ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი

გიორგი (გოგა) ჩართოლანი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი.

საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის კვლევების მიმართულებით.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.

საერთაშორისო ჟურნალისტური პრემიის „ოქროს ფრთა“ ლაურეატი.

მრავალი სატელევიზიო პროექტისა და ვიდეოფილმების ავტორი, პროდიუსერი, რეჟისორი და წამყვანი.

მრავალი სამეცნიერო სტატიისა და პუბლიკაციის ავტორი მასკომუნიკაციის, მედიის კვლევების და ხელოვნებათმცოდნეობის სფეროში. სახელმძღვანელოების: „ტელერადიო ჟურნალისტიკა“ (2008) და „სატელევიზიო პროდიუსერი“ (2015) ავტორი.

1986 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი.

1993 წელს დაიცვა დისტერაცია.

1991 წლიდან ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (არის ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი), ევროპის მაუწყებელთა კავშირის ჟურნალისტურ აკადემიასა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
1405720
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2019-06-20
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია