ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
სასწავლო-სამეცნიერო ღონისძიებები

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ა.წ. 19 და 20 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო ბათუმში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში

19-20 ოქტომბერს ბათუმში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „კულტურა და ხელოვნება თანამედროვეობის კონტექსტში“. კონფერენციის ორგანიზატორი გახლდათ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი, ხოლო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორი ორგანიზაციის რანგში მონაწილეობდა.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორებმა, პედაგოგებმა და დოქტორანტებმა. მოხსენებით გამოვიდნენ პროფესორები ნატო გენგიური, ნინო სანადირაძე, ასოცირებული პროფესორი მაკა ვასაძე, მანანა ლეკბორაშვილი, უფროსი მასწავლებელი ალეკო გელაშვილი, ასისტენტ პროფესორი მარიკა მამაცაშვილი, დოქტორანტები გიორგი ფხაკაძე, ანანო მირიანაშვილი და სხვები. კონფერენციაში მონაწილეობდა 14 ქვეყნის წარმომადგენელი. დაიბეჭდა სამეცნიერო მოხსენებების კრებული.

კონფერენციის დასრულების შემდგომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში საჯარო ლექციები წაკითხა პროფესორმა ნატო გენგიურმა. ლექციების თემა იყო „იდეოლოგია და არქიტექტურა - საბჭოთა პერიოდის საქართველო“.

იხილეთ კონფერენციის ამსახველი მასალა

 

2018 წლის 27 სექტემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში

სახელევნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩატარდა სემინარი „ ქართული კინომემკვიდრეობა - 110 წლის ქართული კინო“.

ორგანიზატორები: ნატო გენგიური, ზვიად დოლიძე.

 

იხილეთ ღონისძიების ამსახველი მასალა

 

2018 წლის 27 სექტემბერს გაიმართება სამეცნიერო სემინარი ქართული კინომემკვიდრეობა - 110 წლის ქართული კინო“. სემინარი იმარტება მეცნიერებისა და ნიოვაციების ფესტივალის ფარგლებში.

 

ორგანიზტორები: ნატო გენგიური, ზვიად დოლიძე

 

დასაწყისი 12:00, აღმაშენებლის #40, კინოდარბაზი

 

იხილეთ პროგრამა

 
2018 წლის გაზაფხულის სემესტრი

დ. ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში ფაკულტეტის ეგიდით ტარდება „კინოს დღე“ (ყოველ ოთხშაბათს, 18.00 საათზე), რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავსა და ქართული კინოს 110 წლისთავს. მასზე წარმოვადგენთ შემდეგი სახის ღონისძიებებს:

1. კინოლექტორიუმი „ქართული კინოს ისტორიიდან“ (ლექცია, რომელსაც გაუძღვება რომელიმე კინომცოდნე და შესაბამისი ფილმის/ან ფილმების დემონსტრირება);

2. ჩვენი კურსდამთავრებულები (ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიერ გადაღებული ფილმების რეტროსპექტივა);

3. საპატიო სტუმარი (ქართველი ან უცხოელი კინემატოგრაფისტების მასტერკლასები);

4. საიუბილეო თარიღები (გამოჩენილი კინემატოგრაფისტების საიუბილეო საღამოები და მათი ფილმების ჩვენება);

5. დოკუმენტური კინო (ქართული და უცხოური დოკუმენტური ფილმების ჩვენება-განხილვა);

6. საბავშვო-საყმაწვილო კინო (თბილისისა და აბაშის საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალების ფილმების ჩვენება-განხილვა).

ამ ღონისძიებებს ესწრებიან როგორც ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები, პედაგოგები და თანამშრომლები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, თბილისის საჯარო სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეები და პედაგოგები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების ორგანიზატორი: ზვიად დოლიძე, პროფესორი, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი

იხილეთ ღონისძიების ამსახველი მასალა

 
2017 წლის შემოდგომის სემესტრი

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფასტივალში უნივერსიტეტის მონაწილეობა. შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მონაწილეობის პროექტის შემუშავება მოხდა სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე.

პროექტის ავტორი და ორგანიზატორი: ნატო გენგიური, პროფესორი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

თანადამფინანსებელი: საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტრო

ფასტივალზე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი წარსდგა შემდეგი პროგრამით:

 
სტუდენტური წარმოდგენა: "ერთი ლექსის საღამო"

2 ოქტომბერი

იხილეთ ღონისძიებების ამსახველი ფოტომასალა

 
სტუდენტური ფილმი "TAFU"-ს პრეზენტაცია

28 სექტემბერი

იხილეთ ღონისძიებების ამსახველი ფოტომასალა

 
სამეცნიერო კონფერენცია: „ქართული ცეკვა, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“

29 სექტემბერი

იხილეთ ღონისძიებების ამსახველი ფოტომასალა

 
ფესტივალის გახსნაზე უნივერისტეტის წარდგენა, წიგნების გამოფენა (საუნივერისტეტო გამოცემები) რიყის პარკი.

24 სექტემბერი

 
2013 წლის გაზაფხულის სემესტრი

ჩვენი სტუდენტები ფლორენციაში

ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში საერთაშორისო ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას. სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია და ვორკშოფი `კავკასიური ლანდშაფტი: კულტურული მემკვიდრეობა და იდენტობა“ (Caucasian Landscape: Cultural Inheritance and Identity ) მიმდინარეობდა ფლორენციაში 2013 წლის 10-დან 17 მარტის ჩათვლით. მას ფლორენციაში მასპინძლობდა რომულადო დელ ბიანკოს ფონდი და იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ინიციატივა.

ჩვენი უნივერსიტეტი აღნიშნულ ღონისძიებებში პროფესორ ნატო გენგიურის ინიციატივით ჩაერთო. ის გახლდათ ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტთა მოხსენებების სამეცნიერო ხელმძღვანელი. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტები ანა სოლოღაშვილი, სალომე თოფურია, ელენე სულუაშვილი და დოქტორანტი ქეთევან ოჩხიკიძე. მათ წარადგინეს საკონფერენციო მოხსენებები - `არქიტექტურული მემკვიდრეობა კავკასიის ლანდშაფტში: ფუნქცია, ესთეტიკა და სიმბოლიკა” და `საშინელი სამსჯავროს~ იკონოგრაფია შუა საუკუნეებში (ქართული მხატვრობა და ფლორენციის ბაპტისტერიუმის მოზაიკა).

ბოლო დღეს კი ჩვენმა სტუდენტებმა წარადგინეს ფლორენციაში სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად მომზადებული პრეზენტაცია, რის შემდეგაც ფონდის პრეზინდენტმა პაოლო დელ ბიანკომ მათ საერთაშორისო სერთიფიკატები გადასცა. ინფორმაცია და ღონისძიების ამსახველი ფოტომასალა განთავსებულია დელ ბიანკოს ფონდის ვებ-გვერდზეც.

იხილეთ ღონისძიებების ამსახველი ფოტომასალა

 
2010 წლის გაზაფხულის სემესტრი

სტუდენტები ფლორენციაში

ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები 21-28 მარტს იმყოფებოდნენ იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში. მათ იქ მონაწილეობა მიიღეს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში და ვორკშოფში, რომელიც რომულადო ლედ ბიანკოს ფონდის ფარგლებში იყო ორგანიზებული.

ვიზიტის ორგანიზატორი ჩვენი უნივერსიტეტის მხრიდან, არის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ნატო გენგიური.

ეს იყო პირველი სტუდენტური საერთაშორისო გასვლა ჩვენი უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების მიმართულებების ფარგლებში და ძალზე შედეგიანიც გამოდგა, როგორც სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო გამოცდილების მიღების, ისე უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირების დამყარების თვალსაზრისითაც.

ვიზიტის უმნიშვნელოვანესი შედეგი იყო რომუალდო დელ ბიანკოს ფონდსა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ფონდის მხრიდან ხელმოწერილი მემორანდუმი ფონდის გენერალურმა მდივანმა სიმონე ჯიომეტიმ გადასცა უნივერსიტეტის ოფიციალურ წარმომადგენელს, პროფესორ ნატო გენგიურს.

ფლორენციის კონფერენციაში საქართველოს მხრიდან რამდენიმე უნივერსიტეტი იღებდა მონაწილეობას: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ორგანიზატორი), შავი ზღვის უნივერსიტეტი და ბათუმის უნივერსიტეტი. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან იმყოფებოდნენ სახელოვნებათმცოდნეო მიმართულების სტუდენტები სალომე თორია, ნათია ცქვიტაია, ქრისტინე არაქელოვა.

იხილეთ ღონისძიებების ამსახველი ფოტომასალა

 
^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1514661
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-11-12
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია