ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტიp

ლალი ოსეფაშვილი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი.

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით. დაიცვა დისერტაცია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში.

კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 2007 წლიდან იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში პედაგოგი, ხოლო 2015 წლიდან ასისტენტ-პროფესორია. არის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის სექციის მდივანი.

უძღვება რამდენიმე სალექციო კურსს სამივე საფეხურზე: კოსტიუმის ისტორიას, მსოფლიო ხელოვნების ისტორიას, ქართულ ხელოვნების ისტორიას, ქართული ხელნაწრი წიგნის შემკულობას და სხვ.

არის სამი მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი. ასევე მონაწილეობას ღებულობს თბილისში გამართულ ადგილობრივ, თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2017145
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2021-10-27
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია