ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
აბიტურიენტთა საყურადღებოდ: მენეჯმენტის (ხელოვნების) საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია უმთავრდება 2020 წლის ნოემბერში;
სახელმწიფო გრანტი აღნიშნულ პროგრამაზე არ გაიცემა.
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი

ირინე აბესაძე

ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი

1972 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის განყოფილება (სპეციალობა – ხელოვნების ისტორიკოსი).

1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ქართული ფერწერის განვითარება 1914-1921 წწ. შალვა ქიქოძის შემოქმედების მაგალითზე“.

1998 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ეროვნული კულტურის ფაქტორი „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მოღვაწეობაში, 1916-1932 წწ.“.

2006 წლიდან არის შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების პროფესორი. კითხულობს ლექციებს ხელოვნების თეორიასა და XIX-XX საუკუნეების ქართული ხელოვნების ისტორიაში.

2009-2011 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1722052
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2020-08-11
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია