, ისტორიული განვითარების გზის, სოციალურ-იდეოლოგიური მნიშვნელობის გათვალისწინებით.

- ფილმის არა მხოლოდ როგორც იზოლირებული ტექსტის განხილვას, არამედ მისი ზოგადკულტურულ კონტექსტში მოთავსებას.

პოსტმოდერნიზმი კინემატოგრაფში

სასწავლო კურსის მიზანია პოსტმოდერნიზმის თეორიული საფუძვლებისა და მხატვრული პრაქტიკის სიღრმისეულად შესწავლა, რაც ახალგაზრდა სპეციალისტს თანამედროვე სოციოკულტურულ სივრცეში ორიენტირების საშუალებას მისცემს.

კურსის მიზანია პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, საერთო ერუდიციის გაღრმავება და მხატვრული გემოვნების ფორმირება.

დრო - როგორც ხელოვნების ნაწარმოების არსებობის განმსაზღვრელი (20-იანი წლების ქართული კინო და ისტორიულ-კულტუროლოგიური პარალელები)

ქართული კინო თითქმის მსოფლიო კინემატოგრაფის თანატოლია. „მეათე მუზასთან“ საქართველოს ზიარებისა და ურთიერთობის ისტორიაც „ოქროს საუკუნის“ მიჯნასთან დაიწყო. ბევრი რამ მოხდა მას შემდეგ, რთული და არაერთგვაროვანი იყო გზა _ სინემას დაბადებიდან კინემატოგრაფის თანამედროვეობამდე.

შეიძლება ითქვას, რომ ქართული კინო საქართველოს ისტორიის ზუსტი ანარეკლი იყო და დღესაც ასეთად რჩება. ის ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, ზოგადკულტუროლოგიურ მოვლენებთან ერთად ვითარდებოდა, იცვლებოდა, ყალიბდებოდა, პაუზდებოდა, შემდეგ ისევ აგრძელებდა სვლას, დაცემასა და აღმასვლას... და ეს გარემოებები არა მხოლოდ ფილმებში აისახებოდა, როგორც პრობლემატიკა და გადაწყვეტის მხატვრულ ამოცანებსა თუ ფორმებში ვლინდებოდა, არამედ, საერთოდ, კინემატოგრაფის ბედზე, მის არსებობა-არარსებობაზე ახდენდა პირდაპირ გავლენას.

საბჭოთა სისტემამ, იდეოლოგიამ ადამიანის ყოფას, მის ცნობიერებას მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია, შემოქმედი ამ იდეოლოგიის კანონებს დაემორჩილა და თავადვე გამოიგონა - ფსევდორომანტიზმი და იდეათა ფსევდოამაღლებულობა, ცხოვრება, რომელიც არცთუ მშვენიერი იყო, იდეალურ გარსში შემოსა და „მშვენიერად“ წარმოგვიდგინა.

მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც კინოში ნიკოლოზ შენგელაია, მიხეილ კალატოზიშვილი, კოტე მიქაბერიძე, მიხეილ ჭიაურელი და მათი თაობის სხვა რეჟისორები მოვიდნენ, მათ გარკვეული თვალსაზრისით მოძებნეს იდეოლოგიური ზემოქმედებისგან თავის დაღწევის გზები და ეროვნულ ცნობიერებას, ეროვნული კულტურის ტრადიციებს ახალი აზროვნება და მხატვრული ხედვის ახალი, თანამედროვე ფორმები მიუსადაგეს.

30-40-იანი წლების ფილმების თემატურ-სტილური სახეები (გარდატეხა, მისი მიზეზებიდა აღორძინება)

„ზებუნებრივ არსებათა მრავალფეროვანი სერიის შექმნის“ ეპოქა, იდეოლოგიზებული ეპოქა, როდესაც ისტორია იწერებოდა ასახული სინამდვილის ყველა არსებულ კითხვაზე მზა პასუხით, როდესაც რეალური სიუჟეტი უკვე წინასწარ განსაზღვრულ დასკვნებსა და რეზიუმეებთან იყო შეთანხმებული, როდესაც საჭირო იყო არა მხოლოდ დიდი ტყუილი, არამედ ახალი მითოლოგია, რაც ყველასა და ყველაფერს სათანადო ადგილს უჩენდა.

წლების განმავლობაში, ქართული კინემატოგრაფი „მქროლავ ჭურვში“ მოქცეულს ჰგავდა, რომელიც სადღაც მიჰქრის, მაგრამ არ აქვს ზემოქმედების, მიმართულების შეცვლის უნარი. ხელოვნება მხოლოდ მაშინაა მართალი, როდესაც მასში არსებობს რეალობით მოგვრილი და გაცნობიერებული რეალობა, ის მხოლოდ მაშინ განიხილება, როგორც საკმარისად საიმედო. მასში, როგორც წესი, ჩადებულია სიბრძნის რწმენა - რეალური დროის რწმენა-ხედვა (შიგნით და არა, გარედან აღქმული). ამიტომ, გარე ფაქტების გაცნობიერება ხდება რწმენის სახე, ის კი შემოწმებას არ ექვემდებარება. და არ საჭიროებს. შემოწმება კი იწყება მაშინ, როდესაც მქროლავ ჭურვში მსხდომებს გვეჩვენება, რომ ვმოძრაობთ, მაგრამ ეს მოძრაობა სხვა არაფერია, თუ არა დახშულ სივრცეში გამომწყვდეული ადამიანების ფართხალი, არა თავის დასაღწევად, არამედ იქ, შიგნით მყუდროდ და მოხერხებულად მოსათავსებლად.

60-70-იანი წლები _ ნოვატორობა და „ქართული კინოს ფენომენი“; სახელმწიფო დაკვეთა, ცენტრალიზებული წარმოება ერთიანი დირექტივებით

50-იანი წლების მეორე ნახევარში ძველი სისტემები დაირღვა, ახლები ამოქმედდა, ხოლო ისტორიული რეალობა, რომელშიც ხელოვანებს უწევდათ ცხოვრება, ახალი განზომილებებით შეიცვალა.

ამ პერიოდში საქართველოში რეჟისორებმა მოახერხეს „გაეადამიანურებინათ“ სამყარო, ეპოქა, რომელშიც ცხოვრობდნენ, ცხოვრების აზრის განმტკიცებისთვის დაეთმოთ, შეექმნათ ხელოვნების ისეთი ნიმუშები, რომლებშიც მართლა, მთელი გულწრფელობით აისახა ის, რაც ქარველი კაცის ბუნების ჯერ კიდევ შემორჩენილ თვისებებს წარმოადგენდა. ამ ფილმებში, ქართული ხასიათი, ქართული ბუნება, ეროვნული კულტურა, ისევე, როგორც 20-იან წლებში, აშკარად ვლინდება, როგორც შინაარსობრივი, ასევე ფორმის თვალსაზრისით.

ინდივიდუალურ-საავტორო, მხატვრულ-საავტორო, მეტაფორულ-პოეტური კინემატოგრაფის განმსაზღვრელი მთავარი ნიშანი მისი შემქმნელების აზროვნების დამოუკიდებელი ხასიათი იყო, რამაც ახალი სტილისტური აღმოჩენების, ახალი მხატვრული ფორმების ჩამოყალიბება გამოიწვია.

მეოცე საუკუნის 60-70-იანი წლები, შეიძლება ითქვას, რომ ქართული კინემატოგრაფის ყველაზე საინტერესო და გამორჩეული პერიოდი. გამომდინარე იქიდან, რომ ხელოვანს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, მოღვაწეობა ცენზურის პირობებში უხდებოდა, იგი იძულებული იყო, ან დამორჩილებოდა გაბატონებულ იდეოლოგიას, ან ეპოვა ის გზები, ანუ ის მხატვრული ფორმები, რომელთა მეშვეობითაც თავის ნამდვილ სათქმელს იტყოდა. მათი ნამუშევრების თავისებურებაც, ამ გარემოებებმა განაპირობა.

კინოს ენის საფუძვლები;

კურსი ითვალისწინებს ფილმის ენის საფუძვლების შესწავლას. კინოს ენის, როგორც კომუნიკაციის საშუალების და ინფორმაციის მოწოდების საშუალების შესწავლას.

საგანი სტუდენტს დაეხმარება კინოს ენის და სტრუქტურის უკეთ შესწავლაში, გაამდიდრებს თეორიულ ცოდნას და შესაძლებელს გახდის ახლებურად შეისწავლოს მსოფლიო და ქართული კინოს ისტორია.

,,სტილი“, მისი თავისებურება კინოხელოვნებაში

კინემატოგრაფში სტილისა და მისი მახასიათებლების შესწავლა წარიმართება პრაქტიკული რეალური სურათის, ასევე თეორიული ლიტერატურის შესწავლის ნიადაგზე. მოხდება შემოქმედებითი გამოცდილების და პრაქტიკულ_თეორიული ნოვაციების ათვისება სტილის საკითხთან მიმართებაში, რაც ხელოვნების ამ უმთავრესი განმსაზღვრელი თეორიული კომპონენტის გაანალიზებას უწყობს ხელს.

ფილმის აღქმის თავისებურებები

კურსი ითვალისწინებს ფილმის აღქმის სპეციფიკის დადგენას, კინოფილმსა და მაყურებელს შორის “კომუნიკაციის” შესწავლას, კინოფილმის გამომსახველობითი საშუალებების ზემოქმედების ცვლას კინოს ისტორიაში.

გენდერული კვლევები და ფილმის ანალიზი

სტუდენტები მოახდენენ გენდერის, როგორც სოციალურ-კულტურული კონსტრუქტის თავისებურების, გაანალიზებას და საფუძვლიანად გაეცნობიან, თუ როგორ ხდება კომუნიკაციის ეკრანულ საშუალებებში (კინო, ტელევიზია, რეკლამა) გენდერული სტერეოტიპების კულტივირება, მათი მოდიფიცირება ამა თუ იმ ისტორიულ-პოლიტიკურ-კულტურული კონტექსტის შესაბამისად.

გენდერული თეორიები კინოში

სტუდენტები შეისწავლიან გენდერული კვლევების ფუნდამენტურ ნაშრომებს, გაარკვევენ გენდერის, როგორც სოციალურ-კულტურული კონსტრუქტის თავისებურებას მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების დინამიკაში. ისინი მოახდენენ კინოს ვუაიერისტული სპეციფიკის, ჟანრული თავისებურებების გენდერულ ჭრილში განხილვასა და გაანალიზებას.

ხმოვანი კინო და კინოენის განვითარების ახალი ეტაპები

კურსი ითვალისწინებს ხმოვანი კინოს სპეციფიკის შესწავლას და იმ ცვლილებების ანალიზს, რომელიც ხმის შემოსვლამ განიპრობა კინოში.

ესაა საგანი, რომელიც დაეხმარება სტუდენტს კინოს ენის და სტრუქტურის უკეთ შესწავლაში. კურსის გავლის შემდეგ შესაძლებელია ქართული კინოს ისტორიისა და თეორიის ახლებური კვლევა, განსაკუთრებით ქართული კინოს თეორიაში ნაკლებად შესწავლილი პრობლემის –ენის ცვლილების კვლევა.

კინოფილმის სტრუქტურა, ფილმის `გეომეტრია”

კურსი ითვალისწინებს ფილმის სტრუქტურის სიღრმისეულ შესწავლას, ფილმის, როგორც “საგნის” აღნაგობის ანალიზის შესწავლას, რაც კიდევ უფრო დაუახლოვებს კინომცოდნეობას ზუსტ მეცნიერებებს.

,,ფილმოლოგია”. სტრუქტურალიზმი და პოსტსტრუქტურალიზმი.

კურსი ითვალისწინებს ფილმის სტრუქტურული ანალიზის მეთოდების შესწავლას, კინოს სტრუქტურალიზმისა და პოსტსტსტრუქტურალიზმის ისტორიის სიღრმისეულად გაცნობას. ესაა საგანი, რომელიც დაეხმარება მაგისტრანტს კინოს ენის და სტრუქტურის უკეთ შესწავლაში, გაამდიდრებს თეორიულ ცოდნას და გააცნობს ქართული კინომცოდნეობისთვის აქამდე ნაკლებად ცნობილ სფეროს.

დიგიტალური /ციფრული/ ხელოვნების ზეგავლენა კინოენაზე

თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაზე დიგიტალური /ციფრული/ ხელოვნების ზეგავლენა აშკარდ დიდია. ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ კინოხელოვნებაში წარმოშვა ახალი რეალობის შექმნის პერსპექტივები, ახალმა სიმულაციურმა რეალობამ ეჭვის ქვეშ დააყენა ტრადიციული თეორიული მოსაზრებების სისწორე და ჭეშმარიტება. თანამედროვე ხელოვნების თეორიაში აქტუალური გახდა ავტორისეული მსოფლმხედველობისა და დიგიტალური /ციფრული/ ხელოვნების ურთიერთზეგავლენის პროცესის კვლევა, გაჩნდა სრულიად განსხვავებული გამომსახველობითი ფორმები, ესთეტიკური კატეგორიები და.აშ.

კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს და თეორიულ ჭრილში გაიაზროს ტრადიციული ასახვის ფორმებისა და თანამედროვე კინო-ტელე ტექნოლოგიების თავისებურებები, მათი ზეგავლენა კინოესთეტიკის, კინოენის განვითარების, თანამედროვე კინოში არსებულ სტილისტურ-ფორმისეულ ძიებებსა და ტენდენციებზე.

სემიოტიკა

კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს:

1. სემიოტიკის, როგორც ტექსტუალური ანალიზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამედროვე მეთოდოლოგიის, ძირითადი პრინციპები, მისი შესაძლებლობები და შეზღუდულობა;

2. სემიოტიკის ძირითადი ცნებები და ტერმინები;

3. კინოტექსტების მიმართ სემიოლოგიური მიდგომა.

ჟანრების თეორია და ჟანრული ანალიზი

ჟანრი მიეკუთვნება იმ ესთეტიკურ კატეგორიას, რომელიც მეტად აქტიურად მონაწილეობს კინოპროცესის ყველა რგოლში. ამდენად მეტად მნიშვნელოვანია მისი დე ფაქტო არსებობის შესწავლა, თეორიული გააზრება და კვლავ პრაქტიკულ სივრცეში დაბრუნება.

კურსი მიზნად ისახავს გააცნოს სტუდენტს ფილმის ანალიზის სხვადასხვა მოდელები, ჟანრული ანალიზის მნიშვნელობა და ადგილი მათ შორის; შეასწავლოს ჟანრების თეორიის მნიშვნელობა, მისი ისტორიული განვითარება და თანამედროვე ტენდენციები ჟანრისადმი მიდგომაში, კონკრეტული ჟანრის დიაქრონულ და სინქრონულ ასპექტში განხილვა, ფილმის მოაზრება ისტორიულ, სოციალურ და ტექსტუალურ ასპექტში.

კინოს ისტორია და თეორია

კურსის მიზანია ქართული და მსოფლიო კინოს ისტორიის მოკლე კურსის შესწავლა, მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე; კინომიმდინარეობებისა და მიმართულებების გაცნობა, მსოფლიო კულტუროლოგიური, სოციალური, ისტორიული კონტექსტების ჭრილში; ძირითადი ტენდენციებისა და სპეციფიკური მახასიათებლების; პერსონალიების, იმ შემოქმედებითი ბიოგრაფიებისა და ინდივიდუალური მახასიათებლების შესწავლა, რომლებმაც კინოს განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე, ამა თუ იმ მოვლენაზე იქონიეს ზეგავლენა და კინოენის შემუშავებას შეუწყვეს ხელი, რამაც თანამედროვე კინემატოგრაფის, როგორც ხელოვნების არსებობა განსაზღვრა.

სასწავლო კურსის მიზანია _ ზოგადი, მიმოხილვითი ინფორმაციის გადაცემა კინემატორგაფის, კინოთეორიისა და კინემატოგრაფის თეორიული შესწავლის, კინოკრიტიკის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ, იმ მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული და ,,მეორეხარისხოვანი“ ფაქტებისა თუ მოვლენების, ტენდენციებისა და მიმდინარეობების შესახებ, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ კინოს ისტორიაში და ამ პროცესების მეცნიერული შესწავლის საფუძვლის ჩადება; კინონაწარმოებისა და კინომიმდინარეობების ანალიზისა და მათ მიმართ შემოქმედებითი მიდგომის, აქტივობების, კრიტიკული დამოკიდებულების, სპეციფიკური უნარ-ჩვევების გამომუშავება. სამომავლო ორიენტირება.

ქართული ანიმაციის განვითარების ეტაპები

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შესასწავლოს ქართული ანიმაციის განვითრების 80 წლიანი პერიოდი, ძირითადი მომენტები, მათი ურთიერთკავშირი და ურთიერთგავლენები. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ქართული ანიმაციის ისტორიის გამოჩენილ მოღვაწეებს, მათ შემოქმედების, ფილმების კვლევას, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ქართული ანიმაციის განვითრების საქმეში. კურსი ითვალისწინებს ისტორიის გაშუქებას მსოფლიო ქვეყნების ანიმაციური კინოს ისტორიის კვალდაკვალ.

კურსი გულისხმობს სტუდენტებმა ნახონ აუდიო-ვიზუალური მასალა, ქართული ანიმაციური ფილმები, რომელთა ნახვაც საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს, ვინაიდან ისინი არაა დაცული არქივებში, და უმეტესობა არ არის ადვილად ხელმისაწვდომი.

სასწალო კურსის მიზანს წარმოადგენს სტუდენტები ჩაწვდნენ ქართული ანიმაციის კრიზისის გამომწვევ მიზეზებს, გააანალიზონ რა ტენდენციებია დღევანდელ ანიმაციაში, და რა განსაზღვრავს სტილსა თუ მიმართულებას.

ქართული ანიმაციის ეტაპების საფუძვლიანი შესწავლა-გაანალიზება ხელს შეუწყობს სტუდენტებში კვლევითი და ანალიტიკური უნარის გამომუშავებას, მკვლევარისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამტკიცებას.

ქართული და უცხოური ლიტერატურის შედარებითი ანალიზი (V-Xსს.)

სასწავლო კურსი გულისხმობს ქართული მწერლობის (V-Xსს.) რამდენიმე საეტაპო მნიშვნელობის მქონე ნაწარმოების განხილვას ამავე პერიოდის ევროპული მწერლობის კონტექსტში, მათ შორის მსგავსება- განსხვავების დადგენას.

ქართული მწერლობა მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში (XII-XIXს.)

კურსის მიზანია ქართული მწერლობის (XII-XIXს.) რამდენიმე საეტაპო მნიშვნელობის მქონე ნაწარმოების განხილვა ამავე პერიოდის ევროპული მწერლობის კონტექსტში; მათ შორის მსგავსება -განსხვავების დადგენა.

ქართული ენისა და ლიტერატურის ანალიზი

სასწავლო კურსის მიზანია ქართული მწერლობის ისტორიის ხელახალი გაცნობიერება და გაღრმავება. ქართული მწერლობის ისტორიის შესწავლა და ამასთანავე ენის სალიტერატურო ნორმების დადგენა, რისთვისაც აუცილებელია ლიტერატურული ძეგლის გაშინაარსება სახისმეტყველებით ასპექტში. ამიტომ ქართული მწერლობა განხილულია სიმბოლოთა სისტემებთან მიმართებაში, ხოლო სალიტერატურო ენის ნორმები კი – ენის ისტორიის ჭრილში.

მოდულის შესწავლის შემდეგ მაგისტრანტს საგრძნობლად უფართოვდება ზოგადკულტურული ჰორიზონტი; ამასთან ერთად, სიმბოლოთა ენის დაუფლების ფონზე ხდება ქართული მწერლობის მეტ-ნაკლები გაშინაარსება, რითაც იხვეწება მსმენელის მხატვრული ფანტაზია, წარმოსახვა და ასოციაციური აზროვნება.

სიმბოლოს მხატვრული დიაპაზონი

სიმბოლოს მხატვრული დიაპაზონი მთელი სრულყოფილებით წარმოჩინდება წარმოსახვით-ასოციაციურ სივრცეში. ამიტომ აუცილებელია, სწორედ სიმბოლოლოგიის ასპექტით განვიხილოთ ლიტერატურული ძეგლები (რაღა თქმა უნდა, ქართული მწერლობა მსოფლიო ლიტერატურის ჭრილში); ხელოვნების ნიმუშები, სცენური სახეები და ნოვაციები თეატრსა თუ კინოში. სიმბოლო არის უნივერსალური კულტუროლოგიური ფენომენი ამიტომ სწორედ ინტერტექსტუალური ანალიზი უვითარებს შემოქმედებითი ხედვის მქონე სტუდენტებს ზოგად ინტელექტუალურ უნარ-ჩვევებსა თუ ასოციაციურ აზროვნებას.

ვოკალური ხელოვნება

რამდენადაც კურსი გათვლილია ვოკალისტებისთვის, მისი მიზანია ვოკალური ხელოვნების მხატვრულ-სტილური პროცესების და ცალკეული ნიმუშების მუსიკალური სტილისტიკის საფუძვლიანად შესწავლა ზოგადისტორიული პრობლემატიკის ჭრილში, ვოკალისტისთვის საჭირო ჩვევების ჩამოყალიბება, მეთოდოლოგიური ბაზის შექმნა.

საზღვარგარეთის საოპერო ხელოვნება

იმდენად, რამდენადაც კურსი გათვლილია ვოკალისტებისთვის, მისი მიზანია:

- ევროპული საოპერო ხელოვნების (შუა საუკუნეებიდან კლასიციზმის ჩათვლით) მხატვრულ-სტილური პროცესების და ცალკეული ნიმუშების მუსიკალური სტილისტიკის საფუძვლიანად შესწავლა ზოგადისტორიული პრობლემატიკის ჭრილში, ეპოქალური და ეროვნული კულტურის კონტექსტში, (კომპლექსური შესწავლის გზით – ვერბალური, აუდიო, ვიდეო, სანოტო მასალები).

- ვოკალისტისთვის საჭირო ჩვევების ჩამოყალიბება, მეთოდოლოგიური ბაზის შექმნა როგორც პედაგოგიურ და სამეცნიერო, ისე საშემსრულებლო მოღვაწეობაში.

კურსი მიზნად ისახავს ინტერდისციპლინარული აზროვნების და ამ სახის სამეცნიერო კვლევის მეთოდების გამომუშავებას, რაც მომავალი მკვლევარის უმთავრეს პროფესიულ ნიშანს უნდა წარმოადგენდეს.

მუსიკალური დრამის თეორია

სასწავლო კურსის მიზანია მუსიკალურ-დრამატული თეატრის ისტორიისა და თეორიის, განვითარების წამყვანი ტენდენციების, ჟანრული თავისებურებებისა და მათი ტრანსფორმაციის შესწავლა.

კურსის გავლის შემდეგ მაგისტრანტი შესძლებს მუსიკალური თეატრის არსობრივი მახასიათებლების, გამორჩეული ნიმუშების, განვითარების ტენდენციების გააზრებას მსოფლიო კულტურის განვითარების კონტექსტში. მაგისტრანტი მიღებული ცოდნის საფუძველზე შესძლებს მუსიკალური თეატრის თეორიისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სამეტყველო ენის ათვისებას, მუსიკალურ-დრამატული თეატრის მხატვრული მოვლენების სიღრმისეულ გააზრებას: ლიტერატურული და მუსიკალური დრამატურგიის, რეჟისურის, სცენოგრაფიის, საშემსრულებლო და სამსახიობო ხელოვნების ურთიერთმიმართების კონტექსტში.

მუსიკალური რეჟისურის ისტორია

კურსის მიზანია მუსიკალურ-დრამატული თეატრის რეჟისურის ისტორიისა და თეორიის, მისი როლის, მნიშვნელობის, ჟანრული და მხატვრულ-ესთეტიკური თავისებურებების, არსობრივი მახასიათებლების შესწავლა. აღნიშნული კურსი მუსიკალურ-დრამატული თუ საესტრადო ხელოვნების სფეროში რეჟისორული მოღვაწეობისთვის აუცილებელ თეორიულ ცოდნას იძლევა.

კომუნიკაცია და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები

კურსის შესწავლის მიზანია, მაგისტრატურის აკადემიური საფეხურის სტუდენტი დაეუფლოს აკადემიური აუდიტორიის წინაშე საჯარო გამოსვლის, აკადემიური ოპონირების, ანალიტიკური დასკვნების ჩამოყალიბებისა და წარდგენის ოსტატობას, ასევე ორატორულ ხელოვნებას, ლოგიკურად და არგუმენტირებულად მსჯელობას, საჯარო გამოსვლის ხერხებსა და პრინციპებს, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, ქართული სალიტერატურო ენის ნორმები ზედმიწევნით და მიზნობრივად გამოიყენოს ანალიტიკურ, კვლევით (სამაგისტრო დონეზე), პედაგოგიურ თუ პრაქტიკულ პროფესიულ საქმიანობაში.

კურსი მოიცავს აქტუალურ საკითხებს ორთოეპიის, ორთოგრაფიის, პრაქტიკული სტილისტიკის, სამეცნიერო ტერმინოლოგიის სფეროებიდან.

სასწავლო კურსი ფოკუსირებულია არა მარტო თეორიული მასალის შესწავლა-ანალიზზე, არამედ პროფესიულ პრაქტიკაზე, მის დადებით მხარეებსა და ხარვეზებზე, რითაც უზრუნველყოფილი იქნება სტუდენტის პროფესიული დაოსტატება, შემოქმედებითი მისწრაფებების გაღრმავება, ანალიტიკური და კრიტიკული უნარების ჩამოყალიბება.

პროფესიული წერა

კურსის შესწავლის მიზანია, სტუდენტი ღრმად და საფუძვლიანად დაეუფლოს ქართული სალიტერატურო და აკადემიური ენის ნორმატივებს. მართლწერისა და პროფესიული ოსტატობის ფუნდამენტურ პრინციპებს, რათა მიიღოს ის განათლება, რაც მას მომავალში შესაძლებლობას მისცემს ქართული სალიტერატურო ენის ნორმები ზედმიწევნით და მიზნობრივად გამოიყენოს პრაქტიკულ პროფესიულ საქმიანობაში.

ამ კურსის დროს სტუდენტები გაღრმავებულად ისწავლიან ქართულ ენაზე სწორი მეტყველების კულტურისა და მართლწერის მნიშვნელოვან საკითხებს, ზეპირი და წერითი მეტყველების ურთიერთკავშირს, წიგნიერად და გამართულად წერის უნარ-ჩვევებს, თანმიმდევრულობასა და სიზუსტეს წერით მეტყველებაში, ენის სიწმინდისა და სალიტერატურო ნორმების დაცვას, სტილისტიკის უმნიშვნელოვანეს კანონზომიერებებს.

აღნიშნული კურსის შესწავლა წარმოადგენს მომავალი მაგისტრანტის პროფესიული დაოსტატების ერთ ძირითად ნაწილს. ამდენად, ის იძენს აუცილებელ ცოდნას პროფესიული წერის საფუძვლების, გამართული ენობრივი მეტყველების, შესაბამისი სტილის შერჩევის, სხვადასხვა დოკუმენტაციის შედგენა – წარმოებისათვის, თანამედროვე აკადემიური ქართულით წერისა და მეტყველების დაუფლებისათვის.

პედაგოგიკა

კურსის მიზანია მაგისტრანტი საფუძვლიანად გაეცნოს და შეისწავლოს პედაგოგიური პროცესების (როგორც სასწავლო, ისე აღმზრდელობითი) წარმმართველი ფაქტორების შინაარსი, მათი მოქმედების თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული რეალიზების ტექნოლოგია; აგრეთვე, გაარკვიოს მაგისტრანტები აღზდისა და განათლების კლასიკურ და თანამედროვე თეორიებს შორის არსებულ დიალექტიკურ კავშირებში. ერთ–ერთი ამოცანა ისიც არის, რომ მაგისტრანტები კარგად გაერკვნენ ჩვენში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმის სოციალურ–ეკონომიკურ და კულტურულ–სამართლებრივ საფუძვლებში.

სტუდენტმა კარგად უნდა იცოდეს ის პედაგოგიკურ–ფსიქოლოგიური თეორიები, რაც საფუძვლად უდევს თანამედროვე პედაგოგიკურ–საგანმანათლებლო კონცეფციებს.

პედაგოგიკის სალექციო კურსის გავლის შემდეგ მაგისტრანტმა უნდა იცოდეს აღზრდის პროცესის დიალექტიკა და წინააღმდეგობრივი ხასიათი, აღზრდის ძირითადი ფაქტორები და კანონზომიერებანი, ისეთი ტექნოლოგიები, რაც უზრუნველყოფს ტრადიციული პედაგოგიური დებულებებისა და რეკომენდაციების შემოქმედებით გამოყენებას.

კურსში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოსწავლის განვითარების ასაკობრივ და ინდივიდუალური თავისებურებების შესწავლას.

პედაგოგიკის კურსის გავლის შემდეგ მაგისტრანტმა უნდა შეძლოს აღმზრდელობითი და სასწავლო მუშაობის ორგანიზაცია და დაგეგმვა, პედაგოგიური პროცესის პროგნოზირება, პედაგოგიური სიტუაციის ანალიზი და შეფასება.

კურსში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა დიდაქტიკის (სწავლების) საკითხებს, სწავლების პედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, სწავლების პრინციპებსა და მეთოდებს, მათი რეალიზაციის მოთხოვნებს. მაგისტრანტები გაეცნობიან სწავლების სხვადასხვა თეორიებს, სწავლის პროცესის კანონზომიერებებს, სწავლების ორგანიზაციისა და ცოდნის შემოწმება–შეფასების ფორმებსა და მეთოდებს.

შემოქმედებითი პედაგოგიკა

კურსის მიზანია მაგისტრანტი ღრმად და საფუძვლიანად დაეუფლოს განვითარების, სწავლებისა და სწავლის თეორიებს, რათა შეძლოს ეფექტიანად გამოიყენოს იგი შემოქმედებითი (კრეატიული) პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში.

შემოქმედებითი პედაგოგიკის სალექციო კურსის ამოცანაა მაგისტრანტებს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა აღზრდის პროცესის დიალექტიკისა და წინააღმდეგობრივი ხასიათის, აღზრდის ძირითადი ფაქტორებისა და კანონზომიერებების შესახებ და უჩვენოს ის ახალი პედაგოგიური ტექნოლოგიები, რაც უზრუნველყოფს ტრადიციული პედაგოგიკური დებულებებისა და რეკომენდაციების შემოქმედებითად გამოყენებას.

შემოქმედებითი პედაგოგიკის სალექციო კურსში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მოსწავლის პიროვნების განვითარების ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების შესწავლას, უილიამ ჯემსის თეორიას პიროვნების შესახებ.

საგანგებო ყურადღება ეთმობა თამაშის როლს პიროვნების განვითარებაში, როლური და შემოქმედებითი თამაშების გამოყენებას სასწავლო–აღმზრდელობით პროცესში. ასევე, სწავლების პედაგოგიკურ და ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, პრობლემური სწავლების პრინციპსა და რეალიზაციის მოთხოვნებს.

შემოქმედებით პედაგოგიკაში ერთობ მნიშვნელოვანია მისი გამოყენებითი მხარე. მისი ცოდნის საფუძველზე მაგისტრანტებმა უნდა გამოიმუშაონ პედაგოგიური პროცესის განვითარების პროგნოზირების უნარი. ამიტომ სალექციო კურსი მოიცავს როგორც აუდიტორიაში განსახილველ, ისე დამოუკიდებლად დასამუშავებელ საკითხებს. ლექცია–სემინარებზე განსაზღვრული დრო დაეთმობა პრაქტიკული მაგალითების (პედაგოგიური სიტუაციების) განხილვას, პედაგოგიურ–პრობლემური სიტუაციების ანალიზს.

საგანმანათლებლო კანონმდებლობა

კურსი ითვალისწინებს შეასწავლოს სტუდენტებს საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ /2004 წ. 21 დეკემბერი/ გააცნოს ბოლონიის პროცესის ძირითადი მიზნები: აკადემიურ ხარისხების სამსაფეხურიან სისტემაზე /ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი/ გადასვლა, ევროპული კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების (ECTS) სისტემის განხორციელება, აკადემიური ხარისხების თავსებადობა-კვალიფიკაციის ცნობა, დიპლომის დანართის როლი კვალიფიკაციების აღიარების პროცესში, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა.

მენეჯმენტის საფუძვლები

კურსის მიზანია სტუდენტმა შეიძინოს საფუძვლიანი ცოდნა ,,მენეჯმენტის საფუძვლებში”, კერძოდ, კი კარგად გააცნობიეროს მენეჯმენტის მიზნები და ამოცანები, მართვის მეთოდები და ფუნქციები, მართვისადმი მიდგომები, გადაწყვეტილების მიღების, ადამიანებთან ურთიერთობის ნიუანსები, დაგეგმვის, ორგანიზების, მოტივაციის და კონტროლის სრულად განხორციელების მექანიზმები და ა.შ., რაც მას ორგანიზაციის (ან მართვის უფრო მაღალი რგოლის) განვითარების სტრატეგიისა და ტაქტიკის განსაზღვრის, დასაბუთებული მმართველობითი გადაწყვეტილებების შემუშავების და მთლიანობაში ნაყოფიერი მენეჯერული საქმიანობის საშუალებას მისცემს.

კულტურის მენეჯმენტი

კურსის მიზანია სტუდენტმა კარგად შეისწავლოს კულტურისა და ხელოვნების სფეროს (მისი ორგანიზაციების) განვითარებისა და მართვის თავისებურებები, რესურსული უზრუნველყოფის მდგომარეობა, დაფინანსების წყაროები და ამ მხრივ არსებული სერიოზული პრობლემები, შეძლოს არსებულ და პოტენციურ დონორებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, ფანდრეიზინგული კამპანიის მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარება, პერსონალის მართვა, მმართველობითი სტილის შეფასება და სრულყოფა, ლიდერის უნარ–ჩვევების დაუფლება, კულტურის სფეროს მართვის ეფექტიანობის ანალიზი და შეფასება. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი უნდა ფლობდეს კულტურის სფეროს მართვის ექსპერტ–ანალიტიკოსის, სამეცნიერო–კვლევითი სამუშაოების დამოუკიდებლად ჩატარების, კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციების მაღალკვალიფიციური მენეჯერის უნარ–ჩვევებს.

ადამიანური რესურსების მენეჯმენტი კულტურის სფეროში

კურსის მიზანია სტუდენტებს განუვითაროს მმრთველობითი საქმიანობის განხორციელების, ანალიზისა და შეფასების უნარები. ორგანიზაციების დონეზე გააცნოს ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ისეთი საკითხები, როგორიცაა: ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მეთოდოლოგია, მართვის თეორია ადამიანის როლის შესახებ, ორგანიზაცია და პერსონალი, ორგანიზაციის საკადრო პოლიტიკა, პერსონალის შერჩევა, დაქირავება, მისი განვითარებისა და კარიერის მართვა, შრომის ანაზღაურებისა და პერსონალის ქცევის მართვა, შრომის შედეგების შეფასება, სოციალურ–შრომითი ურთიერთობები და ა.შ.

ქორეოგრაფიული ხელოვნების თეორია და კრიტიკა

სასწავლო კურსი “ქორეოგრაფიული ხელოვნების თეორიასა და კრიტიკაში” საცეკვაო (აუთენტური და სასცენო) ხელოვნების მკვლევართათვის მაპროფილებელ სასწავლო დისციპლინას წარმოადგენს. მოცემული სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეცნობა მრავალრიცხოვან პროფესიულ (ქართულ და უცხოურ) ლიტერატურას და ახდენს არსებული ქორეოგრაფიული ლირერატურის კატალოგიზაციას სხვადასხვა კლასიფიკაციური სისტემის მიხედვით; ასევე, ახდენს ფუნდამენტური ნაშრომების ანალიზს (წერს რეფერატს). სტუდენტი შეისწავლის ისტორიული და თეორიული კვლევის მეცნიერული მეთოდების გამოყენებას (არქეოლოგიური, ლიტერატურული, მუსიკალური წყაროების მოძიებისა და მათი ანალიზის მიხედვით); შეისწავლის კრიტიკულ აზროვნებასა და კრიტიკული შეფასების ფორმებსა და მეთოდებს თანამედროვე ქორეოგრაფიაში არსებული ნიმუშების მაგალითებზე. აღნიშნული სასწავლო კურსი ასევე მიზნად ისახავს შეასწავლოს სტუდენტს ცეკვის ჩაწერის სხვადასხვა სისტემა და გამოუმუშაოს ამ მიმართულებით პრაქტიკული უნარ-ჩვევები. სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ამზადებს რამდენიმე სამეცნიერო-შემოქმედებით პროექტს ქართული საცეკვაო ფოლკლორის თემატიკით. სასწავლო კურსის დასრულებისთანავე მაგისტრანტი სრულად ფლობს სამეცნიერო კვლევის უნარ-ჩვევებს, რომელთა გამოყენებით მას შეუძლია აწარმოოს თეორიული კვლევა ქართულ საცეკვაო ფოლკლორში არსებული ნებისმიერიპრობლემის ირგვლივ. ასევე, მაგისტრანტს შეუძლია:

• საცეკვაო ნიმუშის პროფესიული ანალიზი;

• ქართული აუთენტური და სასცენო საცეკვაო ნიმუშის ფიქსირება (ჩაწერა პირობითი ნიშნების მეშვეობით და ლიტერატურული ენით აღწერა);

• თემატური ბიბლიოგრაფიული კატალოგების შედგენა;

• საგაზეთო ან საჟურნალო მასალის მომზადება (საკონცერტო პროგრამის ან ცალკეული საცეკვაო ნიმუშის რეცენზირება, შემოქმედებითი პორტრეტის შედგენა, ინტერვიუს ჩაწერა და ა.შ.);

• თემატური სალექციო კურსის წაყვანა სახელოვნებო სტუდიებში.

ქორეოგრაფიული ხელოვნების კრიტიკული ანალიზი

სასწავლო მოდულის: ,,ქორეოგრაფიული ხელოვნების თეორია და კრიტიკის“ სასწავლო კურსი ,,ქორეოგრაფიული ხელოვნების კრიტიკული ანალიზი“ ქორეოგრაფიული ხელოვნების მკვლევართათვის მაპროფილებელ სასწავლო დისციპლინას წარმოადგენს. მოცემული სასწავლო კურსის მიზანია მოამზადოს სპეციალისტები ქართული ქორეოგრაფიის კვლევის დარგში, ეთნო-ქორეოლოგი, მიაწოდოს მას სრულფასოვანი ცოდნა აღნიშნული სახელოვნებო მეცნიერების შესახებ და გამოუმუშაოს მას ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევები, რომელსაც იგი გამოიყენებს მომდევნო საქმიანობაში.

სასწავლო კურსის მიზანია:

• გააცნოს მაგისტრანტს ქორეოლოგიური მეცნიერების კრიტიკის მიმართულება და გამოუმუშაოს მას პრაქტიკული უნარ-ჩვევები ამ მიმართულებით.

• შეასწავლოს კრიტიკული აზროვნება და კრიტიკული შეფასების ფორმები და მეთოდები თანამედროვე ქორეოგრაფიაში არსებულ მოვლენათა მაგალითებზე;

• შეასწავლოს შემოქმედებითი პორტრეტის (ქორეოგრაფის, მოცეკვავის) შექმნის მეთოდები და ფორმები: ინტერვიუ, პორტრეტი, მონოგრაფია.

• გააცნოს მონოგრაფიული ხასიათის ქართული ქორეოგრაფიული ლიტერატურა (წიგნის შინაარსობრივ-სტრუქტურულ და სტილისტურ მხარეზე დაკვირვების გზით);

ქორეოგრაფიული ხელოვნების კრიტიკა

ქართული ტრადიციული ხელოვნებისადმი საყოველთაო ინტერესმა და ქართული საცეკვაო ხელოვნების საშემსრულებლო პრაქტიკის დინამიურმა განვითარებამ განაპირობა ეროვნული ქორეოგრაფიის მეცნიერული კვლევისა და ქართული ცეკვის საშემსრულებლო ხელოვნების პროფესიული შეფასება-ანალიზის აუცილებლობა და აქტუალობა.

სასწავლო კურსი ,,ქორეოგრაფიული ხელოვნების კრიტიკაში“ ქართული საცეკვაო (სასცენო) ხელოვნების საშემსრულებლო მიმართულების მაგისტრანტთათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სასწავლო დისციპლინას წარმოადგენს. მოცემული სასწავლო კურსის მიზანია:

• გააცნოს მაგისტრანტს ქორეოლოგიური მეცნიერების კრიტიკის მიმართულება და გამოუმუშაოს მას პრაქტიკული უნარ-ჩვევები ამ მიმართულებით.

• გააცნოს სტუდენტს მრავალრიცხოვანი პროფესიული (ქართული და უცხოური) ლიტერატურა და მოახდინოს არსებული ქორეოგრაფიული ლირერატურის კატალოგიზაცია სხვადასხვა კლასიფიკაციური სისტემის მიხედვით;

• მოახდინოს ფუნდამენტური ნაშრომების ანალიზი, სხვადსხვა ავტორთა წერის სტილისტურ, შინაარსობრივ და სტრუქტურულ თავისებურებებზე დაკვირვების გზით;

• შეასწავლოს ისტორიული და თეორიული კვლევის მეცნიერული მეთოდების გამოყენება (არქეოლოგიური, ლიტერატურული, მუსიკალური წყაროების მოძიებისა და მათი ანალიზის გზით);

• შეასწავლოს კრიტიკული აზროვნება და კრიტიკული შეფასების ფორმები და მეთოდები თანამედროვე ქორეოგრაფიაში არსებულ მოვლენათა მაგალითებზე;

• შეასწავლოს შემოქმედებითი პორტრეტის (ქორეოგრაფის, მოცეკვავის) შექმნის მეთოდები და ფორმები: ინტერვიუ, პორტრეტი, მონოგრაფია.

• გააცნოს მონოგრაფიული ხასიათის ქართული ქორეოგრაფიული ლიტერატურა წიგნის შინაარსობრივ-სტრუქტურულ და სტილისტურ მხარეზე დაკვირვების გზით;

• შეასწავლოს ქორეოგრაფიული ნიმუშის, ანსამბლის რეპერტუარის, საკონცერტო პროგრამის კრიტიკული ანალიზი ცეკვის ყველა შემადგენელი კომპონენტის გათვალისწინებით;

• გამოუმუშაოს კრიტიკული წერილისა და რეცენზიის შექმნის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

მოამზადოს რამდენიმე სამეცნიერო-შემოქმედებითი პროექტი ქართული საცეკვაო ფოლკლორის თემატიკით და მოახდინოს მათი პრეზენტაცია.

ქორეოგრაფიული მემკვიდრეობა

ა. ქორეოგრაფიული მემკვიდრეობა - საბალეტო ხელოვნება - მიზნად ისახავს მაგისტრანტების ცოდნის გაღრმავებას. ეს კურსი ითვალისწინებს საბალეტო ნაწარმოებების ნახვას, განხილვას, მის სრულ ანალიზს, ეპოქის, ჟანრული კუთვნილების, დრამატურგიის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, მხატვრული ფორმაციის განსაზღვრის, ქორეოგრაფთა ხელწერის, მოცეკვავეთა შემოქმედებითი სახის გათვალისწინებით. მაგისტრანტებს ასევე საშუალება ექნებათ გაეცნონ საუკეთესო ანალიტიკურ, სამეცნიერო ნაშრომებს, სტატიებს სპექტაკლების, მათი შემქმნელებისა და შემსრულებლების შესახებ. ყოველივე ეს სტუდენტებს საშუალებას მისცემს გამოიმუშაონ მხატვრული ნაწარმოების სწორად შეფასებისა და ანალიზის უნარი.

ბ. ქორეოგრაფიული მემკვიდრეობა - ქართული სასცენო-ხალხური ქორეოგრაფია -

კურსის მიზანია სტუდენტმა, გამოჩენილი ქართველი ქორეოგრაფების შემოქმედების მაგალითზე, შეისწავლოს ქართული ცეკვის განვითარების ეტაპები. იცოდეს მათი ბიოგრაფია და შემოქმედება. გაეცნოს და შეისწავლოს არქივში შემონახული კინო და ვიდეო მასალები. კურსის შესწავლა სტუდენტს დაეხმარება რთული ქორეოგრაფიული დადგმის ანალიზში, თემატურ– სიუჟეტური კომპოზიციის შექმნაში.

ცეკვის დრამატურგია

სასწავლო კურსი “ცეკვის დრამატურგია” ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულების სამაგისტრო პროგრამის მაპროფილებელ სასწავლო დისციპლინას წარმოადგენს. მოცემული სასწავლო კურსი მიზნად ისახავს ქორეოგრაფიული ნიმუშის კომპოზიციური სტრუქტურის პროფესიული ანალიზის ისეთი უნარ-ჩვევების შემუშავებას, რომელიც ცეკვის დრამატურგიულ წყობას ემყარება და განიხილავს მას ცეკვის ყველა სტრუქტურული ერთეულის დრამატურგიის

კონტექსტში. აღნიშნული სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეცნობა სპეციალურ ლიტერატურას (ქართულსა და უცხოურს) და ახდენს ფუნდამენტური ნაშრომების ანალიზს (რეფერატის სახით); შეისწავლის ინტერდარგობრივი კვლევის ფორმებს, (ცეკვისა და მუსიკის, ცეკვისა და ლიტერატურის და ა.შ. დრამატურგიის ურთიერთკავშირებს). სასწავლო კურსის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: ქორეოგრაგიის სინთეზურობა და ცეკვის ინტერდარგობრივი კვლევის ფორმები; ლიტერატურული ანალიზი, როგორც ცეკვის დრამატურგიული ანალიზის საფუძველი; დროის ფილოსოფიური კატეგორია და მისი გავლენა ქორეოგრაფიული ნიმუშის დრამატურგიულ წყობაზე; ცეკვის იდეურ-თემატური ანალიზი დრამატურგიის კანონების საფუძველზე; ცეკვის მუსიკალური გაფორმების ანალიზი დრამატურგიის კანონების საფუძველზე; ცეკვის კომპოზიციური სტრუქტურის ანალიზი დრამატურგიის კანონების საფუძველზე (ქორეოგრაფიული ნიმუშის ნახაზისა და საცეკვაო ლექსიკის დრამატერგიული წყობა); ცეკვის საშემსრულებლო ოსტატობის ანალიზი (საშემსრულებლო ტექნიკა და არტისტიზმი) დრამატურგიის კანონების გათვალისწინებით.

აღნიშნული სასწავლო კურსის დასრულებისთანავე მაგისტრანტი სრულად ფლობს პროფესიული შეფასების და სამეცნიერო კვლევის უნარ-ჩვევებს, რომელთა გამოყენებით მას შეუძლია საცეკვაო ნიმუშის ქორეოგრაფიული ანალიზი დრამატურგიის კანონების საფუძველზე. შეძენილი უნარ-ჩვევები მაგისტრანტს შეუძლია გამოიყენოს საშემსრულებლო და პედაგოგიურ პრაქტიკაში.

ქართული საცეკვაო ფოლკლორი

ქართული ტრადიციული ხელოვნებისადმი საყოველთაო ინტერესმა და ქართული საცეკვაო ხელოვნების საშემსრულებლო პრაქტიკის დინამიურმა განვითარებამ განაპირობა ეროვნული ქორეოგრაფიის მეცნიერული კვლევისა და ქართული ცეკვის საშემსრულებლო ხელოვნების პროფესიული შეფასება-ანალიზის აუცილებლობა და აქტუალობა. სასწავლო კურსი “ქართული საცეკვაო ფოლკლორი” ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების სპეციალისტთათვის მაპროფილებელ სასწავლო დისციპლინას წარმოადგენს. მოცემული სასწავლო კურსის მიზანია წარმოაჩინოს ქართული საცეკვაო ფოლკლორი, როგორც სამეცნიერო კვლევის ობიექტი;

შეასწავლოს სტუდენტს ისტორიული და თეორიული კვლევის მეცნიერული მეთოდების გამოყენება; განსაზღვროს ქართული საცეკვაო ფოლკლორის განვითარების ისტორიული კანონზომიერება; დაადგინოს ქრონოლოგიური პერიოდიზაციის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და გამოკვეთოს თითოეული ეტაპისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები აღნიშნული სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ეცნობა ქართული საცეკვაო ფოლკლორის შესწავლის ძირითადი წყაროებს, არქეოლოგიური, ლიტერატურული და მუსიკალური მასალის მოძიებისა და მათი შემდგომი ანალიზის ფორმებს. ასევე, სტუდენტი ეცნობა მრავალრიცხოვან პროფესიულ (ქართულ და უცხოურ) ლიტერატურას და ახდენს არსებული ქორეოგრაფიული ლიტერატურის კატალოგიზაციას სხვადასხვა კლასიფიკაციური სისტემის მიხედვით; ახდენს ფუნდამენტური ნაშრომების ანალიზს (რეფერატის სახით). აღნიშნული სასწავლო კურსის დასრულებისთანავე მაგისტრანტი სრულად ფლობს სამეცნიერო კვლევის უნარ-ჩვევებს, რომელთა გამოყენებით მას შეუძლია;

• ქართული საცეკვაო ფოლკლორის სხვადასხვა ასპექტის პროფესიული ანალიზი;

• თემატური ბიბლიოგრაფიული კატალოგების შედგენა და მისი გამოყენება თეორიულ და პრაქტიკულ საქმიანობაში;

• პროფესიული პრაქტიკული საქმიანობის წარმართვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალების გამოყენებით;

• თემატური სალექციო კურსის წაყვანა სახელოვნებო დაწესებულებებში.

XIX-XX ს. მსოფლიო ხელოვნების განვითარების ტენდენციები

კურსის მიზანია მაგისტრანტს შეუქმნას წარმოდგენა XIX-XX სს. მსოფლიო ხელოვნების ისტორიის შესახებ, იმ ძირითადი კულტუროლოგიური კონცეფციების ფონზე, რომელნიც ჩამოყალიბდნენ XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან XX საუკუნის ბოლომდე და რომელთაც განსაზღვრეს ახალი და უახლესი მსოფლიო ხელოვნების განვითარების ტენდენციები. წარმოდგენილ სასწავლო კურსში კომპლექსურად განიხილება XIX-XXსს. მსოფლიო ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარების თავისებურებანი, ყურადღება გამახვილებული იქნება ცალკეული თვალსაჩინო ხელოვანის შემოქმედებაზე, იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელთაც მოიცვეს ხელოვნების დარგები მსოფლიოს სხვადასხვა მერიდიანზე.

ხელოვნების თეორია და კრიტიკა

კურსის მიზანია გააცნოს მაგისტრანტს ხელოვნების თეორიის ძირითადი პრობლემატიკა, ზოგადი წარმოდგენა შეუქმნას მომავალ მკვლევარს ხელოვნების კვლევის უახლეს მეთოდიკაზე, რათა მათ შესძლონ აწარმოვონ კვლევა კულტურის თეორიის აქტუალური საკითხების გათვალისწინებით და თანამედროვე ინტერდისციპლინარული ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით. ასევე, კურსი მიზნად ისახავს ხელოვნების თეორიის საბაზო ცოდნასთან ერთად, გაარკვიოს მაგისტრანტები არტეფაქტების სემანტიკასა და ფუნქციურ დატვირთვაში, რათა შესძლონ დამოუკიდებლად შეაფასონ ხელოვნების ესა თუ ის ქმნილება.

XX ს. ქართული ხელოვნაბა

კურსი მიზნად ისახავს მაგისტრანტს გააცნოს XX საუკუნის ქართული კულტურის ის მნიშვნელოვანი ღირებულებები, რომელნიც ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა შემოქმედების ნაყოფია, ქართული ემიგრაციული კულტურის გათვალისწინებით. კურსის შესწავლის ძირითადი ამოცანაა , ხელოვნების სხვადასხვადარგის კომპლექსური მასალის საფუძველზე სტუდენტი გაერკვეს იმ ძირითად კულტუროლოგიურ კონცეფციებში, რომელთა წიაღშიც ჩამოყალიბდა მეოცე საუკუნის ქართული ხელოვნება, შესძლოს გაანალიზება იმისა, თუ როგორი იყო XX საუკუნის ძირითადი ესთეტიკური შეხედულებები და მძლავრი საზოგადოებრივ-კულტურული ორგანიზაციებისა და გამორჩეულ ქართველ ხელოვანთა კულტურტრეგერული მოღვაწეობა. სასწავლო კურსი გააცნობს მაგისტრანტს თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარების ტენდენციებს.

კულტურული მემკვიდროება – დაცვა და მართვა

კურსის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციებისა და მეთოდოლოგიის გაცნობა, ეროვნული და საერთაშორისო მოდელების შესწავლა, რომლის ფარგლებშიც მაგისტრანტები დაეუფლებიან კულტურული მემკვიდრეობის ტიპოლოგიურად განსხვავებული ნიმუშების (ძეგლების, კომპლექსების, საიტების და ა.შ.) დაცვის, კვლევის, დოკუმენტირების, რეაბილიტაციის, პოპულარიზაციისა და მართვის უმთავრეს პრინციპებს; შეფასების მეთოდოლოგიას და უახლესი ტექნოლოგიების როლს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში.

მარგისტრანტები, ასევე, გაეცნობიან ბოლო წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესებს - კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, რეაბილიტაციის, საინფორმაციო სისტემების, პოპულარიზაციის, მართვისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. შესაბამისად, ინფორმირებული იქნებიან საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არსებულ მდგომარეობაზე,

სასწავლო კურსის გავლის შედეგად მიღებული ცოდნის საფუძველზე მაგისტრანტი შეიძენს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის კვლევის, შეფასების, ინტერპრეტაციის, ინვენტარიზაცია-დოკუმენტირების უნარ-ჩვევებს. დამოუკიდებლად შეძლებს განახორციელოს ძეგლთა მონიტორინგი და მდგომარეობის შეფასება.

XX ს. მსოფლიო არქიტექტურული ფორმები

კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა თანამედროვე არქიტექტურის სფეროში, შეასწავლოს XXს-ის ძირითადი არქიტექტურული ტენდენციები, მნიშვნელოვანი ოსტატები და მათი არქიტექტურული პროექტების თავისებურებანი. კურსის ამოცანაა სტუდენტი გაარკვიოს ოსტატთა თეორიული ნაშრომებისა და პრაქტიკული მოღვაწეობის ურთიერთკავშირში, ასევე, XX ს-ის არქიტექტურაზე დამკვეთის, პოლიტიკის და ზოგადად, კულტურის გავლენის საკითხებში;

ჩვენი მთავარი ინტერესი XX საუკუნის არქიტექტურაა, მაგრამ ლექციებზე მიმოვიხილავთ XIX საუკუნესაც და ამ დროს მიმდინარე პროცესების თავისებურებესაც. ვისაუბრებთ ისტორიზმსა და ეკლექტიზმზე, XIX ს-ის ტექნიკურ მიღწევებზე, რომელზეც დაეფუძნა XX ს-ის არქიტექტურა. სტუდენტი ისწავლის და გაიაზრებს იმ ეტაპებს, რაც გაიარა XX საუკუნემ არქიტექტურის ძირითადი პრინციპების - ფუნქციის, კონსტრუქციის და მხატვრული გამომსახველობის - გადახედვიდან მოყოლებული თანამედროვეობამდე. ის ისწავლის ამ ხნის განმავლობაში აღმოცენებულ სხვადასხვა მიმართულებების (დაწყებული მოდერნითა და ფუნქციონალიზმით და თანამედროვე მიმართულებით – დეკონსტრუქტივიზმით დამთავრებული). ყოველივე სტუდენტს მისცემს საფუძველს კარგად გაიაზროს მიმდინარე არქიტექტურული ტენდენციების თავისებურებები და შეძლოს მათი პროფესიული შეფასება.

ქართული ქრისტიანული ხელოვნების შედარებითი ისტორია (IV-Xსს.)

დისციპლინა ,, ქართული ქრისტიანული ხელოვნების შედარებითი ისტორია (IV-Xსს.) ‘‘ განკუთვნილია მაგისტრატურის აკადემიური საფეხურის სტუდენტებისთვის. მისი მიზანია შედარებითი ანალიზის გზით შეასწავლოს სტუდენტებს ქართული ხელოვნების ისტორიიის კონკრეტული ეტაპები, გაუღრმავოს და გაუფართოვოს ფაქტობრივი მასალის ცოდნა, განუვითაროს ანალიზის უნარი, ხელი შეუწყოს მათ სხვადასხვა შეხედულებათა გააზრებაში, საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების უნარის განვითარებაში.

კურსი მოიცავს ძველი ქართული ხელოვნების უმნიშვნელოვანეს საკითხებს და გამიზნულია სტუდენტს ღრმად შეასწავლოს დიდი პერიოდის ხელოვნება დაწყებული IV საუკუნიდან X საუკუნემდე.

კურსის ამოცანაა ხელოვნების ისტორიის საკითხები შეასწავლოს სტუდენტს და სწავლის პროცესში კონკრეტული ნაწარმოებისა თუ მხატვრულ-ისტორიული ეტაპის ფართო ხედვა გამოუმუშაოს, ასწავლოს მას შედარებითი ანალიზის მეთოდის გამოყენებით მოვლენებში ჩაღრმავება, გაანალიზება, სხვადასხვა მონაცემთა შეჯერება და საკუთარი თვალთახედვის შემუშავება. ყურადღების ცენტრში მოექცევა ქრისტიანული არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების უადრესი ნიმუშები, ქართული ხელოვნების პირველი აყვავების პერიოდისა და გარდამავალი ხანის ძეგლები. სტუდენტები შეისწავლიან და გაიაზრებენ ქართული ქრისტიანული ხელოვნების ჩამოყალიბების პროცესს, სხვა ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობას, ქართული ხელოვნების განსხვავებულობას, მის მნიშვნელობას. ქრონოლოგიურად და თემატურად კლასიფიცირებული წამყვანი მხატვრული მიმართულებები და ხელოვნების ძეგლები განხილული იქნება ადგილისა და დროის, რელიგიისა და პოლიტიკის, საზოგადოებრივ-ისტორიული გარემოს კონტექსტში. კურსი ძირითად აქცენტს აკეთებს ქრისტიანული ეპოქის ხელოვნებაზე, მაგრამ გვერდს არ აუვლის უძველეს ეტაპებს. სტუდენტს საშუალება ექნება, სურვილის შემთხვევაში, პედაგოგის დახმარებით ინდივიდუალურად იმუშაოს მისთვის საინტერესო პრობლემებზე და გაიღრმავოს ცოდნა.

განვითარებული შუა საუკუნეების ხელოვნების მხატვრული პრობლემები (X-XIIIსს.)

დისციპლინა ,,განვითარებული შუა საუკუნეების ხელოვნების მხატვრული პრობლემები (X-XIIIსს.)‘‘ განკუთვნილია მაგისტრატურის აკადემიური საფეხურის სტუდენტებისთვის. მისი მიზანია ღრმად შეასწავლოს სტუდენტებს ქართული ხელოვნების ისტორიიის კონკრეტული ეტაპის ხელოვნება - დაწყებული X ს-დან XIII საუკუნით დამთავრებული. ეს ეპოქა წარმოგვიდგენს ქართული ხელოვნების დიდი აყვავების პერიოდს. იმავდროულად ესაა ეპოქა, რომლის ბოლოს მდგომარეობა იცვლება უარყოფითისკენ და ჩნდება ხელოვნების დაქვეითების პირობები. მთლიანობაში ეს არის ბრწყინვალე ეპოქა. ქართული ხელოვნება მწვერვალებს აღწევს. სტუდენტები ღრმად შეისწავლიან და გაიაზრებენ ტაო-კლარჯეთის, ქართლი-კახეთის, აფხაზეთის, შემდგომ კი გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს პერიოდის ხელოვნებას. ოშკი, ხახული, ლიხნი, მოქვი, კუმურდო, ნიკორწმინდა, ბაგრატის ტაძარი, სვეტიცხოველი და ქართული არქიტექტურის სხვა შედევრები გახდებიან სტუდენტთა შესწავლისა და განხილვის საგანი. აღნიშნული ხანის რქიტექტურის, ჭედურობის, მქანდაკებლობის, მხატვრობის ნიმუშების შესწავლა მოხდება შედარებითი ანალიზის გზით. კურსის ამოცანაა სტუდენტს გაუღრმავოს და გაუფართოვოს ფაქტობრივი მასალის ცოდნა, განუვითაროს ანალიზის უნარი, ხელი შეუწყოს მათ ეპოქის ზოგად და კონკრეტულ მახასიათებელთა გააზრებაში, არსებული გამოკვლევების შესწავლაში და საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების უნარის განვითარებაში.

კურსის ამოცანაა ხელოვნების ისტორიის საკითხები შეასწავლოს სტუდენტს და სწავლის პროცესში კონკრეტული ნაწარმოებისა თუ მხატვრულ-ისტორიული ეტაპის ფართო ხედვა გამოუმუშაოს, ასწავლოს მას შედარებითი ანალიზის მეთოდის გამოყენებით მოვლენებში ჩაღრმავება, გაანალიზება, სხვადასხვა მონაცემთა შეჯერება და საკუთარი თვალთახედვის შემუშავება; სხვა ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობა; ქართული ხელოვნების განსხვავებულობა, მის მნიშვნელობა. ქრონოლოგიურად და თემატურად კლასიფიცირებული წამყვანი მხატვრული მიმართულებები და ხელოვნების ძეგლები განხილული იქნება ადგილისა და დროის, რელიგიისა და პოლიტიკის, საზოგადოებრივ-ისტორიული გარემოს კონტექსტში.

XIV-XIX საუკუნეების ხელოვნების გზები - შედარებითი ანალიზი

დისციპლინა ,,XV-XIX საუკუნეების ხელოვნების გზები - შედარებითი ანალიზი‘‘ განკუთვნილია მაგისტრატურის აკადემიური საფეხურის სტუდენტებისთვის. მისი მიზანია შედარებითი ანალიზის გზით შეასწავლოს სტუდენტებს ქართული ხელოვნების გვიანი შუა საუკუნეების პერიოდი. ზოგადად ისტორიაში ეს არის ხანა, რომელიც დიდი ცვლილებებით ხასიათდება საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ ცხოვრებაში: დასავლეთ ევროპულ კულტურასა და ხელოვნებაში ახალი, აღორძიონების ხანა იწყება, უკან რჩება შუა საუკუნეები; ბიზანტია წყვეტს არსებობას და საქართველო მტრულ გარემოში ექცევა, მაჰმადიანურ სახელმწიფოთა პირისპირ, ის რეგიონში ქრისტიანობის ფორპოსტად რჩება; მის კულტურასა და ხელოვნებაში კი გრძელდება შუა საუკუნეების ეტაპი. კურსი მიზნად ისახავს კომპლექსურად გაანალიზოს აღნიშნული პერიოდის ხელოვნება, წარმოაჩინოს კავშირი პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მდგომარეობასა და ხელოვნებას შორის, თვალსაჩინო გახადოს მხატვრულ პროცესებში ტრადიციის, ისლამურ ქვეყნებთან ურთიერთობის, სიახლის ძიების დონე, რაგვარობა და მინშვნელობა, ხელოვნების დაცემის და, ასევე, შემოქმედებითი ამოფრქვევების ,,მოწმობები“. კურსი მოიცავს გვიანი შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების უმნიშვნელოვანეს საკითხებს.

კურსის ამოცანაა ხელოვნების ისტორიის საკითხები შეასწავლოს სტუდენტს და სწავლის პროცესში კონკრეტული ნაწარმოებისა თუ მხატვრულ-ისტორიული ეტაპის ფართო ხედვა გამოუმუშაოს, ასწავლოს მას შედარებითი ანალიზის მეთოდის გამოყენებით მოვლენებში ჩაღრმავება, გაანალიზება, სხვადასხვა მონაცემთა შეჯერება და საკუთარი თვალთახედვის შემუშავება. სტუდენტებმა უნდა გააცნობიერონ ქართულ სამეფოთა ხელოვნების თავისებურებები, რა შეინარჩუნეს, რა დაივიწყეს, რა სიახლე შემოიტანეს გვიანი შუა საუკუნეების ოსტატებმა. სტუდენტმა საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს მომწიფებული შუა საუკუნეების რაფინირებული სტილის რღვევის პერიოდი (XIV ს), გაიაზრონ სამცხის ხუროთმოძღვრების ადგილი ამ ხანაში, ხელოვნების დაქვეითების ნიშნები და მისი მიზეზები. უნდა შეეისწავლონ, ასევე, ეპოქის მნიშვნელოვანი ძეგლები - გერგეტი, გრემი, ახალი შუამთა, ანანური და სხვა შემორჩენილი ნაგებობები (საეკლესიო და საერო დანიშნულებისა), ასევე მხატვრობის, მქანდაკებლობის ნიმუშები. ყოველივე სტუდენტს გაუღრმავებს და გაუფართოვებს ფაქტობრივი მასალის ცოდნას, განუვითარებს ანალიზის უნარს, ხელს შეუწყობს მათ სხვადასხვა შეხედულებათა გააზრებაში, საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების უნარის განვითარებაში.

ხელოვნების ისტორიის კვლევის მეთოდები

კურსის მიზანია შეუქმნას სტუდენტს წარმოდგენა იმ კვლევით საშუალებებზე, რაც მოეპოვება დღევანდელ მეცნიერებას, დაანახოს თანამედროვე სწავლულის ხელთ მყოფი მეთოდების სპექტრი. სტუდენტი გაიაზრებს ამა თუ იმ მეთოდის რაობას, აითვისებს შესაბამის ტერმინოლოგიას, შეძლებს სამეცნიერო ნაშრომებში მოშველიებული მეთოდების ამოცნობას.

შუა საუკუნეების ქართული მხატვრობა და ბიზანტია

სალექციო კურსი ითვალისწინებს ბიზანტიური მხატვრობისა და ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიის შეპირისპირებულ სწავლებას; განვითარების თანმიმდევრული პროცესის გადმოცემას ადრექრისტიანული ხანიდან.

კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს საერთაშორისო სტანდარტის ცოდნა ბიზანტიური და ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიის სხვადასხვა სფეროს, პერიოდისა და მიმართულების, იკონოგრაფიის შესახებ.

კურსის ამოცანაა სტუდენტებს სწავლების თანამედროვე მეთოდების გათვალისწინებით გააცნოს ბიზანტიური და შესაბამისად, ქართული მხატვრული პროცესების მიმდინარეობა უძველესი დროიდან XVIII საუკუნის ჩათვლით (ქართული). განუმარტოს მათი ბუნება, საშუალებები, ტერმინოლოგია, დააინტერესოს სტუდენტი ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა საკითხებით, გააფართოვოს მათი აღქმის არეალი ახალი ვიზუალური იკონოგრაფიით და იდეებით. განუვითაროს მათ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი ხელოვნების ძეგლებთან მიმართებაში, აზიაროს ხელოვნებათმცოდნეობით მეთოდოლოგიას.

საგნის შესწავლა დაეხმარება მათ ზოგადად ქრისტიანული მონუმენტური ხელოვნების ჩასახვისა და განვითარების გზის თავისებურებათა აღქმაში, გაუადვილებს მათ სხვადასხვა ეპოქის მნიშვნელოვანი მხატვრული ტენდენციების გააზრებას და შეთვისებას. სტუდენტები შეისწავლიან როგორ უნდა აღიქვან და როგორ უნდა ისაუბრონ ხელოვნებათმცოდნეობითი ტერმინოლოგიით, ისწავლონ სხვადასხვა ეპოქის ბიზანტიური ხელოვნების დამახასიათებელი მხატვრული მიმართულებებისა და ქართული ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლების გამოცნობა, მათი ძირითადი მახასიათებლების შესწავლით.

კურსი მოიცავს ძირითადი ეპოქების, წამყვანი მხატვრული მიმართულებებისა და ტენდენციების ქრონოლოგიურ-თემატური პრინციპით წარმოდგენის მცდელობას, დროის, ადგილის, საზოგადოების კონტექსტში.

კურსში გაანალიზირებული იქნება ბიზანტიური და ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიის ძირითადი მიმართულებები, სტილისტურ-მხატვრული თავისებურებანი, რომელთა შესწავლა მოხდება მთავარი საკითხების წარმოჩენით.

ყურადღება ეთმობა იმ ისტორიულ, სოციალურ, პოლიტიკურ და რელიგიურ კლიმატს, რომელშიც იქმნებოდა ეს ძეგლები.

ხელოვნება და ქართული კულტურა

კურსის მიზანია გააცნოს მაგისტრანტს ხელოვნების ძირითადი პრობლემატიკა, ქართული კულტურის განვითარების კონტექსტში, რათა მან შეძლოს განსაზღვროს ქართული კულტურის ისტორიის ადგილი მსოფლიო ცივილიზაციათა ეთნოგენეზის და სულიერი მონაპოვრების ძირითად სპექტრში, კურსის უმთავრესი მიზანია გამოუმუშავოს მაგისტრანტს ანალიტიკური და სისტემური აზროვნების უნარ - ჩვევები, მისცეს ზოგადი განათლება ქართული კულტურის სისტემაში ხელოვნების დარგების ფუნქციონირების შესახებ. კურსის ამოცანაა, მისცეს მაგისტრანტს ცოდნა ქართული კულტურისა და მისი ძირითადი ბერკეტის-ხელოვნების განვითარების შესახებ, იმ მოცულობით, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდას საკუთარ ერთან თვითიდენტიფიცირებისათვის, თანამედროვე კულტურული პოლიტიკის უკეთ შეცნობისათვის. პროგრამა გათვლილია იმ პრობლემატიკის შესწავლაზე, რომელიც გზის გამკვალავ ნიშანსვეტებად იქცა ქართველი ერის ისტორიაში.

კურსი ზოგად წარმოდგენას შეუქმნის მომავალ მკვლევარს ხელოვნების კვლევის უახლეს მეთოდიკაზე, რათა მან შესძლოს აწარმოვოს კვლევა კულტუროლოგიის აქტუალური საკითხების გათვალისწინებით და თანამედროვე ინტერდისციპლინარული ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით.

საერთაშორისო ორგანიზაციები კულტურაში

დისციპლინა სტუდენტებს შეასწავლის კულტურის სფეროში დღეისათვის არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის სპეციფიკას და დაეხმარება მათთან ურთიერთობისთვის აუცილებელი უნარის გამომუშავებაში. კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მაგალითზე (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, იუნესკო, ევროპული საბჭო და ა/. შ.) განხილული იქნება მათი საქმიანობის მიზნები, სფეროები, სტრუქტურა, ისტორია. სტუდენტები გაიაზრებენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ძირითად ფორმებს.

XXს. ქართული ხელოვნება ემიგრაციაში

აღნიშნული კურსი მიზნად ისახავს მაგისტრანტს გააცნოს XX საუკუნის ქართული ემიგრანტული ხელოვნება. დასავლეთ-ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ე.წ. გარექართველთა მიერ შექმნილი ის სულიერი ღირებულებები, რომელნიც XXს. მნიშვნელოვანი მხატვრული მიმართულებების და კულტუროლოგიური კონცეფციების ფონზე აღმოცენდა. კურსის შესწავლის ძირითადი ამოცანაა მაგისტრანტს შეუქმნას წარმოდგენა თუ როგორი იყო XX ს. საზღვარგარეთ მოღვაწე ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთა შემოქმედებითი მემკვიდრეობა. სასწავლო კურსი მაგისტრანტს გააცნობს აგრეთვე, თანამედროვე პერიოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ სახელოვნებო გაერთიანება “ამირანის” სტრატეგიას ქართველ ემიგრანტ ხელოვანთა შეკავშირებისა და უცხო გარემოში მათი შემოქმედებითი პოტენციალის სრულად გამოვლენის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

მასობრივი კომუნიკაციის თეორია

კურსის მიზანია მაგისტრანტებმა შეისწავლონ მასობრივი კომუნიკაციის თეორიული წანამძღვრები და საფუძვლები; მასობრივი კომუნიკაციის არსისა და ფუნქციის განმსაზღვრელი სხვადასხვა თეორიის ზოგადი პოსტულატები, მათი საერთო და განსხვავებელი თვალსაზრისები. შეიძინონ თანამედროვე გლობალური/საინფორმაციო საზოგადოების სოციალურ სივრცეში მასკომუნიკაციის ფუნქციონირების კონცეპტუალური ასპექტების საბაზისო ცოდნა; შეისწავლონ: საზოგადოების კომუნიკაციური ევოლუციის ძირითადი ფაზები _ არქაული (აგრარული) საზოგადოებიდან პოსტინდუსტრიულ/საინფორმაციო საზოგადოებამდე; მედიასივრცის ტრანსფორმაცია და პოსტმოდერნისტული ცივილიზაციის საინფორმაციო გამოწვევები.

ტელევიზიის გავითარების ძირითადი ტენდენციები

სასწავლო კურსი ტელევიზიის განვითარების უმთავრეს ეტაპებს შეისწავლის, ამასთან შეიცავს სატელევიზიო თეორიის ძირითად კონცეფციებს, თანამედროვე ელექტრონული ცივილიზაციის, საინფორმაციო საზოგადოების თავისებურებებს. მსოფლიო ტელევიზიის განვითარების ისტორიის მთელ მანძილზე ყალიბდებოდა სატელევიზიო ეკრანული ხელოვნების აუდიოვიზუალური საშუალებები, ის ფორმირდებოდა კომუნიკაციის მძლავრ საშუალებად, ინფორმაციის მთავარ საშუალებად, ფართოვდებოდა ტელევიზიის სოციალური ფუნქციებიც, ყალიბდებოდა სატელევიზიო მართვის განსხვავებული მოდელები, როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივი, როგორც კერძო, ასევე თემატური მაუწყებლები. თანამგზავრული და საკაბელო ტელევიზიების შემოსვლამ განაპირობა საკომუნიკაციო სივრცის თვისობრივი ცვლილებები. სასწავლო კურსი შეიცავს მასობრივი კომუნიკაციის, მხატვრული ტელევიზიის, ინტერაქტიული ტელევიზიის თეორიის თანამედროვე კონცეფციებს. კურსის მიზანია ტელევიზიის ისტორიისა და თეორიის განვითარების მნიშვნელოვანი კანონზომიერების შესწავლა.

სატელევიზიო პროდუქციის ჟანრულ - თემატური სტრუქურა

სასწავლო კურსი შეისწავლის თანამედროვე სატელევიზიო გადაცემების როგორც ჟანრულ, ასევე თემატურ სახესხვაობებს, მათ სპეციფიკას და სტრუქტურას, მათ ადგილს საეთერო სივრცეში და ფუნქციონირების ისტორიულ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს. ტელეპროდუქციის ჟანრულ სტრუქტურას, გადაცემათა კლასიფიკაციას, ჟანრულ მოდიფიკაციებსა და კონკრეტული სატელევიზიო ჟანრის მახასიათებლებს, თანამედროვე სატელევიზიო სივრცეში ეკრანული პროდუქციის ჟანრული და თემატური ანალიზის თეორიულ და პრაქტიკულ მნიშვლელობას. საეთერო სივრცის ორგანიზების მეთოდებს. მაუწყებლობის თემატური ფაქტურის თავისებურებებს. ამასთან, სატელევიზიო არხის პროგრამული სტრატეგიისა და მაუწყებლობის იდეოლოგიის განსაზღვრას სატელევიზიო პროდუქციის ჟანრულ-თემატური პრიორიტეტებით.

მედია ტექსტის ანალიზის მეთოდები

სასწავლო კურსის მიზანია სატელევიზიო მედია ტექსტის ანალიზის მეთოდების, მათ შორის კონტენტ-ანალიზის, თემატური, ჟანრული, სემიოტიკური, პერსონაჟების, სტერეოტიპების, იდეოლოგიური, ესტეთიკური ანალიზის მეთოდების შესწავლა და მათი პრაქტიკული გამოყენების, წერის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. კონკრეტული მედია ტექსტების ეკრანულ სივრცეში და დროში ადგილის განსაზღვრა, მათი სახეობების, ჟანრებისა და სტრუქტურის ანალიზი.

კინო და ტელევიზია

სასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენს მაგისტრანტს შეასწავლოს აუდიოვიზუალურ ხელოვნებათა ისტორიული განვითარების კანონზომიერებები. მათი ურთიერთგავლენის, ურთიერთშეღწევადობის, საერთო ეკრანული ენის ფორმირების თავისებურებები და ძირითადი ეტაპები. კინემატოგრაფის განვითარების ძირითადი ეტაპები და მხატვრული მიმდინარეობები. სატელევიზიო კინოს ჟანრები, მათი თავისებურებები და განვითარების ეტაპები.

ტელევიზია და მასობრივი აუდიტორია

სასწავლო კურსი შეისწავლის სატელევიზიო შეტყობინების აღქმის თავისებურებებს. მასობრივი ტელე აუდიტორიის ფორმირების წინაპირობებს, სპეციფიკას, თვისობრივ და რაოდენობრივ ინდიკატორებს. მასობრივი კულტურის ძირითად სატელევიზიო ჟანრებს. მაყურებელზე ზემოქმედების განსხვავებულ მექანიზმებს: პროპაგანდისა და მანიპულირების ტექნოლოგიებს, ქცევის მოდელირების განსხვავებულ ფორმებს. ზემოქმედების როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ მხარეებს.

ახალი ამბების ჟურნალისტიკა

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს რადიოს და ტელევიზიის საინფორმაციო ჟანრები; ახალი ამბების (news) ცნება; საინფორმაციო შეტყობინებნის სახეები; რეპორტაჟი; რადიოსა და ტელევიზიის საინფორმაციო სამასახურების სტრუქტურა; საინფორმაციო სამსახურების ჟურნალისტური პროფესიები; კორესპონდენტების, რეპორტიორების, მიმომხილველების, კომენტატორების, წამყვანების მუშაობის თვისებურებები საინფორამციო სამსახურებში; საინფორმაციო პროგრამების კრიტერიუმები; საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტის ძირითადი სამუშაო წესები; საინფორმაციო გამოშვების ბადე; დილის მაუწყებლობის თავისებურებები; დილის პროგრამის ძირითადი ფუნქციები.

ტელევიზიის ისტორია

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ტელევიზიის განვითარების ისტორია საწყისი ეტაპიდან დღემდე, ძირითადი ტენდენციები და მახასიათებლები, რომლებიც თან სდევს ტელევიზიის განვითარების ისტორიას ყოველ ეტაპზე.

ტელეპუბლიცისტიკა

კურსის მიზანია ტელეპუბლიცისტიკის ძირითადი ჟანრების – საინფორმაციო, ანალიტიკური და მხატვრული პუბლიცისტიკის შესწავლა, რის შედეგადაც მაგისტრანტებს შესაძლებლობა ექნებათ ამ ჟანრების გადაცემების მომზადება. ამასთან ამ საგნის შესწავლის შედეგად მაგისტრანტები შესძლებენ გაანალიზონ ტელეპუბლიცისტიკის ნაწარმოებები. დაწერონ კრიტიკული ნაშრომები და თეორიული კვლევები ქართული და უცხოური ტელეპუბლიცისტური ნამუშევრების შესახებ.

მედიასამართალი და თვითრეგულირება

კურსის მიზანია, უპირველეს ყოვლისა, მაგისტრანტებმა გაიაზრონ: მედია სამართლისა და თვითრეგულირების მექანიზმების არსი, მათი ურთიერთმიმართება; მედია სამართლის, როგორც სამართლის ახალი კომპლექსური დარგის მნიშვნელობა ინფორმაციულ საზოგადოებაში; მედია სამართლის ხასიათის განპირობებულობა ქვეყნის პოლიტიკური სისტემით, მოწყობითა და მედიის რეჟიმით.

კურსი მაგისტანტებს წარმოდგენას შეუქმნის იმ სამართლებრივ და პროფესიულ ნორმებზე, რომელთა დაცვა ერთობლიობაში უზრუნველყოფს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად მასმედიის ძირითადი ფუნქციების შესრულებას, მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის რეგულირებას და თვითრეგულირებას.

გლობალური საინფორმაციო საზოგადოების პირობებში მასმედიის ნებისმიერი საშუალებისთვის სამართლებრივი სივრცე შეუძლებელია შემოიფარგლოს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობით. კურსი მოიცავს: გამოხატვის თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების დემოკრატიული პრინციპების უზრუნველყოფას კონსტიტუციური ნორმებით (კლასიკური მაგალითი - აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება; საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმები); მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დაფუძნების სამართლებრივ ფუნდამენტს; საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების (კანონი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”, საქართველოს კანონი “მაუწყებლობის შესახებ”, საქართველოს კანონი “რეკლამის შესახებ”) ძირითად დებულებებს; ჟურნალისტის სამართლებრივ სტატუსს; ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ნორმებს (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი) და ა.შ.

კურსის ფარგლებში მაგისტრანტები, ასევე, შეისწავლიან თვითრეგულირების მექანიზმებს, რომელიც მოწოდებულია მედიისა და მისი აუდიტორიის/მომხმარებლის ურთიერთობის დარეგულირებისთვის: ანგარიშვალდებულების სისტემებს, პრესომბუდსმენის, მედიასაბჭოებისა და მაუწყებელთა ასოციაციების გამოცდილებას; გააანალიზებენ მედია სამართლის ნორმების დაცვისა და თვითრეგულირების მდგომარეობას ქართულ მედიაში.

სატელევიზიო გადაცემის წამყვანის ოსტატობა

კურსის ძირითადი მიზანია, სტუდენტებს შეასწავლოს სატელევიზიო გადაცემების და პროგრამების წაყვანის ტექნოლოგიები. მაყურებელზე, აუდიტორიაზე ზემოქმედების უნარ-ჩვევები. საინფორმაციო, ანალიტიკური მხატვრული პროგრამების წაყვანის სპეციფიკის განმასხვავებელი ნიშნები და საერთო მახასიათებელი. თოქ-შოუს წაყვანის ოსტატობა.

ტელეპროდიუსინგი

კურსი ითვალისწინებს ტელე-რადიო პროდიუსერის პრაქტიკული საქმიანობის შესწავლას. კურსის ძირითადი მიზანია სტუდენტებს გააცნოს სამაუწყებლო მედიის პროდიუსინგის თავისებურებები და ნაირსახეობები. კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს შეასწავლოს ტელეგადაცემების და პროგრამების მომზადების პროცესში პროდიუსერის ადგილი და როლი.

საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) ტექნიკა და ტექნოლოგიები

კურსის მიზანია, სტუდენტებმა გაიაზრონ: სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა თანამედროვე საინფორმაციო საზოგადოების ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის; PR-ის არსი, უმთავრესი მიზნები; მედიის, როგორც პოლიტტექნოლოგიური არსენალის უმნიშვნელოვანესი იარაღის შესაძლებლობები; შეისწავლონ: პრაქტიკული PR-ის, მედიასთან ურთიერთობის საფუძვლები; მასმედიისა და PR-ორგანიზაციების ურთიერთობის პრინციპები; მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის როლი სამთავრობო და წინასაარჩევნო კომუნიკაციაში; გამოიმუშაონ თვითპრეზენტაციისა და გუნდური შემოქმედებითი მუშაობის უნარი.

ინტერვიუს ტექნოლოგია

კურსის შესაბამისად მაგისტრანტები შეისწავლიან ინტერვიუს, როგორც ჟურნალისტური ნაწარმოების სახეს; დიალოგს და მის ფორმებს; ინტერვიუს, როგორც ინფორმაციის მიღების საშუალებას; ინტერვიუს ფორმებს; ინტერვიუს მომზადების და წარმართვის ტექნოლოგიებს.

კულტურის გაშუქება ტელეეკრანზე

კურსის მიზანია მაგისტრანტებს შეასწავლოს ტელემაუწყებლობებში კულტურის და ხელოვნების გაშუქების სპეციფიკა. კულტურა და ხელოვნება ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში, ასევე საავტორო ტელეპროგრამებში, პროგრამებში, ტელეჟურნალებში. ტელეთეატრი. მექანიკური პროდუქცია ტელეეკრანზე. კინო და ტელევიზია. ტელერეკლამა და რეკლამის მხატვრულ-ესთეთიკური ბუნება.

ტელე-რადიო რეპორტიორის ოსტატობა

კურსის ძირითადი მიზანია, მაგისტრანტებს შეასწავლოს ტელე-რადიო რეპორტიორის ოსტატობა. გაარკვიოს ელექტორნული მედიის ამ ერთ-ერთ წამყვან სპეციალიზაციაში. მაგისტრანტები შეისწავლიან ტელე-რადიო რეპორტაჟის სახესხვაობებს, ფორმებს და თავისებურებებს. ტელე-რადიო მაუწყებლობებში რეპორტიორის პირდაპირ ეთერში მუშაობის სპეციფიკას, პირდაპირი და არაპირდაპირი რეპორტაჟების მომზადებას, ჟურნალისტური ლექსიკის კანონებს, ოპერატორთან მუშაობის პროფესიულ უნარ-ჩვევებს და ა.შ.

რიტორიკა

ამ კურსის დროს სტუდენტები ისწავლიან ქართულ ენაზე სწორი მეტყველების კულტურისა და ორთოეპიის მნიშვნელოვან საკითხებს, ზეპირი და წერითი მეტყველების ურთიერთკავშირს, წიგნიერად, გამართულად, ლოგიკურად და შთამბეჭდავად მეტყველების უნარ-ჩვევებს, თანმიმდევრულობასა და სიზუსტეს ზეპირ თუ წერით მეტყველებაში, ენის სიწმინდისა და სალიტერატურო ნორმების დაცვას, აზრის დასაბუთებასა და კამათის ხელოვნებას, სტილისტიკის უმნიშვნელოვანეს კანონზომიერებებს.

რიტორიკის სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდენტთა პროფესიულ და შემოქმედებით დაოსტატებას, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს მათ მიერ იმ ენობრივი ნორმებისა და ლექსიკური მარაგის ფლობას (ცოდნასა და გამოყენებას), რომლებიც სალიტერატურო ენის განვითარების შესაბამისი დონისათვის და მათი ძირითადი პროფესიისათვის არის მიღებული და სავალდებულო.

ეს კურსი, როგორც დისციპლინა, მჭიდროდ უკავშირდება რამდენიმე ფილოლოგიურსა და ჰუმანიტარულ საგანს: სალიტერატურო ენის ისტორიას, გრამატიკას, ზოგად სტილისტიკას, პრაქტიკულ სტილისტიკას, ლექსიკოლოგია-ტერმინოლოგიას, ეთიკას, ესთეტიკას, ლოგიკასა და სხვ.

ამ მასალის მიზანია სტუდენტს, ერთი მხრივ, წარმოდგენა შეუქმნას ქართული მჭევრმეტყველების შინაარსზე, ხოლო მეორე მხრივ, თვალსაჩინოდ დაანახოს, რა ორატორული პრინციპებისა თუ ხერხების გამოყენებით არის მიღწეული მჭევრმეტყველების ეფექტი, როგორ არის გამოყენებული ამა თუ იმ ორატორის მიერ ესა თუ ის სტილური ხერხი, მხატვრული სახე, რა პრინციპებით არის აგებული საერთოდ სიტყვა და მისი ნაწილები: შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა და ა.შ. ერთი სიტყვით, ამ ტექსტების გაცნობამ სტუდენტს უნდა უჩვენოს - პრაქტიკულად როგორ მოქმედებს ორატორული ხელოვნება, მისი ის თავისებურებანი, რაც ორატორულ მეტყველებას ახასიათებს.

ლიდერობა, ხელმძღვანელობის სტილი, მართვის ეფექტიანობა

კურსის მიზანია მაგისტრანტს, როგორც მომავალ მენეჯერს, მკვლევარსა და პედაგოგს გაუჩნდეს სურვილი გახდეს ლიდერი და შეძენილი ცოდნა, თანდათან, წარმატებით გამოიყენოს პრაქტიკაში. ის დაეუფლება ადამიანებთან ურთიერთობის, მართვის ავტოკრატიული და დემოკრატიული სტილის უმთავრეს მახასიათებლებს, მათ დადებით და უარყოფით მხარეებს, პრაქტიკაში მართვის დემოკრატიული სტილის დანერგვისა და მართვაში ორგანიზაციის პერსონალის აქტიურად მონაწილეობის უნარ–ჩვევებს. ლიდერობის ფუნქციების, ლიდერის თვისებების, წარმატებული გუნდის შექმნის იდეის კარგად გააზრებითა და ამ მიმართულებებით ნაყოფიერი პრაქტიკული საქმიანობით მაგისტრანტი შეიძენს მართვის ექსპერტ–ანალიტიკოსის, სამეცნიერო–კვლევითი სამუშაოების დამოუკიდებლად ჩატარების, კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციების მაღალკვალიფიციური მენეჯერის უნარ–ჩვევებს.

კულტურული ტურიზმის ბაზრის მარკეტინგი

ტურიზმში სამომხმარებლო ბაზრის ცალკეულ სეგმენტზე ტურისტული პროდუქტის ადგილის განსაზღვრა აუცილებელ პარამეტერს წარმოადგენს ტურპროდუქტის მიზნობრივი რეალიზაციისათვის. სამომხმარებლო ბაზრის განსაზღვრულ სეგმენტზე კულტურული ტურისტული პროდუქტის დამკვიდრებისათვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური მანიპულაციების ჩატარება. ტურპროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ეტაპებზე მარკეტინგის ფუნქციაა ფასების პოლიტიკისა და ტურის სტრატეგიის განსაზღვრა, მართვის ტექნოლოგიების შესწავლა სპეციალიზებული ტურისტული პაკეტის საწარმოებლად. კულტურული ტურიზმის ბაზრის კვლევა ხორციელდება ტურისტთა მოთხოვნილებების შესწავლის საფუძველზე, ტურპროდუქტის რეალიზაციის მოცულობის გასაუმჯობესებლად.

სატრანსპორტო მენეჯმენტი ტურიზმში

სატრანსპორტო ინდუსტრია ტურიზმის განვითარების ხელშემწყობ და ცალკეულ შემთხვევაში განმსაზღვრელ ფაქტორსაც წარმოადგენს. სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა, მათთვის მოთხოვნილების შესაბამისი მომსახურების პირობების შექმნა ტურისტული ინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს. დისციპლინაში განხილულია გარკვეული შეხედულებები სატრანსპორტო სისტემების ცალკეული სახეობების ფუნქციებზე, როლსა და ადგილზე ტურიზმში; მსოფლიოს წამყვანი სატრანსპორტო კომპანიებისა და ტურისტული ბიზნესის კულტურული ტურიზმი მრავალფეროვანი ურთიერთდაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური სისტემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მენეჯმენტის ტექნოლოგიები კულტურულ ტურიზმში გარკვეული სპეციფიკურობით ხასიათდება. განსხვავებულია მენეჯმენტის კლასიფიკაციის ტიპები და ფორმები. კულტურული ტურიზმის სტრატეგიული მენეჯმენტის განხილვისას ძირითადი აქცენტები ორიენტირებულია ტურისტული ფირმის ადგილისა და როლის განსაზღვრაზე ტურიზმის ინდუსტრიაში. განიხილება: ტუროპერატორებისა და სააგენტოების როლი კულტურულ ტურიზმში; ინიციატიური ფირმების სტრატეგიული მენეჯმენტი; კონკურენცია კულტურული ტურიზმის სფეროში; ფუნქციათაშორისი კოორდინაცია; სტრატეგიული ჯგუფების რუკა; კულტურული ტურიზმის კორპორატიული სტრატეგიები; პოტენციურ “კულტურულ ტურისტთა” (კლიენტთა) ტიპები და კლასიფიკაცია; ტურფირმის კულტურული პროფილის თავისებურებები; რეკლამის შესაბამისობა პროდუქტის შინაარსთან; ურთიერთდამოკიდებულების საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ტურბიზნესის წარმოებისას განიხილება მსოფლიოს წამყვანი სატრანსპორტო კომპანიების დამოკიდებულება ტურისტულ ობიექტებთან, მათი წილი ტურისტულ ინდუსტრიაში და კორპორაციული კონტაქტები ტუროპერატორულ კომპანიებთან.

კანონმდებლობა ტურიზმში

სასწავლო კურსის მიზანია - მაგისტრანტებს გააცნოს ტურიზმის სფეროში საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე იმ კანონმდებლობების ნუსხა, რომელიც განსაზღვრავს ტურისტის უფლება-მოვალეობებსა და გადაადგილების უსაფრთხოებას ტურისტულ ცენტრებში.

სოციო–კულტურული სერვისი მენეჯმენტი ტურიზმში

კურსის მიზანია დაეხმაროს მაგისტრანტებს ეკონომიკური განათლებისა და აზროვნების რეალიზაციის პროცესის შემეცნებაში ტურისტული მეურნეობის ეკონომიკური პრობლემების ალტერნატიული მიდგომების ძიებაში, ტურიზმისა და სერვისის მენეჯმენტის განვითარების მიმართულებისა და კვლევის მეთოდების დაუფლებაში.

საქართველოს კულტურული ტურიზმის ცენტრები

საქართველოს ბუნების მრავალფეროვნება, ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების სიუხვე, ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სათანადო დონე განაპირობებს საქართველოს ტურიზმის თანამედროვე სახეს. დისციპლინაში განიხილება საქართველოში არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების, სალოცავების, საფორტიფიკაციო შენობა-ნაგებობების, მუზეუმებისა და ეროვნული პარკების და სხვა შემეცნებითი ტურისტული ფუნქციის მატარებელი ობიექტების ღირებულებითი მახასიათებლები. ხალხური და რელიგიური დღესასწაულების კულტურულ-ტურისტული თავისებურებები. მათი ოპტიმალური ექსპლუატაციის სტრატეგიული პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში.

მსოფლიოს კულტურული ტურიზმის ცენტრები

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები კულტურული ტურიზმის მნიშვნელოვან რესურსებს წარმოადგენს. მსოფლიოს უნიკალური კულტურული ფენომენები. მდიდარი ისტორიული წარსული ტურისტთა განსაკუთრებული ინტერესის სფეროა. რეგიონალური პრინციპით განიხილება მსოფლიოს წამყვანი ტურისტული მხარეების კულტურული ცენტრები.

გაანალიზებულია მსოფლიოში ცნობილი მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების, უძველესი ცივილიზაციების კერების, პილიგრიმული რესურსების კულტურულ-ტურისტული თავისებურებები. წარმოჩენილია კულტურული ტურიზმის რესურსების ატრაქციული და ხარისხობრივი თავისებურებები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მსოფლიოში ცნობილი ქალაქ-მუზეუმების, ეპოქალური განთავსების ობიექტების კულტურულ-ტურისტულ ღირებულებებს, მათი სარგებლობის წესებსა და საერთაშორისო კონვენციებს ამ ტიპის ძეგლთა დაცვის საკითხებში.

ფინანსური აღრიცხვა ტურიზმში

ტურიზმის მენეჯმენტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ფინანსური მექანიზმების უზრუნველყოფის პროცესების ცოდნა. დისციპლინაში განიხილება ზოგადი სამეურნეო სუბიექტები, ბუღალტრული ჩანაწერები და სამეურნეო სუბიექტებს შორის განხორციელებულ გარიგებათა განზოგადოება. განიხილება მომსახურების სფეროში ფინანსური ანგარიშების მომხმარებელთა ძირითადი კატეგორიები, მათი ძირითადი ფინანსური ანგარიშები . მიმოხილულია ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები, ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვა, მათი ურთიერთშედარება. ხარისხი, რომელსაც უნდა ფლობდეს ბუღალტრული ინფორმაცია. ბუღალტრული აღრიცხვის კონცეფტუალი საფუძვლები. საბალანსო ანგარიშგება და საბალანსო ტოლობა ტუროპერატორული კომპანიისათვის, აქტივებისა და პასივების ასახვა ბალანსში. შესაბამისობის პრინციპი. შემოსავლებისა და ხარჯების წარმოდგენა მოგება-ზარალის ანგარიშგებაში.

ეთნოგრაფიული ტურიზმი

ეთნოგრაფიული ტურიზმი კულტურული ტურიზმის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ეთნოგრაფიული ტურიზმი შეისწავლის ხალხური და რელიგიური დღესასწაულების ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის (ცეკვები, სიმღერები, ხალხური საკრავები) ანუ ეროვნული თვითმყოფადობის წარდგენას კულტურული ტურიზმით დაინტერესებული პირებისათვის. ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევეს ნაციონალური კოსტიუმები, ხალხური რეწვის ნიმუშები, მითებისა და ლეგენდების სამყარო.

ეთნოტურისტთა მიზიდვის არეალია ეთნოგრაფიული მუზეუმი - მისი ისტორიული და კულტურულ-საგანმანათლებლო მნიშვნელობით. დარგიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია პროდუქციის საერთაშორისო ბაზართან კავშირები, კონტაქტები საექსკურსიო-საეთნოგრაფიო ცენტრებთან. სპეციფიკურია მიმართულების მრავალფეროვანი ფორმებისა და მეთოდების დაუფლება, ეთნოგრაფიის, როგორც მეცნიერების ისტორიის, მისი პრაქტიკული თუ სამეცნიერო-საგანმანათლებლო არსის განსაზღვრა და რეალიზაცია ტურისტულ ბიზნესში.

კულტურული ტურიზმის სტრატეგიული მენეჯმენტი

აღნიშნული დისციპლინის შესწავლით სტუდენტები დაეუფლებიან ტურისტული ფირმის მენეჯმენტის სტრატეგიულ მიმართულებებს ორიენტირებულს ტურიზმზე, რაც დაკავშირებულია ტურისტული ფირმის არსის, ფუნქციის, დანიშნულების საკითხების, ტურფირმის ოპერატიული და სტრატეგიული მენეჯმენტის პრობლემების წარმოჩენასა და მათი გადაჭრის მექანიზმების რეალიზაციასთან.

ფანდრეიზინგი

კურსის მიზანს წარმოადგენს კულტურის სფეროს ორგანიზაციების დაფინანსების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში არსებითად გარკვევა და დაფინანსების მოზიდვის მიზნით ფანდრეიზინგული კამპანიის სწორად ორგანიზების ხერხებისა და მეთოდების დაუფლება. ამ მიზნით შესწავლილ იქნება განვითარებული ქვეყნების გამოცდილება, ყურადღება დაეთმობა როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ბიზნეს-სექტორთან, ისე ცალკეულ ფიზიკურ პირებთან მუშაობის სრულყოფას. ,,ფანდრეიზინგისა და სპონსორობის” კურსის შესწავლით შეძენილი ცოდნა სტუდენტებს გამოადგებათ როგორც საბიუჯეტო (ცენტრალურ, ადგილობრივ) ორგანოებთან ურთიერთობისას, ისე კულტურის სფეროს ორგანიზაციების არასაბიუჯეტო დაფინანსების გაზრდისათვის საჭირო ღონისძიებების შემუშავებასა და რეალიზაციაში.

ანტიკრიზისული მართვა

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ:

– ეკონომიკური თეორიის ფუნდამენტური საკითხები საზოგადოების განვითარების ტენდენციების შესახებ;

– კრიზისის არსი, ნიშნები, პროგნოზირების მექანიზმები, მათი დაძლევის ფორმები და საშუალებები როგორც ეკონომიკის კომერციული და არაკომერციული სფეროების ისე ორგანიზაციების დონეზე;

– საქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაციის პრობლემები, გარდამავალი პერიოდის ეკონომიკური კრიზისების წარმოშობის მიზეზები და მათი რეგულირების მექანიზმები. გამოიმუშაონ ამ მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევები და სხვა.

ადამიანური რესურსების მენეჯმენტი კულტურის სფეროში

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა მზარდი ტექნოლოგიური პროგრესისა და კონკურენციის გაძლიერების პირობებში, საზოგადოების უმთავრესი რესურსისა და წარმოების მთავარი ფაქტორის, ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლაში; პერსონალის შერჩევაში; განაწილებასა და შეფასება–განვითარებაში. გამოუმუშავოს მაღალკვალიფიციური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე სამუშაო ძალის გადამწყვეტი მნიშვნელობის გაცნობიერება ორგანიზაციის მიზნების მიღწევისა და კონკრეტული უპირატესობის მოპოვების საქმეში.

მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის მენეჯმენტის, როგორც სასწავლო დისციპლინის მიზანია წვლილი შეიტანოს კომერციული და არაკომერციული სფეროს ორგანიზაციების მართვის თანამედროვე საბაზრო კულტურის დამკვიდრებაში. მან, მომავალ მენეჯერებს უნდა მისცეს საბაზრო მონაცემების სწორი ინტერპრეტაციისა და მათზე დაყრდნობით მარკეტინგული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

,,მარკეტინგის მენეჯმენტის“, როგორც დამოუკიდებელი სასწავლო დისციპლინის ამოცანებია:

• მისცეს მაგისტრანტებს აუცილებელი თეორიული ცოდნა მარკეტინგული სისტემის პროცესისა და ამ პროცესების მართვის შესახებ;

• ასწავლოს მათ მარკეტინგული სისტემის პროდუქტის სწორი შეფასება და გამოყენება;

• გააცნოს მაგისტრანტებს მარკეტინგულ საქმიანობაში გამოსაყენებელი პრაქტიკული ხერხები და ინსტრუმენტები.

სტრატეგიული მართვა კულტურის სფეროში

კურსის მიზანია მაგისტრანტმა საფუძვლიანად შეისწავლოს კულტურის სფეროში სტრატეგიული მართვის არსი, მისი როგორც გამოყენებითი სამეცნიერო დისციპლინის როლი და მნიშვნელობა ბიზნესის გაძღოლაში; თანამედროვე კომერციული ორგანიზაციების მიერ გამოყენებული სტრატეგიების ფორმები და ტიპების მრავალფეროვნება; კომპანიის პოლიტიკის სრულყოფა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; სტრატეგიული გეგმის კორექტირება და რეალიზება; კვლევის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდების გამოყენება.

მაგისტრანტმა უნდა შეძლოს კულტურის სფეროს ორგანიზაციების გარე და შიდა გარემოდან ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი. მისი კომპეტენციების ფარგლებში კომპანიის მართვაში, პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება; კომერციულ და არაკომერციულ სფეროში კომპლექსური პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო სტრატეგიული მართვის მეთოდების იდენტიფიცირება და მათი გამოყენება შესაბამისი ცოდნის, უნარების და ეთიკურ ნორმებზე დაყრდნობით. კომპანიის განვითარების სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრა; ორგანიზაციის შიდა და გარე გარემოდან ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;

ორგანიზაციული კომპეტენციების, ორგანიზაციული სტრუქტურის და ორგანიზაციული კულტურის ფორმირებისა და ცვლილების, სტრატეგიული ალტერნატივების შემუშავების, შეფასებისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობა.

ფინანსური მენეჯმენტი

სასწავლო კურსის მიზანია - სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია კორპორაციათა ფინანსების მართვის ანუ ფინანსური მენეჯმენტის პრინციპების, მიზნებისა და მეთოდების შესახებ ზოგადად და კონკრეტულად კულტურის სფეროში. სტუდენტებს გამოუმუშავდეს კულტურის ფინანსების მართვის ეფექტიანობის ანალიზის შედეგების საფუძველზე დასაბუთებული და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი. კერძოდ, სტუდენტმა აითვისოს კულტურის ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობის შეფასების ძირითადი მაჩვენებლები, მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე პრაქტიკულად გაიაზროს ფინანსური საქმიანობის თავისებურებები, გააანალიზოს მისი განმსაზღვრელი ფაქტორების ზემოქმედების ხარისხი და შეარჩიოს ქმედებათა ალტერნატიული ვარიანტები, თავი გაართვას სხვადასხვა პრობლემურ სიტუაციებს და შეძლოს კულტურის ორგანიზაციების წარმატებული ფინანსური საქმიანობის უზრუნველმყოფი კურსის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა.

თანამედროვე კინოს განვითარების ტენდეციები

კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს კინოს ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპები; გაარკვიოს სტუდენტი იმ მიმდინარეობებსა თუ მნიშვნელოვანი პერსონალიების შემოქმედებაზე, რომლებმაც განაპირობეს კინოენის ჩამოყალიბება. შეასწავლოს XX საუკუნის კინოხელოვნების ძირითადი ეტაპები და თანამედროვე კინოპროცესების ძირითადი ასპექტებ

სამუსიკო ხელოვნების კრიტიკა

კურსის მიზანია სტუდენტებს გამოუმუშავდეთ და განუვითარდეთ მუსიკალური მოვლენების შეფასების, ანალიტიკური განსჯის, კრიტიკული აზროვნების უნარი.

მაგისტრანტი დაეუფლება მუსიკალური კრიტიკის საფუძვლებს, მეთოდებს, მუსიკალური მოვლენებისადმი სხვადასხვაგვარ კრიტიკულ მიდგომებს.

ეთნომუსიკოლოგია

კურსის მიზანია სტუდენტებმა გაიფართოვონ ცოდნა ეთნომუსი¬კოლოგიის სფეროში, გაეცნონ ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და სასულიერო მუსიკის არსს, გაიცნობიერონ, თუ რაში მდგომარეობს ქართული ხალხური მუსიკის ის თავისებურებები და კანონზო¬მიერებები, რის გამოც წარმოადგენს ქართული ფოლკლორი სრულიად განსხვავებულ ფენომენს მსოფლიო მუსიკალურ სივრცეში.

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი დაეუფლება მუსიკალურ ფოლკლორთან შეხებისას შემოქმედების პროცესში მოცე¬მული ობიექტის ფართო თვალსაწიერით ხედვას; ეთნომუსიკოლოგის თეორიას, მისი გამოვლინების ყველა ასპექტში; გააცნობიერებს ქართული მუსიკალური ფოლკლორის კანონზომიერებებს – მის დიალექტურ, ჟანრულ, სტილურ თავისებურებებს.

მუზეუმი და სამუზეუმო მენეჯმენტი

კურსი მოიცავს სამუზეუმო ბიზნესისა და მართვის განვითარების ყველა ძირითად და მნიშვნელოვან ეტაპებს. საგნის პროგრამის შედგენისას ძირითადი მიზანი იყო სინქრონულობის პრინციპის დაცვა, სამუზეუმო ბიზნესის მართვის განვითარების სხვადასხვა ეტაპების ურთიერთკავშირების საკითხების განხილვის მცდელობა დღევანდელ დღემდე - ახალი კუთხით, კერძოდ თანამედროვე მოთხოვნების, სტრატეგიებსა და ტექნოლოგიებზე დაყრდნობით. კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: სამუზეუმო საქმე და მართვის როლი მუზეუმებში; მუზეუმის მისია, პოლიტიკა და უფლებამოსილება, სტრატეგია და მიზნები, მუზეუმის ტიპები და მახასიათებლებიდა მენეჯმენტის პრობლემები, კომუნიკაცია და კომუნიკაციის როლი, სამუზეუმო კომუნიკაციის ფორმები, სამუზეუმო პროდუქტები, სხვადასხვა სახისა და თემატიკის გამოფენები და მათი მართვის სპეცფიკები, მუზეუმების სხვადასხვა სტუქტურული ერთეულების საქმიანობის გაცნობა და აუდიტორიასთან კომუნიკაცია. კურსის მიზანია მოამზადოს ახალი კადრები საქართველოში სამუზეუმო საქმის რეორგანიზაციისა და სრულყოფილად წარმართვისათვის, აქტიურად ჩართოს სტუდენტები მუზეუმებში საგანმანათლებლო პროგრამების, საგამოფენო და სხვა სახის პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და ტაქტიკა

საზოგადოებასთან ურთიერთობის სალექციო კურსი მსმენელებს საშუალებას მისცემს მიღებულ ცოდნასთან ერთად იმუშაონ პრაქტიკულ მასალაზედაც. წარმოდგენილი კუსრის გავლის შემდეგ სტუდენტებს წარმოდგენა ექნებათ საზოგადოებათან ურთიერთობის უნარ-ჩვევებისა და ურთიერთობის მშენებლობის შესახებ. კურსის მიზანია, სტუდენტები მოამზადოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მრავალპროფილიანი კუთხით. სტუდენტები გაეცნობიან ამ პროფესიის ფართო შესაძლებლობებს, რის შედეგადაც მათ შეეძლებათ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების წარმოჩინება და გამოყენება. პროგრამა აგებულია რთულ და კომპლექსურ დავალებებზე.

თანამედროვე ხელოვნების მენეჯმენტი

კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. სტუდენტი შეისწავლის საშემრულებლო ხელოვნების დაგეგმვისა და მართვის მთლიან ციკლს, რომელიც მოიცავს საკითხის (ღონისძიების) იდენტიფიცირება-გაანალიზებას, ეფექტურ დაგეგმარებას, კოორდინაციას და კონტროლს. კურსი დაეხმარება მსმენელებს ღონისძიებების დაგეგმვის და მართვის ეფექტური უნარების გამომუშავება-განვითარებაში.

კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა აზოგადოებრივი სივრცის ხელოვნების მნიშვნელობა, ხელონების ფუნქცია კულტურებში, თანამედროვეობაში განხორციელებული პროექტები და პროგრამები და მათი დაგეგმვისა და განხორციელების გზები და საშუალებები.

კულტურული რესურსების მართვა

სასწავლო კურსის განმავლობაში სტუდენტს ეძლევა საშუალება შეისწავლოს კულტურული რესურსების რაობა მნიშვნელობა და მათი მართვის აკითხები. კურსის მიზანია თანამედროვე პირობებისათვის დამახასიათებელი თეორიული და პრაქტიკული უნარ–ჩვევებისა და მენეჯმენტის საფუძვლების დამუშავება, რომელთა ცოდნაც ხელს შეუწყობს ეთნოკულტურული რესურსების შესწავლას და თანამდეროვე პირობებში სასარგებლოდ გამოყენების ხელშეყწობას, ახალი კატეგორიებით აზროვნებასა და მართვის ჩვევების გამომუშავებას პრაქტიკული მუშაობისას. კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: მატერიალური და არამატერიალური კულტურათა რესურსების და მართვის სისტემები, კულტურული რესუსრსების გავრცელების ფორმები, სამუზეუმო რესურსები, საქართველოს ღია და დახურული ისტორიული ადგილების დაცვა და მართვის მოდელები, კულტურული რესურსების პოლიტიკა და სხვა.

პროექტებისა და პროგრამების მართვა კულტურის სფეროში

სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია პროექტების მენეჯმენტისა და საპროექტო საქმის შესწავლა. დარგის ყველა მიღწევის გაცნობა და მასალის გააანალიზება. თანამედროვე პირობებისათვის დამახასიათებელი თეორიული და პრაქტიკული მენეჯმენტის საფუძვლების დამუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის მენეჯმენტის შესწავლას, ახალი კატეგორიებით აზროვნებას და მართვის ჩვევების გამომუშავებას პროექტზე მუშაობისას. პროექტის მენეჯერისთვის აუცილებელი ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და თვისებებს, რომელბიც მიზნის მიღწევისთვისაა აუცილებელი. კურისი მიზანია მოამზადოს ახალი კადრები კულტურის სფეროს პროექტების განსახორციელებლად და აქტიურად ჩართოს სტუდენტები საგანმანათლებლო პროგრამების, საგამოფენო და სხვა სახის პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში.

ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა

ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. სტუდენტი შეისწავლის ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის მთლიან ციკლს, რომელიც მოიცავს საკითხის (ღონისძიების) იდენტიფიცირება-გაანალიზებას, ეფექტურ დაგეგმარებას, კოორდინაციას და კონტროლს. კურსი დაეხმარება მსმენელებს ღონისძიებების დაგეგმვის და მართვის ეფექტური უნარების გამომუშავება-განვითარებაში. ივენთ-მენეჯმენტის სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მსნემელებისთის საკომუნიკაციო ღონისძიებების მნიშვნელობისა და მათი ორგანიზებისათვის საჭირო ცოდნებისა და ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. კურსის კონკრეტული ამოცანები შეიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ივენთის, როგორც კომუნიკაციის ერთ-ერთი და არა ერთადერთი საშუალების, ეფექტურობის გაცნობა. ივენთ მენეჯმენტის ყველა ეტაპის მიმდინარეობის და თითოეულის მნიშვნელობის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება და სხვა მართის საკითხები.

კულტურა და კომუნიკაციის საშუალებები

სასწავლო კურსის მიზანია კულტურის სფეროსა დაგეგმარება და საზოგადოებათან ურთიერთობის შესწავლა. კომუნიკაციის საშუალებების გააზრება სხვადსხვა კულტურებსა და სუბ კულტურებში. კურსის მიზანია ისეთი საკითხების გაანალიზება როგორიცაა – კულტურის სფეროს მომხმარებლები, აუდიტორია და მასთან ურთიერთობა, კულტურის პროდუქტების 4 P, ბრენდინგი და სხვა. თანამედროვე პირობებისათვის დამახასიათებელი თეორიული და პრაქტიკული უნარ–ჩვევებისა და მენეჯმენტის საფუძვლების დამუშავებაა, რომელთა ცოდნაც ხელს შეუწყობს შესწავლას და თანამდეროვე პირობებში სასარგებლოდ გამოყენების ხელშეყწობას, ახალი კატეგორიებით აზროვნებასა და მართვის ჩვევების გამომუშავებას პრაქტიკული მუშაობისას.

XX საუკუნის ფილოსოფია

მოცემული კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან XXს-ის ფილოსოფიის წარმოშობისა და განვითარების ისტორიას, მის დღევანდელ ტენდენციებს და მიიღებენ ცოდნას, რომლის მიზანია გაგება იმისა, რა სპეციფიკით ხასიათდება XX ს-ის ფილოსოფია, რაში გამოიხატება მისი ბუნება, რა ურთიერთობებს ვაწყდებით სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობების ურთიერთქმედების დროს და რა სპეციფიკური ნიშნებით ხასიათდება ეს ურთიერთქმედება. კურსის მიზანია, სტუდენტებს ჩამოუყალიბდეს სისტემური აზროვნების უნარი, რაც ესოდენ აუცილებელია მთლიანად XX ს-ის ფილოსოფიის გასააზრებლად, იმის გასარკვევად, თუ რა ხდება დღეს ფილოსოფიაში, ამერიკაში, დასავლეთ ევროპასა და საქართველოში. სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ XX ს-ის ფილოსოფიაში არსებული ტენდენციების გააზრება აუცილებელია მთლიანად ფილოსოფიის სრულყოფილად გააზრების საქმეში და შეუძლებელია მისი რაობის გაცნობიერება სისტემური ანალიზის გარეშე. კურსი მიზნად ისახავს სტუდენტების კრიტიკული აზროვნებისა და საკუთარი არგუმენტების ნათლად ჩამოყალიბების ჩვევა გამოუმუშაოს, რის გარეშეც წარმოუდგენელია გავაანალიზოთ თანამედროვე ფილოსოფის ძირითადი მახასიათებლები.

ქართული ხატწერის ისტორია

სტუდენტები გაეცნობიან ერთის მხრივ, ქართულ ფერწერულ ხატებს, ხელოვნების ნიმუშებს და ამასთან, ექნებათ საშუალება თვალი გაადევნონ სინქრონული პერიოდის ბიზანტიურ და მისი წრის ქვეყნების ხატწერის ნიმუშებს. საუკუნეთა მანძილზე ჭედური ხატების გვერდით ჩამოყალიბდა ფერწერული ხატები, მკაფიო გახდა მათი სპეციფიკური თავისებურებანი,. მათ შორის სხვაობა გამომსახველობით საშუალებებშია. სტუდენტები პარალელს გაავლებენ ქართული ხელოვნების სხვა დარგების ნიმუშებთანაც.

საგნის მიზანია სტუდენტებმა მიიღონ თეორიული ცოდნა ქართულ ფერწერულ ხატებზე,, სპეციფიკაზე, სახეებზე .ასევე აუცილებელია იკონოგრაფიის ცოდნა. ისინი დაეუფლებიან ქართული ხელოვნების ამ დარგის სპეციფიკის ანალიზს. სტუდენტი გაერკვევა ქართული ხატწერის მხატვრულ–დეკორატიულ გაფორმებაში, კომპოზიცირ სტრუქტურაში, არქიტექტონიკაში, იკონოგრაფიულ თემატიკაში. მას შეუძლია მოამზადოს ინფორმატიული ხასიათის ნაშრომი ქართული ხატწერის რომელიმე ნიმუშზე ან ნიმუშთა ჯგუფზე და ა. შ.

კლასიკური დრამატურგიის ტრანსფორმაცია ავანგარდულ რეჟისურაში

მოცემული კურსი მიზნად ისახავს გააცნოს მაგისტრანტებს, როგორ ტრანსფორმირდება კლასიკური დრამატურგია ავანგარდისტ რეჟისორებთან. კურსის მთავარი თეზაა: კლასიკა = მოდერნს . სტუდენტი შეიძენს და გაიღრმავებს ცოდნას ახალი დრამის შესახებ; გაიღრმავებს ცოდნას XX -XXI საუკუნის ძირითად სათეატრო მიმართულებებში, სახელოვნებო მეცნიერებაში, გაეცნობა კვლევის ახალ მეთოდებს

ესთეტიკის თეორია და მოკლე ისტორია

მშვენიერება ბუნებასა და ხელოვნებაში - ასე შეგვიძლია განვსაზღვროთ ესთეტიკის საგანი მოკლედ და სტანდარტულად, მაგრამ ამგვარი ლაკონური განსაზღვრების შიგნით იგულისხმება მთელი რიგი იმ ცნებებისა და კატეგორიებისა, რომლებსაც სწავლობს ესთეტიკა, როგორც ფილოსოფიური დისციპლინა. მაგალითად, მშვენიერისა და უგვანოს კატეგორიებს ადამიანში, ბუნებაში, ნივთთა სამყაროში, ხელოვნებაში, სწორედ ესთეტიკა განიხილავს, თუმცა ესთეტიკის ინტერესი მხოლოდ მითითებულ სფეროებში მშვენიერებისა და უგვანოს ძებნა - ძიებით არ ამოიწურება. ესთეტკის სფეროა ასევე ტრაგიკულისა და კომიკურის, ესთეტიკური სუბიექტისა და ესთეტიკური ობიექტის, ხელოვნების ნაწარმოების შინაარსისა და ფორმის ურთიერთმიმართებებზე და სხვა მსგავს საკითხებზე რეფლექსიის განხორციელებაც.

ცხადია, ესთეტიკას, როგორც ფილოსოფიურ დისციპლინას, ისტორიაც გააჩნია, რამდენადაც ესთეტიკური ცნებებისა და კატეგორიების შესახებ მსჯელობებს, ანტიკური ეპოქიდან დაწყებული, თანამედროვე პოსტმოდერნისტული ეპოქით დამთავრებული, კაცობრიობის ისტორიის ყველა ეტაპზე ვხდებით. ამდენად, ესთეტიკის თეორიისა და ისტორიის მოკლედ განხილვა, ძალზედ საინტერესო უნდა იყოს, მეტადრე, ხელოვნებისა და კულტურის თემებით დაინტერესებული მსმენელებისთვის.

პროპაგანდის ფორმების განვითარების ისტორია სამაუწყებლო მედიიაში

პროპაგანდა საუკუნეების მანძილზე და დღემდე წარმატებულად გამოიყენება და გავლენას ახდენს როგორც ქვეყნების შიდა პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებაზე, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. პროპაგანდის ძალას კი მასობრივ ცნობიერებაზე მისი ზემოქმედების უნარი განაპირობებს. თანამედროვე კომუნიკაციურ სისტემაში პროპაგანდის ტრადიციულ საშუალებებს (პრესა, რადიო, ტელევიზია) დაემატა გლობალური ქსელი (ინტერნეტი), რომელიც, დაფარვის უდიდესი ზონის გამო, განსაკუთრებულად მძლავრ იარაღად იქცა.

კურსის მიზანია, თეორიულ ბაზაზე დაყრდნობითა და არსებული ემპირიკული მაგალითების მოშველიებით სტუდენტებისათვის მეტად ნათელი გავხადოთ პროპაგანდით გამოწვეული ნეგატიური შედეგები.

ამ სასწავლო კურსის თეორია და პრაქტიკა ისეა შერწყმული, რომ კურსის დასრულებით არამარტო პროპაგანდის ისტორიასა და მოქმედების ხერხებს შეისწავლიან, არამედ შეძლებენ გაიაზრონ ამ სფეროში არსებული პრაქტიკა და კრიტიკულად შეაფასონ არსებული სიტუაცია როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე მთელ მსოფლიოში.

სათეატრო ენა პოსტმოდერნულ და უახლეს თეატრალურ სივრცეში

მოცემული კურსი მიზნად ისახავს გააცნოს მაგისტრანტებს: ლიტერატურა და ხელოვნება პოსტმოდერნულ და პოსტპოსტმოდერნულ ეპოქაში. რას წარმოადგენს, ზოგადად, „სახელოვნებო ენა“, კონკრეტულად „სათეატრო ენა“; თანამედროვე და უახლესი სათეატრო ხელოვნების ძირითადი ფორმები და ტენდენციები; მნიშვნელოვანი მოვლენები, განმსაზღვრელი ნაწარმოებები, როგორც დრამატურგია, ასევე დადგმები; წარმომადგენლები (რეჟისორები, დრამატურგები, სცენოგრაფები, მსახიობები, მკვლევრები და ა.შ.;რა ადგილი უკავია ქართულ პოსტმოდერნულ და პოსტპოსტმოდერნულ თეატრს მსოფლიო სათეატრო სივრცეში:პარალელები XX-XXI საუკუნის ყველაზე გამორჩეული დადგმების მაგალითზე; კიდევ უფრო გააღვივოს მათი ინტერესი სათეატრო კულტურის შემდგომი პროფესიული კვლევისადმი, სათეატრო კრიტიკისადმი. სტუდენტი შეიძენს და გაიღრმავებს ცოდნას პოსტმოდერნული და უახლესი თეატრის შესახებ.

^ ზემოთ
 
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
1142840
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2018-07-16
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია